11.03.2023
საერთაშორისო სიმპოზიუმი

2023 წლის 16–17 თებერვალს ჩატარდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე:

„მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“

სიმპოზიუმზე მუშაობდა სამი სექცია:

I. მარადიული ღირებულებები და განათლება

II. მარადიული ღირებულებები და კულტურა

III. მარადიული ღირებულებები და საზოგადოება

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ ღვთისმეტყველები, მეცნიერები და სასულიერო პირები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ლიეტუვადან, ლიხტენშტაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, სომხეთიდან.

საერთაშორისო სიმპოზიუმის პროგრამა

საერთაშორისო სიმპოზიუმი - "მარადიული ღირებულებები და მარადცვალებადი სამყარო" - პლენარული სხდომა

საერთაშორისო სიმპოზიუმი - "მარადიული ღირებულებები და მარადცვალებადი სამყარო" მრგავალი მაგიდა

ფოტოგალერეა

 © ICCS, 2011