15.10.2026
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი

2026 წლის 11-13 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. სიმპოზიუმი მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, გავაცნობიეროთ და გავითავისოთ საქართველოს სულიერი და ისტორიული გზა, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ფასეულობები, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა.

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერკავშირის მრავლმხრივ გააზრებას – ისტორიულ, თეოლოგიურ, ფილოსოფიურ, კულტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში.

ღონისძიებამ გააერთიანა ადგილობრივი და უცხოელი მკვლევარები, მოხდა მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, დიალოგის გაღრმავება და იმ საერთო ფასეულობების გამოკვეთა, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ჰქმნიდნენ კაცობრიობის სულიერ და ინტელექტუალურ საგანძურს.

სიმზპოზიუმზე მუშაობდა შემდეგი სექციები:

1.ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია;

2.ენა და ლიტერატურა;

3.კულტურა და ხელოვნება;

4.რელიგია და მეცნიერება;

5.მარტვილობა და მოღვაწეობა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის პროგრამა

 © ICCS, 2011