ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო ქესპედიციები
V ექსპედიცია
V ექსპედიცია მოეწყო თურქეთის ტერიტორიაზე.

იგი მიზნად ისახავდა, გარდა პროექტით გათვალისწინებული მთავარი ამოცანისა, თურქეთის ყოფილი ქართული რეგიონების კომპლექსურ შესწავლას.

V ექსპედიციის მარშრუტი: ტრაპიზონი › ბაიბურთი (ყოფ. ქალდია) › ისპირი › რიზე › ართვინი › კლარჯეთი › იუსუფელი › ერზრუმი › შავშეთი › ოლთისი › ოლური › კოლა › არტაანი › ფოცხოვი › ჩილდირი › ცენტრალური ანატოლიისა და შავი ზღვის ზოლის ადმინისტრაციული რეგიონები. ექსპედიციების დროს ჯგუფმა მოიპოვა მდიდარი საველე აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალა, რომელთა ანალიზმა და წარმოებულმა კვლევამ დაადასტურა წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამოციქულო მოღვაწეობის შესახებ არსებული ქართული და უცხოური წყაროების მონაცემების ობიექტურობა, მეცნიერები დაარწმუნა წმ. მოციქულის საქართველოში მოგზაურობის უტყუარობაში და ამასთან, გაფანტა აზრი ამ ფაქტის მითიური წარმომავლობის შესახებ.

ექსპედიციის შედეგები წაკითხულ იქნა საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციებზე, გამოქვეყნდა კრებული. დაიბეჭდა ექსპედიციის მასალები. მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტალური ფილმის მონტაჟზე და ფოტოალბომის გამოცემაზე.

 © ICCS, 2011