ნათლისღების წინადღე;
მღვდელმოწამეთა თეოპემპტესი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა და მოწამისა თეონასი (303);
ღირსისა სვინკლიტიკია ალექსანდრიელისა (დაახლ. 350);
წინასწარმეტყველისა მიქეასი (IX ს. ქრისტეს შობამდე);
ღირსისა აპოლინარია სვინკლიტიკესი (დაახლ. 470);
ღირსისა ფოსტირი მეუდაბნოისა; ღირსისა მინასი (VI);
ღირსისა გრიგოლ აკრიტელისა (820);
ღირსმოწამისა რომანოზისა (1694);
ლიტურგია ბასილი დიდისა. დიდი აიაზმა. მარხვა;
დიდნი ჟამნი:
I ჟამ. - საქ. 33 დას. XIII, 25-32. მთ. 5 დას. III, 1-11. III ჟამ. - საქ. 42 დას. XIX, 1-8. მკ. 1 დას. I, 1-8. VI ჟამ. - რომ. 91 დას. VI, 3-11. მკ. 2 დას. I, 9-15. IX ჟამ. - ტიტ. 302 დას. II, 11-14. II, 4-7. მთ. 6 დას. III, 13-17. ლიტ. - 1 კორ. 143 დას. IX, 19-27. ლკ. 9 დას. III, 1-18. წყლის კურთხევაზე: - 1 კორ. 143 დას. (შუათგან) X, 1-4. მკ. 2 დას. I, 9-11.
* „დიდ ჟამთა“ მეორენაირი სახელწოდება „სამეუფონი ჟამნი“ (Царские Часы) რუსულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და მისი ადგილობრივი ჩვეულებაა, XIX საუკუნის შემდეგ ეს ტერმინი საქართველოშიც დამკვიდრდა. რუსი ლიტურგისტების თქმით, დიდ ჟამთა ეს სახელწოდება ასახავდა მათ განსაკუთრებულ საზეიმო ხასიათს, ასევე ბიზანტიურ ჩვეულებას, რომლის თანახმად, დიდ ჟამთა შესრულების დროს ტაძარში იმპერატორი იმყოფებოდა. ძველ ქართულ ტიპიკონებში ასეთი სახელწოდება არ გვხვდება. ამიტომ უფრო მართებულია და ძველ ტიპიკონებთან თანხმობაშია სახელწოდება „დიდნი ჟამნი“.

