14.12.2012
II საერთაშრისო კონფერენცია

2012 წლის 14 დეკემბერს, თბილისში სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ ჩატარდა II საერთაშორისო კონფერენცია 'შემობრუნება სულიერებისაკენ', რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები (აშშ-დან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან). კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები და სამღვდელოება, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, არამართლმადიდებელი კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ აკად. დ. მუსხელიშვილმა, მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ და დეკანოზმა ჰენრიკ პაპროცკიმ (პოლონეთი).

მოხსენება თემაზე: 'თანამედროვეობა და მარადიული ღირებულებები' წაიკითხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი).

კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებში აისახა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ეპისტოლეებში განხილული უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო და საზოგადოებრივი პრობლემები.

კონფერენციის ფორმატში შედგა ფოტო-ალბომის 'ჟამი წყალობისა' და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შრომების I ტომის წარდგინება.

15 დეკემბერს, სასტუმრო 'თბილისი მარიოტში' გაიმართა მრგვალი მაგიდა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე.

 programa.pdf

 davit_muskhelishvili.pdf

 davit_usupashvili.pdf

 meufe_danieli.pdf

 komunike.pdf

სურათების სანახავად მიყევით ბმულს

 © ICCS, 2011