ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო ლექციები
ქართული ლიტერატურის ფილოსოფიურ-ეთიკური ასპექტები
    1. რა არის ღირებულება? სამშობლო, როგორც უმაღლესი ღირებულება. (ილია ჭავჭავაძის მიხედვით).
    2. სიცოცხლე როგორც საშუალება და არა – უმაღლესი მიზანი (თავგანწირვის ფაქტები ლიტერატურაში).
    3. რა არის სინდისი (სინდისის ზნეობრივი კატეგორიის ანალიზი ვაჟა ფშაველას „სინდისის” მიხედვით).
    4. რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? (ადამიანური ცხოვრების საზრისის პრობლემა ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის და სხვათა მიხედვით).
    5. რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა (მოვალეობა) (ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას” მიხედვით).
    6. პიროვნება და საზოგადოება (დაპირისპირება) (ჯ. ქარჩხაძის „იგის”, ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურისა” და „სტუმარ-მასპინძელის” მიხედვით, ასევე გურამ გეგეშიძის „შურისძიების” მიხედვით).
    7. ადამიანი: სული და სხეული (ურთიერთშეპირისპირება):
       ა) ის, ვინც სხეულს ანიჭებს უპირატესობას – ლუარსაბ თათქარიძე და მისი ილიასეული შეფასება,
       ბ) ის, ვინც სულს, გონს ანიჭებს უპირატესობას – ილიას მღვდელი „გლახის ნაამბობში”, ”მეფე დიმიტრი თავდადებული”, ჰაგიოგრაფიული მწერლობის დადებითი პერსონაჟები.
    8. რა არის შემოქმედება? შემოქმედება როგორც ახალი სინამდვილის შექმნა (შემოქმედებითი საქმიანობა და სახელით უკვდავების პრობლემა კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში”).
    1. ცოდნა და რწმენა კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. (ილია ჭავჭავაძისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილი II მიხედვით).
    2. რა არის ტოტალიტარიზმი. ტოტალიტარიზმის რეჟიმი, როგორც ადამიანის მანქურთიზაციის მიზეზი (ჭ. ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას” სეთურის მიხედვით).
    3. ამქვეყნიური არსებობის სწრაფმდინობა და სწრაფწარმავლობა ვაჟა ფშაველას „მოხუცის სიმღერის” მიხედვით.
    4. მემკვიდრეობითობისა და აღზრდის როლი პიროვნების ფორმირებაში (ემპირიზმი და ნატივიზმი) (ქართული ლიტერატურის მაგალითზე: აკაკის „გამზრდელი”, ილიას „სარჩობელაზედ”.
    5. რა არის თავისუფლება? თავისუფლების უმაღლესი მიზანი და ღირებულება (ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის” მიხედვით.
    6. რა არის ზნეობა? „კაი ყმა” როგორც უმაღლესი ზნეობის გამომხატველი. ვაჟას „სტუმარ-მასპინძელისა” და „კაი ყმის” მიხედვით.
    7. რა არის ტოლერანტობა (ქართული /რელიგიური/ ტოლერანტობა. (ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი”, ნ. დუმბაძის „ჰელადას” და სხვ).
    8. რა არის ადამიანის გაუცხოვება?
       ა) ადამიანის გაუცხოვების კრიტიკა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში გ. რჩეულიშვილის „ნელი ტანგოს” მიხედვით.
       ბ) რელიგიური გაუცხოვების კრიტიკა გ. რჩეულიშვილის „ალავერდობის” მიხედვით.
    9. ქცევა. ქცევის სახეები: იმპულსური და ნებისყოფისმიერი, ქცევის მოტივები. ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის” მიხედვით.
    1. რა არის კანონი? განსხვავება იურიდიულ კანონებსა და ზნეობრივ კანონებს შორის. (მიხ. ჯავახიშვილის „არი განაჩენის” მიხედვით).
    2. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და მისი მავნე სოციალური შეედეგები. ბიოსფეროს დაბინძურება (ჰაერის, წყლის, მიწის); დაბინძურება-გაჭუჭყიანება ვაჟა ფშაველას მოთხრობების მიხედვით.
    3. რა არის ჰუმანიზმი? ჰუმანიზმისა და კაცთმოყვა- რეობის აღზრდის პრინციპები სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას” მიხედვით.
    4. რა არის პატრიოტიზმი (ნაციონალიზმი), ინტერნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი (ვაჟა ფშაველას პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის მიხედვით. ასევე „მიწის ყივილისა” და „შელოცვა რადიოთი” მიხედვით).
    5. ქართული ეროვნული ტრადიციები და ხასიათის თავისებურებები.
       ა) ძუძუმტეობა ”ჰაკი აძბა” და „გამზრდელის” მიხედვით.
       ბ) სტუმართმოყვარეობის ტრადიცია (ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის” მიხედვით.
    6. რა არის სიკვდილი? როგორი სიკვდილის უნდა ეშინოდეს ან არ უნდა ეშინოდეს ვაჟკაცს? („კაი ყმა”, ”ბახტრიონი”, „ტრაგედია უგმიროთ”).
    7. გვჭირდება თუ არა ეროვნული იდეოლოგია? არის თუ არა ილიას „ენა, მამული, სარწმუნოება” ერთგვარი იდეოლოგია?
    8. ენა როგორც ეროვნული კულტურის ფენომენი (მამათა და შვილთა ბრძოლის ისტორია. გრ. ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე და ირაკლი აბაშიძე ენის შესახებ).
    9. მართმადიდებლური ქრისტიანული რწმენის როლი ქართული ეროვნული ცნობიერების, თვითშეგნების ჩამოყალიბების საქმეში (ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მიხედვით).
    1. ერი და მისი ნიშნები (ილია ჭავჭავაძე ეროვნული ცნობიერების თავისებურებების შესახებ).
    2. ნოდარ დუმბაძის გმირები თანამედროვე გაუცხოვების შესახებ.
    3. გიორგი ჩოხელის ფილოსოფიურ-ზნეობრივი გაკვეთილები.
    4. ბრძოლა პროტექციონიზმისა და კარიერიზმის წინაარმდეგ (რეზო ჭეიშვილის „ბიძიას” მიხედვით).
    5. რა არის რწმენა? როგორ აძლიერებს რწმენა ადამიანს და პირიქით, როგორ თრგუნავს ურწმუნო ადამიანს სიკვდილის შიში (ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითის” მიხედვით).

 © ICCS, 2011