10.05.2011
თბილისის IV საერთაშორისო
   სიმპოზიუმი

თბილისის IV  საერთაშორისო სიმპოზიუმი: ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია. სიმპოზიუმი ეძღვნება წმ. გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავს.

2011 წლის 10-11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულმა ქრისტიანულმა კვლევის საერთაშორისო ცენტრმა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაატარა დიდი ქართველი მოაზროვნის, ფილოსოფოსის, მთარგმნელის და სამონასტრო ცხოვრების ორგანიზატორის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლითავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი - “ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია”. გიორგი მთაწმინდელს აქვს უდიდესი დამსახურება სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცების, ქართული კულტურისა და საერთოდ ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარების საქმეში.

დღეს ჩვენს ქვეყანაში აღდგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის ისტორიული ტრადიცია. გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობა ამგვარი ტრადიციის საუკეთესო მაგალითია. ამ იუბილეს საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნა ხელს უწყობს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი კულტურის წარმოჩენას მთელს მსოფლიოში.  

საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა: ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

 პროგრამა

 © ICCS, 2011