20.10.2023
„ერი და ეროვნული ცნობიერება“

2023 წლის 15-18 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“. სიმპოზიუმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.

სამეცნიერო ფორუმის დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მისცა ლოცვა–კურთხევა გაეგრძელებინა მუშაობა სიმპოზიუმზე განხილული საკითხების გარშემო. ამ მიზნით საერთაშორისო ქრისტიანული ცენტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“.

2023 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამ სემინარის პირველი სხდომა – „ერი და ეროვნული ცნობიერება“.

მომხსენებლები:

გიორგი გვასალია - „ეროვნული თვითშეგნების ბიბლიური გააზრება“

თეზისები.pdf

თეიმურაზ ბუაძე - „ეროვნული ცნობიერება ფასეულობები დანიშნულება თვითმყოფადობა“

თეზისები.pdf

მიტროპოლიტი დანიელი - „ეროვნული ცნობიერების უმთავრესი ნიშნები“

თეზისები.pdf

ფოტოგალერეა

მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი - "ერი და ეროვნული ცნობიერება“

 © ICCS, 2011