იანვარი, 2023
01.01.2023, კვირა
ღირს მამათა: გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი, ხახულელთა (XI); ბონიფანტე რომაელისა (†290). მოწამეთა: ელია, პროვოს და და არეოს ეგვიპტელთა(308); მოწამეთა:პოლიევქტოს და ტიმოთე დიაკონისა; ბონოფანტე მოწყალისა, ფერენტიელი ეპისკოპოსისა, გრიგენტი ეთიოპიელი ეპისკოპოსისა (552); მართალი აგლაიდა რომაელისა და მოწამეთა ევტუქსი და თესალონიკე და მათი 200 მამათა და 70 დედათა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სამოელის შესახებამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული (1მეფ. 1: 27–28)ღვთისაგან გამოთხოვილი და ღვთისათვის შეწირული იყო სამოელი, წინასწარმეტყველი და წინამძღოლი ისრაელიანთა. ნეტარი ანა, მისი უშვილო დედა, ცრემლითა და შესაწირავით ითხოვდა შვილს ღვთისაგან. შემდგომ კი ეს ნანატრი შვილი, თავისი ყველაზე დიდი სიკეთე, ბავშვობიდანვე უფალს უძღვნა სამსახურებლად. ბრძენი დედა შვილს ღვთის შვილად მიიჩნევდა და არა თავის საკუთრებად. შვილები ღვთისა არიან, როცა ღმერთი იძლევა მათ და მაშინაც, როცა ღმერთს მიჰყავს ისინი, მაგრამ ყველაზე მეტად არიან ისინი ღვთისა, როდესაც ღმერთს თავად დედა უძღვნის შვილს.საჩუქარი უკან უბრუნდება ღმერთს, როგორც საპასუხო საჩუქარი, რადგან ჩვენ ჩვენი არაფერი გაგვაჩნია, ღმერთს რომ მივცეთ და მხოლოდ იმას ვწირავთ, რასაც მისგან ვიღებთ... და ცხოვრობდა ყრმა სამოელი უფლის სახლში მღვდელ ელის გარყვნილ შვილებთან ერთად, თუმც თავად ის არ გარყვნილა. არ ისურვა უფალმა, რომ ცოდვილ ბერიკაცებს გამოცხადებოდა და ამ უმანკო ბავშვს გამოეცხადა... რადგან სამოელი ღვთის ნებას აღასრულებდა და არასდროს უშვებდა, რომ ღვთის თუნდაც ერთი სიტყვა დარჩენილიყო შეუსრულებელი (1მეფ. 3:19).და იყო სამოელი ისრაელიანთა ერის მსაჯული სიყრმიდან სიბერემდე, არასდროს არაფერი გაუკეთებია ცუდი არც ადამიანებისთვის და არც ღვთისთვის. და მისცა მას ღმერთმა ძალა და წინასწარმეტყველებდა სამოელი და იქმოდა სასწაულებს; ღვთისა და თავისი ხალხის ყველა მტერი დაამარცხა მან და აკურთხა ორი მეფე – საული და დავითი. და როდესაც დაბერდა, შეკრიბა ხალხი და ჰკითხა, ოდესმე ვინმეზე თუ ეძალადა ან თუ ვინმესთვის წაერთმია რამე. ხალხმა ერთხმად უპასუხა: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია (1მეფ. 12:4). აი, ასეთი ადამიანი იყო ეს ღვთის საჩუქარი, რომელიც ღმერთსვე შესწირეს საპასუხო ძღვნად და რომელიც იზრდებოდა ღვთის კურთხევითა და დედის კურთხევით. დაე, გულისხმაყონ დედებმა ნეტარი ანას მაგალითი; დაე, მიბაძონ მსაჯულებმა და ხალხთა წინამძღოლებმა მართალი სამოელის ცხოვრების წესს.ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადსახიერო უფალო, გამოაცოცხლე ჩვენი სულები, რათა ვიხილოთ შენი სიწმიდე და სახიერება და მოვინანიოთ ჩვენ მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
02.01.2023, ორშაბათი
მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (†107); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (†1908). ფილოგონ, ანტიოქიელი პატრიარქისა(33). დანიელ II, სერბი მთავარეპისკოპოსისა(138). მოწამე იოანე თასოელისა(165). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება დავითის შესახებუთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები; ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით (2მეფ. 12: 13; ფს.41:4)შესცოდა დავით მეფემ, მაგრამ მოინანია და მიუტევა ღმერთმა. დიდი იყო მეფის ცოდვა, მაგრამ უფრო დიდი იყო მისი სინანული. ის დამნაშავე იყო ღვთის წინაშე ორი მძიმე ცოდვის – მკვლელობისა და მრუშობის გამო, მაგრამ როდესაც ღვთის წინასწარმეტყველმა, ნათანმა ამხილა იგი, დავითმა გულისტკივილით წამოიძახა: ვცოდე უფლის წინაშე! მან აღიარა ცოდვა და მწარედ შეინანა.გულშემუსვრილი ლოცულობდა დავითი ღვთის წინაშე, ტიროდა, მარხულობდა, მიწაზე იწვა და მორჩილად იტანდა მძიმე განსაცდელებს, რომელთაც ღმერთი მისი ცოდვის გამო უშვებდა მასზე, მის სახლეულსა და მის ხალხზე. თავის სინანულის გამომხატველ ფსალმუნებში მეფე ამბობს: მატლი ვარ და არა კაცი (ფს. 21:7); „ჩემი ოხვრის ხმისაგან შეახმა ხორცი ჩემს ძვლებს“ (ფს. 101: 6); „გამიქრა ძილი“ (ფს. 101: 7); „ნაცარს პურივით ვჭამდი და სასმელს ცრემლით ვაზავებდი“ (ფს. 101: 9); „მუხლები დამიუძლურდა მარხვისაგან“ (ფს. 108: 24). აი, ჭეშმარიტი სინანული! აი, ჭეშმარიტად მონანული! იგი არ ჩაეფლო ცოდვაში და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, არამედ განუწყვეტლივ ინანიებდა ღვთის მოწყალების იმედით, და მონანულთა მოყვარულმა ღმერთმა შეიწყალა ეს სამაგალითო მონანული, მიუტევა მას შეცოდებები, განადიდა ისრაელის ყველა მეფეზე მეტად და მისცა უდიდესი მადლი, რათა წარმოეთქვა ყველაზე მშვენიერი სინანულის საგალობლები და წინასწარ ეუწყებინა მისი ტომიდან მაცხოვრის სამყაროში მოსვლის შესახებ. ხედავთ, ძმებო, ღვთის საოცარ მოწყალებას მონანულთა მიმართ!ღვთისთვის იმდენად მოსაწონია დავითის სინანული, რომ არ შერცხვა კაცობრივი სხეული მიეღო მისი თესლიდან. წყალობა მათ, ვინც არ ჩაეფლო ცოდვაში და ვინც არ ჩავარდა სასოწარკვეთილებაში ცოდვის გამო. სინანული იხსნის მას როგორც ერთი, ისე მეორე ბოროტებისაგან. მოწყალეო უფალო, დაარბილე ჩვენი გულები სინანულის ცრემლებით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
