მიცვალება ღირსისა შიო დიდისა, მღვიმელისა, სასწაულთმოქმედისა; ღირსისა ევაგრე ციხედიდელისა;
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში* (1087);
წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე);
მოწამისა ქრისტეფორესი (250);
ცისკ.: ასხ. VII ინ. 63 დას. XX, 1-10.
ლიტ.: საქმ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ინ. 12 დას. IV, 5-42. ღირ.: გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
* წმიდა ნიკოლოზის ნაწილთა აღმოყვანება იდღესასწაულება მხოლოდ რუსეთის ეკლესიაში, როგორც გვაუწყებს ქართული „სადღესასწაულო“. „საუწყებელ არს, ვითარმედ დღესა ამას მაისსა თ (9), დღესასწაულობს დიდი ეკლესია როსიისა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლაოს მირონ-ლუკიის არხიეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისა აღმოხუმასა ნაწილთასა მირონ-ლუკიით და დადებასა იტალიასა შინა, ქალაქსა ბარს, არამედ ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲ არარასა ჴსენებასა ამისსა აღასრულებს, ვითარ-იგი არცა ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და ამისთჳს აკოლუთიაჲ მსიი არ გარდამოვიღე ჩუენსა ზედა ჴმასა რუსულისაგან, ხოლო (უკუეთუ) ვისმე ჰნებავს დღესასწაულობად, ვითარცა დეკემბერსა ვ (6) დღესა წერილ არს წმიდათაგან მამათა, იგი აკოლუთიაჲ იჴმაროს მან აქაცა“ [იხ. სადღესასწაულო, გვ. ჩიდ - (1014)].

