სამეცნიერო ცენტრი
ძირითადი მიმართულებები

1. სამეცნიერო-თეორიული
აქტუალური სამეცნიერო პრობლემატიკის დამუშავება, მუდმივმოქმედი თეორიული სემინარების ჩატარება სათანადო უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

2. სამეცნიერო შეხვედრები
სიმპოზიუმების, კონფერენციების, დისკუსიების და დისპუტების, „მრგვალი მაგიდის” ორგანიზება.

3. საგანმანათლებლო-პოპულარული
ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ეკლესიის ის ტორიისა და თეოლოგიის აქტუალური პრობლემების პოპულარიზაცია, ლექციების, მოლოცვითი მოგზაურობებისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების საშუალებით.

4. სამეცნიერო-მიზნობრივი ექსპედიციები
მეცნიერთა ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტული პრობლემატიკის შესწავლას საველე თუ საარქივო მუშაობის მეთოდების გამოყენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზ ღვრებს გარეთ.

5. საგამომცემლო
ცენტრის მიერ მომზადებული მონოგრაფიების, კრებულების, თემატური წიგნების პუბლიკაცია; სამეცნიერო ცენტრის პერიოდული ჟურნალის - „ლოგოსის” გამოცემა და ინტერნეტ გვერდის მომსახურება.

 © ICCS, 2011