03.01.2023, სამშაბათი
მრავალვნებულისა ანტონ II-ისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (†1811/1827); ღირსი მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა (†1035); მოწამისა იულიანა ნიკომიდიელისა (†301). და მისთ. მამათა 500 და 130 დედათა, ნიკომიდიას წამებულთა(304); მოწამე თემისტოკლესი(250); პეტრე, მოსკოველი მიტროპოლიტისა, სასწაულმოქმედისა(1326). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ილია წინასწარმეტყველის შესახებვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით (3 მეფ. 17:1)საშინლად ჟღერს ეს სიტყვები ყოველი მოკვდავის ყურისთვის, რადგან ისინი წარმოთქვა ჩვენმა მსგავსმა ადამიანმა (იაკ. 5:17). ძმებო, გიკვირთ როგორ შეუძლია მოკვდავ ადამიანს ცა ჩაკეტოს და წვიმა გააჩეროს? მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს: ის როგორ შეუძლია მოკვდავ ადამიანს, რომ გახსნას ცა და დაუშვას წვიმა გამომშრალ მიწაზე? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების ლოცვით ღმერთი ახლაც ხსნის ცას და იძლევა წვიმას. ყველაფერი, რასაც რწმენით ითხოვთ ლოცვისას, მოგეცემათ (მთ. 21:22), - ბრძანა ჩვენმა მაცხოვარმა.როგორც მოსე აღასრულებდა ცოცხალი რწმენითა და ლოცვით უდიდეს სასწაულებს ეგვიპტესა და უდაბნოში, როგორც ისუ ნავეს ძემ შეაჩერა მზის მოძრაობა, ასევე ხსნიდა და კეტავდა ცას წინასწარმეტყველი ილია, რწმენითა და ლოცვით ჩამოჰქონდა ცეცხლი ციდან და იქმოდა დიდსა და საშინელ სასწაულებს. ღმერთმა მისცა მას ამგვარი სასწაულების აღსრულების ძალა, რადგან ილია მოშურნეობდა ღვთის, და არა საკუთარი თავის, სადიდებლად: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო“ (3 მეფ. 19:14).არაფერს საკუთარი თავისთვის არ ცდილობდა ეს ღვთის კაცი, არამედ მხოლოდ ღვთისთვის. ღმერთი იყო მისთვის ყველაფერი: მთელი დიდება, მთელი ძალა, მთელი სიმდიდრე. ამიტომაც დაასაჩუქრა იგი ღმერთმა უკვდავი დიდებით, საშინელი ძალითა და უხრწნელი საუნჯით, რომელსაც ჩირჩილი ვერ აფუჭებს; ამიტომაც არ დაუშვა ღმერთმა, რომ მომკვდარიყო ილია, არამედ, ენუქის მსგავსად, ცად აღიტაცა იგი. წინასწარმეტყველი ილია წმიდა იყო, როგორც დილის ცვარი, უბიწო სულით, როგორც ჩვილი, სპეტაკი სხეულით, სუფთა გულით და უმანკო გონებით, როგორც ღვთის ანგელოზი. სწორედ ამიტომ იყო იგი ღვთის ჭურჭელი, სწორედ ამიტომ იქმოდა და ახლაც იქმს იგი სასწაულებს.ჰოი, ცოცხალო უფალო, ღმერთო ილია წინასწარმეტყველისაო, რომელმაც ნათლობის გზით გვიშვილე შენი წმიდა მადლით, აღანთე ჩვენშიც შენი წმიდა წინასწარმეტყველის რწმენა და მოშურნეობა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
04.01.2023, ოთხშაბათი
ქრისტესშობის წინა და წმიდათა მამათა კვირიაკე. დიდმოწამისა ანასტასიასი, მწამლველობითა მხსნელისა, რომაელისა, ილირიელისა (†304). ქრისოგონი, თეოდოტია, ებოდი, ევტიქიანესი და სხვ.(304). კარის გახსნა ღვთის დიდებული ეკლესიისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მომთმენი იობის შესახებუფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი (იობ. 1:21)ძმებო, დაე, ნურაფრის ნუ შეეშინდება მართალს - ყველაფერი კარგად იქნება! მთელი წმიდა წერილი გვიჩვენებს, რომ ღმერთი არ გაწირავს მართალს. იობის მაგალითი ნათლად ადასტურებს ამას. იობს შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა, ჰქონდა სიმდიდრე და პატივს სცემდნენ, ჰყავდა მეგობრები და ეს ყველაფერი ერთ დღეში დაკარგა, მაგრამ მან არ დაიწყო ღვთის ყვედრება, მიწაზე დაემხო, თაყვანი სცა უფალს და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ“. იობმა დაკარგა ჯანმრთელობაც - უკანასკნელი რამ, რაც გააჩნდა და მთელი სხეული ჭრილობებითა და ჩირქით დაეფარა. იჯდა იობი ნაცარში და ადიდებდა ღმერთს, ცოლი კი უკიჟინებდა, რომ უარეყო ღმერთი. მაშინ უთხრა მას მართალმა იობმა: „სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!“ (იობ. 2:10). მეგობრებიც აყვედრიდნენ, რომ ცოდვილი იყო და თავიანთი გონებითა და სიმართლით ქედმაღლობდნენ მის წინაშე, მაგრამ იობი სიმდაბლით ლოცულობდა და მოთმინებით იტანდა თავის ჭრილობებსა და უბედურებას.ხშირად ახლაც ხდება ისე, როგორც მაშინ: თუ რაიმე უბედურება დაგვატყდება თავს, ჩვენი მეზობლებიც ისევე იქცევიან, თითქოს უფრო ჭკვიანები და მართლები იყვნენ... მაგრამ ყოვლადბრძენმა ღმერთმა ყველა ეს უბედურება იმისათვის დაუშვა იობზე, რომ გამოეცადა არა მხოლოდ თავისი მსახური, არამედ მისი სახლეულიცა და მეგობრებიც. და როცა ყველამ გამოავლინა თავისი თავი, თუ ვინ როგორი იყო, როცა ყველამ გაიარა გამოცდა ღვთის წიანაშე, მაშინ ღმერთმა, თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენით, ჯანმრთელობა დაუბრუნა იობს, სიმდიდრე – იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე წაართვა და კვლავ შესძინა შვიდი ვაჟი და სამი ასული.ვისაც ძლიერი რწმენა აქვს, ნათელი სულიერი ხედვაც აქვს, ძმებო, რათა ღვთის ხელი დაინახოს როგორც თავის კეთილდღეობაში, ასევე განსაცდელებში. ვისაც ძლიერი რწმენა აქვს, მას განსაცდელების დათმენის დიდი უნარიც აქვს: როდესაც აძლევს ღმერთი, იგი მადლობს და როდესაც ართმევს ღმერთი, იგი აკურთხებს: „კურთხეულია უფლის სახელი“. უფალო, მრავალტანჯული და მრავლისმომთმენი იობის ღმერთო, გვასწავლე ჩვენც, რომ განსაცდელების დროს ვაკურთხოთ შენი ყოვლადწმიდა სახელი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
