27
თებერვალი, 2012
, ორშაბათი
(ძვ. სტილით 14
თებერვალი)
დიდი მარხვის I შვიდეული.
ღირსისა მღვდელმონოზონისა ილარიონ ქართველისა, ახლისა (ყანჩაველი, 1864); ღირსისა ავქსენტისა (დაახ. 470); ღირსისა მარონისა, სირიელი მეუდაბნოისა (IV); წმ. აბრაამისა, კარიელი ეპისკოპოსისა (V); მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869).
დიდი მარხვის დასაწყისი.
VI ჟამ. - ეს. I, 1-20. მწუხ. - შესქ. I, 1-13. იგავ. I, 1-20.
დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს დიდ სერობაზე იკითხება ღირსი ანდრია კრეტელის დიდი კანონი.

