08.05.2012
საზეიმო შეხვედრა

2012 წლის 8 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიდ დარბაზში სამეცნიერო ცენტრის გამგეობამ მოაწყო საზეიმო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავს. საზეიმო შეხვედრაზე აღინიშნა სამეცნიერო ცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავიც. საზეიმო სხდომას დაესწრნენ: მღვდელმთავრები და სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. საზეიმო შეხვედრა გახსნა სამეცნიერო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ აკად. დ. მუსხელიშვილმა. სიტყვებით გამოვიდნენ: ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი), სამეცნიერო ცენტრის გამგეობის წევრი დოქ. ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გ. წერეთელი, დეკანოზი ჰენრიკი (პაპროცკი, პოლონეთი), აკად. რ. მეტრეველი, დოქ. ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია), პროფ. ს. ვარდოსანიძე, დეკანოზი იოსებ (ზეთეიშვილი, ლატვია). საზეიმო შეხვედრის დროს შედგა ახალი დოკუმენტური ფილმის ,,ერთად და მტკიცედ” პრეზენტაცია.

სურათების სანახავად მიყევით ბმულს

რეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს

ფილმის სანახავად მიყევით ბმულს

 © ICCS, 2011