21 აპრილი, 2012 , შაბათი
(ძვ. სტილით 08 აპრილი)
ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი.

მოციქულთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფესი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138); მღვდელმთავრისა კელესტინე რომის პაპისა (432).

წირვის შემდეგ არტოსის განტეხა.

ლიტ. - საქ. 8 დას. III, 11-16. ინ. 11 დას. III, 22-33.

სამეუფო კარი დაიხურება IX ჟამნის წინ.

თბილისის სიონში თავად გივი ამილახვრის სულის საოხად ჟამი შეიწირვის*.

* გარდამავალია, მოიხსენიება კვირაცხოვლობის წინა დღეს - შაბათს. მოსახსენებელი აღდგენილია თბილელ მღვდელმთავართა ანდერძის საფუძველზე, რომელის თანახმად გივი ამილახვარის დაუვიწყებლად მოხსენიება მის მიერ 1726 წელს თურქთაგან სიონის ტაძრის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს უკავშირდება.

 © ICCS, 2011