13 მარტი, 2011 , კვირა
(ძვ. სტილით 28 თებერვალი)
დიდმარხვის I კვირიაკე. კრება მართლმადიდებლობისა. ხმა I

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750); 
მღვდელმოწამისა პროტერისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457); 
მღვდელმოწამისა ნესტორ მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250); 
ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (დაახლ. 450); 
ღირსისა კასიანე რომაელისა* (435); 
ღირსისა იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპისკოპოსისა* (V); 
მოწამისა თეოქტირისტესი* (VIII);
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა;
ცისკ.: სახ. IX, ინ. 65 დას. XX, 19-31. 
ლიტ.: ებრ. 329 (შუათგან) დას. XI, 24-26, 32 - XII, 2. ინ. 5 დას. I, 43-51. 

* ამ წმიდათა ხსენება დადებულია 29 თებერვალს, რადგან 2011 წელი მცხრალია, მათი ხსენება გადმოტანილია 28 თებერვალს.

 © ICCS, 2011