05.01.2023, ხუთშაბათი
კრეტელ 10-თა მოწამეთა: თეოდულესი, სატორნინესი, ევპორისა, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპისა, აგათოპუსესი, ბასილიდისა და ევარესტისა (†III). ღირსი ნიფონტ. კვიპრ. ეპისკოპოსისა(IV); ღირსმოწამე რომანოზ ათონელისა(XVII); სატფურება დიდისა ეკლესიისა სოფიაწმიდისა კონსტანტინოპოლს(563). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება დანიელ წინასწარმეტყველის შესახებხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიკავა (დან. 2:35)ძმებო, ტანჯვა ადამიანის ხასიათს ასუსტებს, ხოლო განცხრომა კიდევ უფრო მეტად აუძლურებს. დანიელის, ღვთის კაცის, დაუძლურება კი ვერც ტანჯვამ შეძლო და ვერც განცხრომამ. ის იგივე დარჩა ორივე შემთხვევაში; ორივე შემთხვევაში იგი თანაბრად იყო ცოცხალი ღვთის მაცნე და ღვთის საიდუმლოებათა შორსმჭვრეტელი წინასწარმეტყველი. იგი ცხოვრობდა სამეფო ფუფუნებაში, შემდეგ – ლომთან ერთად ხაროში და არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა. სამეფო ფუფუნებაში მყოფი დანიელი მარხულობდა, ლომთან ერთად ხაროში მყოფი კი – მშიერი არ იყო. ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი ერთგული მსახური წინასწარმეტყველების განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა. მისი წინაწარმეტყველების მთავარი თემა უფალი ქრისტე იყო. მან თქვა, რომ მოვა ქრისტე და განაქარვებს კერპთაყვანისცმემლობას მთელ ქვეყანაზე, რომ ქრისტე მთელ ქვეყნიერებას აღავსებს, რაც სხვას არასდროს უქნია ხორცში მყოფს; რომ იგი ისაა, ვისაც მიეცემა ძალი და დიდება და მეუფება, რათა ემსახუროს მას ყველა ხალხი, ტომი და ერი. დიდმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ზუსტად იწინასწარმეტყველა დროც, თუ როდის მოვიდოდა ამქვეყნად უფალი იესო ქრისტე. და როგორ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ, ქრისტიანებს, დანიელის წინაშე! ჩვენ ყველა წინასწარმეტყველებასაღსრულებულს ვხედავთ ქრისტესთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც სუსტნი ვართ რწმენასა და ქრისტეს სიყვარულში, დანიელისთვის კი არ იყო გაცხადებული ის ყვეალფერი, რაც ჩვენთვის, მონათლულთათვის, არის ცხადი, მაგრამ მას ერთხელაც არ უღალატია ღვთისთვის.უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო დანიელ წინასწარმეტყველისაო, გაგვაძლიერე, მოგვმადლე სინანული და შეგვიწყალე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
06.01.2023, პარასკევი
ღირს ქალწულმოწამისა ევგენია რომაელისა (†III). და მასთან მოწამეთა- მამათა ფილიპესი,პროტი, იაკინთე და კლავდიასი(III), ღირსი ნიკოლოზ მონაზვნისა(IX); მოწამე ბასილა, რომში წამებულისა(180-192). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მართალი იოსების შესახებხოლო იოსები... მართალი იყო... და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა მას უფლის ანგელოზმა (მთ. 1:19; 24) ღვთისა უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს, ვიდრე ადამიანების და ღმერთს უფრო მეტად უნდა ვუსმინოთ, ვიდრე ადამიანებს. ეს არის ცხოვრების წესი მართალი იოსებისა, რომელიც წმიდა ქალწულ მარიამის ნათესავი და მფარველი იყო. იგი ცხოვრობდა კანონისა და მადლის გზაგასაყარზე და კანონის ერთგული იყო მანამ, სანამ ღვთის მადლი გამოჩნდებოდა; და როდესაც გამოჩნდა ახალი მადლი ღვთისა, იგი მადლის ერთგული გახდა. კანონის მორჩილს სურდა გაეშვა წმიდა ქალწული, როდესაც მის წმიდა სხეულში ჩაისახა სამყაროს მაცხოვარი, მაგრამ ღვთის ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწულმა მუცლადიღო სულიწმიდისაგან და მაშინ იოსებმა უარი თქვა თავის განზრახვაზე, აღარ გაუშვა იგი და ისე მოიქცა, როგორც ღვთის ანგელოზმა უბრძანა. თავისით არაფერს წყვეტდა იოსები, ღვთის ნების მორჩილი იყო და ამიტომაც დიდებით შემოსა უფალმა როგორც მიწაზე, ასევე ზეცაში. ჩუმად და ფარულად ემსახურა იგი ღმერთს, ხოლო ღმერთმა ცხადად განადიდა და ცათა სასუფევლის ღირსი გახადა არა მხოლოდ ის, არამედ მისი ძეებიცა და ასულებიც. რომელი მამა ისურვებდა უფრო მეტს, ვიდრე იმას, რომ მისი შვილი ქრისტეს მოციქული ყოფილიყო?! ხოლო იოსების ორი შვილი ქრისტეს მოციქული იყო. ასე ადიდებს ღმერთი თავის მოშიშებსა და მორჩილებს. ჰოი, ყოვლად დიდებულო უფალო, მართალი იოსების ღმერთო, შეგვეწიე ჩვენც, ცოდვილებს, რომ გვიყვარდეს შენი სიმართლე და მხოლოდ შენი შიში გვქონდეს. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
07.01.2023, შაბათი
ქრისტესშობა. ხორციელად შობაი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
#mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება უფლის, ღვთის ძის, შობის შესახებგამოვედი მამისაგან და მოვედი ამ სოფლად (იოან. 16:28) ძმებო, ძე ღვთისა, ერთარსი მამისა, საუკუნეთა უწინარეს მამისაგან შობილი უდედოდ, დროში დედისაგან იშვა უმამოდ. პირველი შობა ყოვლადწმიდა სამების მიუწვდომელი საიდუმლოებაა მარადისობაში, მეორე შობა კი - ღვთის ყოვლადძლიერებისა და კაცთმოყვარეობის მიუწვდომელი საიდუმლო დროში. უაღმატებულესი საიდუმლოება დროში შეესაბამება უაღმატებულეს საიდუმლოებას მარადისობაში. ამ უდიდესი საიდუმლოს გონების უმცირესი სინათლით წვდომა შეუძლებელია, ძმებო, ამიტომ დავკმაყოფილდეთ იმის ცოდნით, რომ ჩვენი ხსნა არ მოდის არც ადამინისგან და არც მიწიდან, არამედ ღვთიური უხილავი სამყაროს უაღმატებულესი სიმაღლეებიდან. ასეთია ღვთის მოწყალება და ასეთია ადამიანის ღირსება, რომ თავად ძე ღმერთი გარდამოხდა მარადისობიდან დროში, ზეციდან მიწაზე, დიდების ტახტიდან მწყემსთა გამოქვაბულში - რათა ეხსნა ადამიანები, ცოდვებისაგან განეწმინდა და დაებრუნებინა სამოთხეში. იშვა იგი მამისაგან, რომელთანაც ყველაფერი გააჩნდა და მოვიდა ამქვეყნად, რომელსაც მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო. გამოქვაბულში იშვა უფალი, რათა ეჩვენებინა, რომ მთელი სამყარო ის ბნელი გამოქვაბულია, რომლის განათებაც მხოლოდ მას შეეძლო. ბეთლემში იშვა უფალი (ხოლო ბეთლემი „პურის სახლს“ ნიშნავს) - რათა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის არის „ცხოვრების პური“ ღირსეულთათვის. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მარადიულო ძეო ცოცხალი ღვთისა და ძეო ქალწულ მარიამისა, გვაკურთხე ჩვენ და და აღგვავსე შენით! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
08.01.2023, კვირა
კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. მღვდელმოწამისა და აღმსარებელისა ეფთვიმი სარდიელი ეპისკოპოსისა (†840). ღირსი კონსტანტინე სინადელისა(VIII); ღირსი ევარესტ სტუდიელისა(825); ღირსი ნიკოდიმ ტისმანელისა, რუმინელისა(1406). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმიდა ქალწულ მარიამის შესახებდა უთხრა მარიამმა: აჰა, მხევალი უფლისა (ლუკ. 1:38)აი, ძმებო, ჭეშმარიტად მხევალი უფლისა! თუკი ჭეშმარიტი მხევალი ის არის, ვინც საკუთარ ნებაზე წინ თავისი ბატონის ნებას აყენებს, მაშინ ყოვლადწმიდა ქალწული პირველია უფლის მხევალთა შორის; თუკი ჭეშმარიტი მხევალი ის არის, ვინც განუწყვეტლივ მთელი გულმოდგინებით შესცქერის თავის ბატონს, მაშინ წმიდა ქალწული ისევ პირველია უფლის მხევალთა შორის; და თუ ჭეშმარიტი მხევალი ის არის, ვინც მორჩილად და უსიტყვოდ ითმენს ყველა გულისტკივილსა და სიმძიმეს, რადგან ჯილდოს ელის ბატონისაგან, მაშინ ყოვლადწმიდა ქალწული ისევ და ისევ პირველი და ყველაზე აღმატებულია უფლის მხევალთა შორის. ყოვლადწმიდა მარიამისათვის მნიშვნელოვანი იყო არა ის, რომ მოსწონებოდა წუთისოფელს, არამედ ის, რომ მოსწონებოდა ღმერთს; მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო არა ის, როგორ ემართლებინა თავი სამყაროს წინაშე, არამედ მხოლოდ ის, თუ როგორ გამართლდებოდა ღვთის წინაშე. წმიდა ქალწულს – თვით მორჩილებას, ყურადღებასა და სიმდაბლეს – სრული უფლება ჰქონდა ამგვარად ეპასუხა ღვთის ანგელოზისათვის: „აჰა, მხევალი უფლისა!“ უმაღლესი სრულყოფილება და უდიდესი პატივი, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს ქალმა დედამიწაზე - ეს არის იყოს უფლის მხევალი. ეს სრულყოფილება და ეს პატივი ევამ ადვილად დაკარგა სამოთხეში, ღვთისმშობელმა მარიამმა კი სამოთხის გარეთ მოიპოვა უდიდესი შრომის წყალობით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით, უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
09.01.2023, ორშაბათი
მოციქულისა, პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (†34); ღირსისა სტეფანე ხარსელისა (VI); ღირსისა თეოდორე გამომეტყველისა, საბაწმიდელი ხუცისა და აღმსარებლისა (†840). თეოდორე 1, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (686); ღირსი ლუკა, ტრიგლიელი ბერისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმიდა ქალწული მარიამის შესახებადიდებს სული ჩემი უფალსა (ლუკ. 1:46)ძმებო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვაქვს ჩაწერილი სახარებაში და ყველა მათგანი ღვთის დიდებას უკავშირდება. წმიდა ქალწული მდუმარე იყო ადამიანებთან, მაგრამ მისი სული გამუდმებით ესაუბრებოდა ღმერთს. განუწყვეტლივ, ყოველ დღე და ყოველ წამს, პოულობდა წმიდა მარიამი მიზეზს ედიდებინა ღმერთი. ოჰ, რამდენი შესანიშნავი წიგნი დაიწერებოდა, რომ გვცოდნოდა და ჩაწერა შეგვძლებოდა, თუ როგორ აქებდა და ადიდებდა იგი მთელი ცხოვრება უფალს! მაგრამ იმ ერთადერთი სადიდებლის მიხედვითაც კი, რომელიც მარიამმა წარმოთქვა ელისაბედის, თავისი ნათესავის, წინაშე (რომელიც დედა იყო დიდი წიანსაწრმეტყველის, იოანე ნათლისმცემლისა), ყოველ ქრისტიანს შეუძლია შეაფასოს, თუ რაოდენ კეთილსურნელოვანი და ღვთივსათნო ყვავილი იყო მისი წმიდა სული. ეს მხოლოდ ერთი საოცარი საგალობელია ღვთისმშობლის სულისა, რომელმაც სახარების საშუალებით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ ასეთი საგალობლები მრავლად იყო ყოვლადწმიდა ქალწულის ცხოვრებაში. მან ბევრად ადრე, ვიდრე სახარებას მოისმენდა თავისი ძის ბაგეებიდან, უკვე იცოდა როგორ ესაუბრა და როგორ ედიდებინა ღმერთი. ეს ცოდნა მას სულიწმიდის მიერ ჰქონდა, რომლის მადლიც, როგორც წმიდა წყალი წმიდა ჭურჭელში, განუწყვეტლივ გადმოდიოდა მასზე. იგი თავისი სულის საგალობლებით მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ადიდებდა ღმერთს, ამიტომ ღმერთმაც განადიდა ის ქერუბიმებსა და სერაფიმებზე მეტად. და ჩვენც, ცოდვილებს, ასევე განგვადიდებს უფალი თავის სასუფეველში, თუკი ვიღვაწებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ვადიდოთ ღმერთი საქმით, სიტყვით, ზრახვითა და ლოცვით.ჰოი, ყოვლად წმიდაო და კურთხეულო ღვთისმშობელო, დაგვიცავი ჩვენ შენი წმიდა ლოცვით. ქება და დიდება შენ და შენს ძეს, უფალ იესო ქრისტეს, უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
