18.02.2011
ნანოტექნოლოგიების სიკეთე და საშიშროება

კაცობრიობის კეთილდღეობის ზრდა ფაქტიურად განისაზღვრება ახალი ტექნოლოგიების შექმნით. ხიდან ნაყოფის ჩამოსაგდებად ქვის მაგიერ ჯოხის გამოყენება უკვე წინ გადადგმული დიდი ტექნოლოგიური ნაბიჯი იყო, შემდეგ ქვის და ძვლებისაგან პრიმიტიული იარაღის დამზადება, ცეცხლისა და წყლის ენერგიის გამოყენება, მცენარეების და ცხოველების მოშინაურება, ღვინისა და რძის ნაწარმის დამზადება, მეტალის დამუშავება, საპნის გამოგონება, კონვეირის შექმნა, ორთქლის, ელექტრო და ატომური ენერგიის დამორჩილება, სახმელეთო, საჰაერო და კოსმოსური აპარატების შექმნა, ყველაფერი ეს ახალი ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებაა, რამაც განაპირობა კაცობრიობის პროგრესი. გაბატონებული აზრის თანახმად, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლება ნახევარგამტარული ხელსაწყოების შექმნა, რომელთა გამოყენებამ მოიცვა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფერო, როგორც ამბობენ, სამზარეულოდან კოსმოსამდე და განსაზღვრა ამ საუკუნის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი. ოცდამეერთე საუკუნეში ამ პროგრესის ტემპი დამოკიდებული აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთიერებებისგან ხელოვნურად შექმნილი ნანომეტრების (1ნმ=10-9მ არის მეტრის მემილიარდედი ნაწილი) ზომის ნაწილაკების თვისებების გამოყენებაზე. (,,ნანო” - ბერძნულად ნიშნავს ჯუჯას და იგი გამოიყენება რაიმე საზომი ერთეულის მემილიარდედი ნაწილის აღსანიშნავად), ამ ნაწილაკებს ნანოსტრუქტურებს (ნანონაწილაკებს) უწოდებენ, მათგან შექმნილ ნივთიერებებს კი ნანონივთიერებებს, ხოლო მათი შექმნის ხერხებს, წარმოებას და გამოყენებას – ნანოტექნოლოგიებს.

ნანოტექნოლოგიების სიკეთე და საშიშროება nanoteqnologiebi sikete da sashishroeba.pdf

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

 © ICCS, 2011