ღირსთა: იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსისა (XII-XIII); ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522); ღირსისა მაკარი იღუმენისა (დაახ. 830); მოწამეთა: გერონტისა და ბასილიდესი (III); მართლისა აქაზისა.
წმ. ბასილი დიდის წირვა.
ლიტ. - 1 კორ. 133 დას. V, 6-8; გალ. 206 დას. III, 13-14. მთ. 114 დას. XXVII, 62-66. ლიტ. - რომ. 91 დას. VI, 3-11. მთ. 115 დას. XXVIII, 1-20.
განთიადზე, „დიდება მაღალიანის“ გალობის შემდეგ წმინდა გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით. წარდგომა, საწინასწარმეტყველო, სამოციქულო და სახარება იკითხება გარდამოხსნის წინ. „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“ სამოციქულოს შემდეგ ალილუიას ნაცვლად იგალობება „აღდეგინ ღმერთი...“ მღვდელმსახურები ამ დროს ღია ფერის სამოსით შეიმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა სრულდება ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე. ლიტურგიის ჩამოლოცვა: „ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან...“