10.01.2023, სამშაბათი
მოწამეთა 20 000-თა, ნიკომიდიის ეკლესიაში დამწვართა და სხვათა (†302); ეკლესიის გარეთ ვნებულთა: გლიკერი ხუცი, ზენონ, თეოფილე დიაკონი, დოროთე,მარდონი, მიგდონი დიაკონი, ინდისე, გორგონი, პეტრე, ექვთიმე, აგათია, დომნა, თეოფილე და სხვა.(302).მოციქულ 70-თაგანი ნიკანორისა(34).ღირსისა სიმონ მირონმდინარისა, სიმონოპეტრას მონასტრის ქტიტორისა (†1257). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმიდა ქალწულ მარიამის შესახებუთხრა მისმა დედამ მსახურებს: რასაც [იგი] გეტყვით თქვენ, გააკეთეთ (იოან. 2:5)აი, რა უნდა უხაროდეს ყველა მორწმუნეს: ის, ვინც ყველაზე ახლოს არის ქრისტე მაცხოვართან ზეცაში, როგორც იყო ეს დედამიწაზე, ზრუნავს მორწმუნეთათვის, ეცხადება მათ, ეხმარება და რჩევას აძლევს: „ყველაფერი, რასაც გეტყვით თქვენ ჩემი ძე და ღმერთი, აღასრულეთ“. ასეთი რჩევა მისცა მან მსახურებს ნადიმის დროს კანაში, მსახურებმა დაუჯერეს და სასწაული იხილეს. სახარებაში ჩაწერილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ წარმოთქმული ეს რამდენიმე სიტყვა ძვირფასი შეგონებაა ჩვენთვის, კერძოდ, ესაა სახარებისეული ერთადერთი სწავლება, რომელიც ღვთისმშობელმა მისცა ადამიანებს წუთისოფელში ცხოვრების განმავლობაში. „რასაც იგი გეტყვით, გააკეთეთ!“ თითქოს ამით სურდა ეთქვა: „მან ყველაფერი იცის. მას ყველაფერი ძალუძს. მას ყველანი უყვარხართ. ამიტომ სხვაგან ნუ დაიწყებთ ცქერას, არამედ მას უსმინეთ და მას დაუჯერეთ“. წმიდა მარიამმა გაითავისა საკუთარი მოვალეობა ამ ქვეყნად, რომ უნდა ეცხოვრა ქრისტესთვის და როგორც სიცოცხლის წყაროსკენ, ქრისტესკენ მიეთითებინა სხვებისთვის. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ნებაყოფლობით განაგრძო ამ მოვალეობის შესრულება ზეციდან. იგი ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში ასწავლიდა მორწმუნეებს ეკეთებინათ ის, რაც თქვა ქრისტემ. და დღესაც თავისი ზეციური დიდებიდან საიდუმლო გარდამოსვლით ევლინება მორწმუნეებს, რათა ასწავლოს, რომ აღასრულონ ის, რაც გვამცნო ქრისტემ. ეს მისი კურთხევაა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევა. იგი შედგება არა ოთხი სახარების, არამედ ოთხი სიტყვისაგან: „რასაც ის იტყვის, შეასრულეთ!“ჰოი, ძმებო, დავუჯეროთ ღვთისმშობელს! დავუჯეროთ მას, როგორც დედას და უფრო მეტადაც, ვიდრე მშობელ დედას, რადგან მას ჩვენთვის უმეტესი სიკეთე სურს, რაც არის მისი ძის მარადიულ სასუფეველში დამკვიდრება. ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დაგვეხმარე, რომ აღვასრულოთ შენი ძის სიტყვები. ქება და დიდება შენ და მას უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
11.01.2023, ოთხშაბათი
მართალთა მამათა: იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა-ფსალმუნთა მთქმელისა და მოციქულისა იაკობისა-ძმისა უფლისა; 14 000-თა ჩვილთა მოწამეთა, ჰეროდეს მიერ ქრისტესთვის მოწყვეტილთა(†I); ღირსისა მარკელისა, "მღვიძარეთა" მონასტრის იღუმენისა (†485). ღირსი თეოდოზ აღმსარებლისა. სტუდიელის(818); გიორგი ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა(850-891); ღირსთა მარკოზ მესაფლავე, თეოფილე და იოანესი, კიევო-პეჩორელთა ღირსი აილერან ბრძენისა, ირლანდიელისა(665). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმიდა ქალწულ მარიამის შესახებდა თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი (ლუკ. 2:35)ვის შეუძლია, ოდნავ მაინც, მოთმინებაში შეედაროს უფალს, ან მის ყოვლადწმიდა მშობელს, რომელმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა დედამიწაზე?! ჭაღარით მოსილმა მოხუცმა სვიმეონმა წინასწარმეტყველურად განჭვრიტა თუ რა ტკივილები ელოდა ქალწულ მარიამს მომავალში და ეს ტკივილები სულში მახვილის გავლას (ჩაცემას) შეადარა. პირველად მახვილმა განვლო ქალწულის სულში, როცა მუცლადიღო სულიწმიდისაგან, ხოლო მართალმა იოსებმა კი ეჭვი შეიტანა მასში; მეორედ - როდესაც იძულებული გახდა ჰეროდეს მახვილს გაქცეოდა ეგვიპტეში; მესამედ... მეოთხედ... მეათედ... და კიდევ მრავალჯერ... - როცა ხედავდა იუდეველი უხუცესების ბოროტებასა და მზაკვრობას თავისი ძის წინააღმდეგ, როდესაც იესო ქადაგებდა და სასწაულებს აღასრულებდა ხალხში; მაგრამ ყველაზე ბასრმა მახვილმა განვლო მის სულში მაშინ, როდესაც თავისი ძისა და უფლის ჯვრის ქვევით იდგა. სწორედ ეს მახვილი განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა წმიდა მოხუცმა სვიმეონმა. დიდებული და ამაღელვებელია ღვთისმშობლის დუმილი, რომლითაც ის, როგორც კრეტსაბმელით, ფარავდა თავის ტკივილს, თავისი გულის ყველა ჭრილობას. ამ უამრავი ტკივილის წყვდიადში, რომელმაც მის წმიდა გულში დაისადგურა, მაინც ანათებდა რწმენის ჩაუქრობელი ლამპარი და იმედი და ერთგულება ღვთისა. წარმოუდგენელი კეთილშობილებაა უფლის მხევლისა! იგი ნათლად ხედავდა საკუთარ თავს ადამიანების ცხონების ღვთაებრივ განგებულებაში, წინასწარმეტყველებთან კითხულობდა თავის შესახებ, ანგელოზებთან – ღვთის მაცნეებთან საუბრობდა, ამიტომ ყველაფერი, რაც მასზე მოიწეოდა - სიხარული იქნებოდა თუ სატანჯველი - იცოდა, რომ ღვთისგან ეშვებოდა მასზე, ამიტომ არ ხარობდა სიხარულში და ტანჯვაში არ დრტვინავდა, არამედ დუმდა და ყველაფერს გულში ინახავდა.ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, შეგვეწიე, რომ ვიყოთ შენსავით ღვთის ნების მორჩილნი. ქება და დიდება შენ მიერ შენს ძესა და უფალს უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
