ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო შეხვედრები

II საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა თბილისში 2005 წლის ნოემბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.  სიმპოზიუმის გახსნაზე  სიტყვა წარმოთქვა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 38-მა სასულიერო პირმა, მათ შორის 15 უცხოელი იყო. მონაწილეთა შორის იყვნენ წარმომადგენლები ალბანეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, შვეიცარიიდან.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანი იყო: ქრისტიანობა და ეროვნება, ქრისტიანობა და სახელმწიფო, ქრისტიანობა და  ბიოეთიკა, ქრისტიანობა და პოლიტიკა, ქრისტიანობა ომისა და მშვიდობის შესახებ, ქრისტიანობა და დემოგრაფიული პრობლემები, ქრისტიანობა და ეკოლოგიური საკითხები და ა.შ. 

სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა კულტურული ღონისძიებები: მოეწყო საეკლესიო ნაქარგობათა გამოფენა, რელიგიურ თემებზე ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა  მოილოცეს ქართული ეკლესიის სიწმინდეები, სამონასტრო ცენტრები: სვეტიცხოველი, ბოდბე, შიომღვიმე, დაათვალიერეს სახელმწიფო მუზეუმი და ოქროს ფონდი.

 © ICCS, 2011