25.04.2016
ქრისტიანობა და ევროპული ცივილიზაცია

2015 წლის 21-22 ნოემბერს, მიუნხენის მახლობლად შაიერნის მონასტერში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ქრისტიანობა და ევროპული ცივილიზაცია". კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: გერმანელ მეცნიერთა გაერთიანება "პროფესორთა ფორუმი" და "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი". კონფერენციის მთავარი მიზანი იყო თანამედროვე მსოფლიოში ქრისტიანული ფასეულობების მნიშვნელობის წარმოჩენა და მათი დაცვა სეკულარული ჰუმანიზმის ზეწოლისაგან.

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა ამ ორგანიზაციებს შორის და ამ პროცესში მოხდეს ქრისტიანული ფასეულობების ერთგული საზოგადოების კონსოლიდაცია.

"პროფესორთა ფორუმის" წარმომადგენლები მიმდინარე წლის 4-8 აპრილს იმყოფებოდნენ თბილისში, მომავალი სამუშაო პროგრამის დადგენის მიზნით. ამავე დღეებში გერმანელი მეცნიერები შეხვდნენ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს (მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, მეწარმეებს). ქართული საზოგადოება სრულად დაეთანხმა ამ პრობლემის აქტუალობას და გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ქრისტიანულ ფასეულობათა დაცვისა და განმტკიცების საქმეში.

მიტროპოლიტი დანიელი

 © ICCS, 2011