12.01.2023, ხუთშაბათი
ქალწულმოწამისა ანისია თესალონიკელისა (†285-305); მღვდელმოწამე ზოტიკე ხუცისა, ობოლთა მზრდელისა (†IV). მოციქულ 70-თაგანი ტიმონასი; მოწამე ფილეტერ ნიკომიდიელისა(311); ღირსი თეოდორა კესარიელისა; ღირსი თეოდორა კონსტანტინეპოლელისა(940); ღირსმოწამე გედეონ ათონელისა (1818) და ანისი, თესალონიკელი ეპისკოპოსისა(406-407); მაკარი; მოსკოველი მიტროპოლიტისა(1563). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმიდათა სასუფევლის შესახებუზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ (დან. 7:18)წუთისოფელში დამცირებული და შევიწროებული წმინდანები მარადიულად იმეფებენ ცათა სასუფეველში. ისინი, უკანასკნელნი დედამიწაზე, ზეცაში იზეიმებენ როგორც პირველები. მშიერნი და მწყურვალნი წარმავალ სამეფოში, ტანშიშველნი და ფეხშიშველნი, მაძღარნი იქნებიან წარუვალ სამეფოში და სამეფო სამოსით იქნებიან შემოსილი, როგორც უფლისწულები. წარმავალ სამეფოში უცხონი იმეფებენ თავიანთ, უხრწნელ, სამეფოში. ეს სამეფო უკანასკნელი და ერთადერთია, რომელსაც სამეფო შეიძლება ეწოდოს, რადგან სხვა ყველა წარმავალი, დროებითი, ყალბი და ამაოა. მარადიული სამეფოსთვის ყველა (დედამიწაზე ყველა დროსა და ყველა სამეფოში მცხოვრები) არის მოწოდებული. ესენი არიან ქრისტეს შვილები – მაცხოვრის ძეები და ასულები; ესენი, მიწიერი ცხოვრებიდან ზეციურში გადანაცვლებულნი, კვლავაც მეფობენ, მაგრამ ჯერ სრულად არ არის მათი მეფობის დიდებულება წარმოჩენილი. ეს დიდებულება ნაჩვენები იქნება ქრისტეს – ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულის – მეორედ მოსვლის შემდეგ. მაშინ სრულად გამოცხადდება წმიდათა სასუფევლის მთელი დიდებულება, რომელიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მარადიული სამეფოა და რომელიც უცვლელი იქნება სამარადისოდ და უკუნისამდე. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, წმიდათა სამეფოს შემოქმედო, მოწყალე იქმენ ჩვენ, ცოდვილთა, მიმართ და მოგვამზადე შენი წმიდანების მარადიული სამეფოსთვის. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
13.01.2023, პარასკევი
ღირსისა მელანია რომაელისა (†439); ღირსისა საბიანასი, სამცხის მონასტრის წინამძღვრისა (†XI). ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა, წმ. წერილთა გნმმარტებლისა(107). დოსითეოზ აღმსარებლისა, ზაგრებელი მიტროპოლიტისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;}სწავლება წმიდათა სასუფევლის შესახებშეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი გაიმარჯვებს მათზე (გამოცხ. 17:14)ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ძმებო, კრავის გამარჯვებით ყველა მხეცზე! კრავი გაიმარჯვებს ლომებსა და ვეფხვებზე, მგლებსა და მელიებზე, გიენებსა და გველებზე! მაგრამ ვინ მოისმინა ეს და ვინ იხილა? მოისმინა ჩვენმა ყურებმა და იხილა ჩვენმა თვალებმა. კრავი იესო ქრისტეა, ხოლო მხეცები – მისი ხილული და უხილავი მტრები. კრავია გამარჯვებული ჩვენს დროშიც და კრავი იქნება გამარჯვებული მომავალშიც, თვით უკანასკნელ დღემდე. მან გაიმარჯვა, იმარჯვებს და გაიმარჯვებს ყველა ამქვეყნიურ მეფესა და მმართველზე, რომელთაც მხეცის ზნე აქვთ, გაიმარჯვებს მათ მეომრებსა და დაქირავებულებზე, მათ მაქებრებსა და მიმდევრებზე. აი, ასეთ ძალას ფლობს მშვიდი და თვინიერი ღვთის კრავი! ოჰ, ჩემო საბრალო ძმებო, ნუ შეშინდებით, ნურც შეშფოთდებით და დაეჭვდებით: ყველაზე დიდი გამარჯვებული არის თქვენი წინამძღოლი, შემწე და მეგობარი. იგი კრავად იწოდება, რათა გვასწავლოს ვიყოთ ისეთივე, როგორიც არიან კრავები - მდუმარენი, თვინიერნი, უბოროტონი, მომთმენნი, მზადმყოფნი, რომ თავი გაწირონ გამარჯვებისთვის და მინდობილნი თავიანთი მწყემსის ნებას. და როდესაც ღმერთი კრავთან ერთად არის, მაშინ კრავი ძლიერი არის მგელზე, ძლევამოსილი – ლომზე, მარჯვე – მგელზე და გონიერი – მელაზე, მაგრამ სიმართლეს ვერ შევიცნობთ და საბოლოო გამარჯვებას ვერ ვიხილავთ, თუკი ორივე სამყაროს არ გავითვალისწინებთ. ძმებო, როდესაც ორივე სამყაროს გავითვალისწინებთ, მაშინ გავიაზრებთ მარადიულ ჭეშმარიტებას და უკვდავ გამარჯვებას –კრავი იმარჯვებს და მხოლოდ კრავი!ჰოი, იესო ქრისტე, მეფეო ყოველთა მეფეთაო და ყოველგვარ დაპირისპერებასა და ბრძოლაში გამარჯვებულო, კრავო ღვთისაო, ყოვლადმდაბალო და ყოვლადმოწყალეო, გამარჯვებულ კრავებად გვაქციე ჩვენც. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
14.01.2023, შაბათი
ხორცითა წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. სამოქალაქო ახალი წელი.
