25 აპრილი, 2011 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 12 აპრილი)
ბწყინვალე შვიდეული. გარეგნობა*

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, პარიელი ეპისკოპოსისა (754); 
მღვდელმოწამისა ზენონისა, ვერონელი ეპისკოპოსისა (260); 
ღირსისა ისააკ ასურისა, იტალიის სპოლეტელისა (550); 
ღირსმოწამეთა: მინასი, დავითისა და იოანესი (636);
ღირსისა ანთუსა ქალწულისა (801); 
ღირსისა ათანასია იღუმენიასი (860); 
მოწამისა აბრაამ ბულგარელისა** (წმიდა ნაწილთა გადასვენება 1230 წ.);

საქმ. 2 დას. I, 12-17, 21-26. ინ. 2 დას. I, 18-28.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე უქმეა და ხსნილი. 
* გარეგნობა - აღდგომის მომლოცველობაა: ეკლესიის მთელი კრებული ლიტურგიის შემდეგ ჯვრებით, ხატებით, სანთლებითა და ბაირაღებით შემოივლის ეკლესიის მახლობლად მდებარე ველა სამლოცველოს, ეკვდერს, და საერთოდ, ყველა ადგილს, სადაც ჯვარია აღმართული, მათ შორის, ქრისტიანთა საფლავებსაც. ამ დროს იგალობება „ქრისტე აღდგა“ (ჩასართავებით: „აღსდეგინ ღმერთი...“ და ა.შ.), აღდგომის ძლისპირები და სხვა სააღდგომო საგალობლები. გარეგნობის წესი უძველესი დროიდან მომდინარეობს, ძველთაგანვე მისი შინაარსი იყო აღდგომის მახარებლობა. „ქრისტე აღდგას“ გალობით აღმდგარ მაცხოვარს ვახარებთ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულთ. 
** გარდამავალია, აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს.

 © ICCS, 2011