ხსენება ბასილი დიდისა, კესარია კაბადოკიელ მთავარეპისკოპოსისა (†379). მოწამე ბასილი ანკვირელისა, კესარიას წამებულისა(360-363); წმიდანთა: ბასილისა და ემილიასი-ბასილი დიდის მშობელთა; გრიგოლ, ნაზიანზელი ეპ.-გრიგოლ ღვთისმეტყველის მამისა(373-374) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება, თუ როგორ უნდა განვერიდოთ ბოროტებას და ვაკეთოთ სიკეთეერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი (ფს. 33:15)ამ სიტყვებით განისაზღვრა მთელი ჩვენი შრომა, რომელიც გვმართებს, რომ აღვასრულოთ მიწაზე და მიწაში, ანუ დედამიწაზე და ჩვენს სხეულში. როგორი უნდა იყოს ჩვენი შრომა? ჩვენ უნდა შევიძინოთ ორი ჩვევა: პირველი - განვეშოროთ ბოროტებას და მეორე - ვაკეთოთ სიკეთე. ხოლო რა არის სიკეთე და ბოროტება, ამას ნაწილობრივ და ბუნდოვნად გვკარნახობს სინდისი, რომელიც ცოდვით არის დამძიმებული, ქრისტეს სწავლება კი მთელი სისრულითა და სიცხადით განგვიმარტავს ამას.რა სურს უფალს ჩვენგან, ძმებო? მას სურს, რომ ჩვენი სულები მუდმივად იყვნენ სიკეთისაკენ მიმართული ისევე, როგორც საკურთხევლები არის ყოველთვის აღმოსავლეთისკენ მიმართული. მას სურს, რომ ბოროტება დავტოვოთ უკან, სიბნელეში, მივიწყების უფსკრულში, წარსულის წყვდიადში და გამუწყვეტლივ ვესწრაფოთ სიკეთეს - ვიფიქროთ სიკეთეზე, გვსურდეს სიკეთე, ვისაუბროთ სიკეთის შესახებ და ვაკეთოთ სიკეთე. უფალს სურს, რომ ვიყოთ აღმშენებლები და არა დამანგრევლები, რადგან ის, ვინც სიკეთეს იქმს, ამით ანადგურებს ბოროტებას, ხოლო ვინც ბოროტებას ანადგურებს, იგი მალე ივიწყებს სიკეთის ძალას და თავად იქცევა ბოროტმოქმედად.„განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს“ (რომ. 12:9), - გვასწავლის ქრისტეს მოციქული. მოიძულე ბოროტება, მაგრამ ნუ მოიძულებ იმას, ვინც ბოროტებას სჩადის, რადგან ის სნეულია. თუ შეგიძლია, უმკურნალე სნეულს, მაგრამ ნუ მოკლავ მას შენი სიძულვილით. იყავი სიკეთის და მხოლოდ სიკეთის მხარეს, რადგან სიკეთე ღვთისგანაა და ის არის საუნჯე ყოველგვარი სიკეთის.ჰოი, სახიერო და ყოვლადძლიერო უფალო, გვასწავლე ჩვენ განვერიდოთ ბოროტებას და ვაკეთოთ სიკეთე შენს სადიდებლად და ჩვენს საცხონებლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
15.01.2023, კვირა
სილიბისტრო რომის პაპისა (†335); ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველმოქმედისა (†1833); მოწამისა გიორგი ივერიელისა, კუნძულ ლესბოსზე ვნებულისა (†1770/1777); მღვდელმოწამე თეოგენესი, ჰელესპონტოს პაროსელი ეპისკ.(300); კოზმან 1, კონსტანტინოპოლელი პატრ. სასწაულმოქმედისა(108). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ამპარტავნების შესახებდაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავ. 16:18)იმ ყველაფრისგან, რაც არსებობს სამყაროს ოთხივ კუთხეში, სისულელისა და დემონური სიცრუის გარდა რას შეუძლია, რომ მოკვდავი ადამიანები გაგვაამაყოს?! განა შიშველი და საცოდავი არ მოვედით ამ წუთისოფელში და ასეთივე არ დავშორდებით მას? განა ვალად არ გვადევს ყველაფერი, რაც გვაქვს და განა არ მოგვიწევს მათი დაბრუნება, როცა სიკვდილი მოვა? ეჰ, რამდენჯერ ითქვა ეს და არ შევისმინეთ! „რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ“ (1 ტიმ. 6:7), - ბრძანებს პავლე მოციქული. და როცა მსხვერპლს ვწირავთ ღმერთს, ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ვამბობთ: „შენნი შენთაგან შენთვის შემწირველნი!“ - რადგან ამქვეყნად არაფერი გვაქვს ჩვენი საკუთარი: არც პურის ნამცეცი, არც ღვინის წვეთი - არაფერი, თუ ღვთისგან არ მოგვეცა რამე. ჭეშმარიტად, ჭკუასუსტობის ქალიშვილია ამპარტავნება, დაბნელებული გონების ქალიშვილი, რომელიც უშმაკთან უგნური კავშირით დაიბადა. ამპარტავნება განიერი ფანჯარაა, საიდანაც სწრაფად ნიავდება ყველა ჩვენი დამსახურება და კეთილი საქმე. არაფერი ისე ცარიელად არ გვაქცევს ადამიანთა წინაშე და უღირსად – ღვთის წინაშე, როგორც ამპარტავნება. და თუ ღმერთი არ არის ამპარტავანი, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ასეთები? ვის აქვს უფალზე მეტი უფლება, რომ იამაყოს, რადგან მან შექმნა სამყარო და თავისი ძალით უპყრია ის? მაგრამ, შეხედეთ, უფალი დამდაბლდა მსახურამდე, მთელი სამყაროს მსახურამდე: თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე!ჰოი, თავმდაბალო უფალო, ამოშანთე ჩვენს გულში ეშმაკეული ამპარტავნების თესლი შენი წმიდა სულის ცეცხლით და დათესე იქ კეთილშობილი სიმდაბლისა და მორჩილების მარცვალი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
16.01.2023, ორშაბათი
ექვთიმე ღმრთისკაცისა(†1953); სულკურთხეული იოვანე ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსისა (†XI); წინასწარმეტყველისა მალაქიასი (†465-424 წწ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა გორდისა, კესარია კაბადუკიელისა (†307-323). ღირსთა; აკაკი სასწაულმოქმედისა, მელიტონ ბეირუთელისა(557), თომაიდა ლესბოსელისა და ჟენევია პარიზელისა(500). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვება ცათა სასუფეველი გულით და არა ენითყველა, ვინც მეუბნება მე: უფალო, უფალო, არ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ვინც ასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას (მთ. 7:21)ძმებო, ცათა სასუფეველი მოიპოვება გულით და არა ენით. გულია საგანძური იმ სიკეთეთა, რომელთა საშუალებითაც მოიპოვება სასუფეველი; მთავარია გული და არა ენა. თუკი საგანძური სავსეა ღვთიური სიკეთეებით - ძლიერი რწმენით, კეთილი იმედით, ნათელი სიყვარულითა და კეთილი საქმეებით, მაშინ ამ სიკეთეთა მაუწყებელი ანუ ენა სანდოა და ტკბილი; თუ საგანძური ცარიელია და არანაირი სიკეთე იქ არ არის, მაშინ მისი მაცნეც ცრუა და უტიფარი. როგორიცაა გული, ისეთივეა საქმეები. ყველაფერი გულზეა დამოკიდებული. ფარისევლობა უსარგებლოა ადამიანების წინაშე, მით უმეტეს უსარგებლოა იგი ღვთის წინაშე. „თუ მე მამა ვარ, - ამბობს უფალი წინასწარმეტყველ მალაქიას პირით, - სად არის ჩემი პატივისცემა? და თუ მე უფალი ვარ, სადაა მოწიწება ჩემ წინაშე?“ (მალაქ. 1: 6) ანუ: მესმის, მამას რომ მიწოდებთ, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ გულით მცემთ პატივს; მესმის, უფალს რომ მიწოდებთ, მაგრამ ჩემ წინაშე მოწიწებას ვერ ვხედავ თქვენს გულებში.ჩვენი ლოცვა: „უფალო! უფალო!“ კარგია და სასარგებლო მხოლოდ მაშინ, როცა ის მლოცველი გულიდან მოდის. თვით უფალი გვასწავლის ვილოცოთ განუწყვეტლივ, მაგრამ არა მხოლოდ ენით, რათა ადამიანებმა გვისმინონ, არამედ, ასევე, გულის დაფარულში საიდუმლოდ, რათა გვისმინოს და დაგვინახოს უფალმა. ყოვლად დიდებულო და საკვირველო უფალო, გვიხსენ ფარისევლობისაგან და ჩანერგე შენი შიში ჩვენს გულებში, რათა განუწყვეტლივ გულით ვილოცოთ შენ წინაშე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
17.01.2023, სამშაბათი
კრება 70-თა მოციქულთა (†I-II); ღირსთა: ევაგრესი, ღირსი შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, ღირსი იოვანე ზედაზნელის მოწაფისა (†VI); ღირსისა თეოქტისტე სიკელიის კუკუმოს იღუმენისა(†800). ღირსმოწამე ზოსიმე მონაზ. და მოწამე ათანასე კომენტარისა(1275-1286); ღირსი ტიმოთე მესვეტისა (872) ხდა ღირსმოწამე ონოფრე ახლისა(1818); ღირსი რიგობერტ, რეიმსელი მთავარეპისკოპოსისა (746). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ზეციურ მოქალაქეთა შესახებისინი ამ სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამ სოფლისა (იონ. 17:16)უფალი იესო ქრისტე არ არის ამ სოფლისა, ამ სოფლის მხოლოდ მისი სამოსია. ის არის მხედართმთავარი, რომელმაც ტყვეთა სამოსი გადაიცვა, რათა ტყვეობაში მყოფნი ანუ ცოდვის, მატერიისა და ეშმაკის მიერ დატყვევებულნი გამოეხსნა. და როგორიც არის მხედართმთავარი, ისეთივე არიან მისი მეომრები: ისინი სულით არ არიან ამ სოფლისანი, არამედ არიან თავისუფალნი და არა დატყვევებულნი; არა მსახურები, არამედ ბატონები; არა წარმავალნი, არამედ უკვდავნი; არა დაღუპულნი, არამედ გამოხსნილნი. ასეთია ყველა, ვინც მოწოდებულია ქრისტეს მიერ და ვინც, შეიმეცნა რა უკვდავი ცხოვრება, ნებით უარყო წუთისოფელი, გაჰყვა ქრისტეს და უერთგულა მას ცხოვრების ბოლომდე. აბბა მოსემ ბრძანა: „არავის შეუძლია შეუერთდეს ქრისტეს ლაშქარს, თუ არ იქნება შეუპოვარი, თუ არ მოიძულებს პატივსა და სიმშვიდეს, თუ არ უარყოფს ყოველგვარ ხორციელ სურვილს და არ დაიცავს ღვთის ყველა მცნებას“. მოწოდებული იყო იუდაც, მაგრამ განეშორა ქრისტეს, სამეფო სასახლეს საპყრობილე ამჯობინა, თავისუფლებას – მონობა, უკვდავებას – ხრწნადობა, სულის ხსნას კი – დაღუპვა. ხოლო დანარჩენმა მოციქულებმა (დიდმა თუ მცირემ), ბოლომდე უერთგულეს ქრისტეს და გაიმარჯვეს, რამაც განდიდა ისინი მიწაზეც და ზეცაშიც, ადამიანთა შორისაც და ანგელოზთა წიაღშიც. ამიტომაც აქებენ და აკურთხებენ მათ მიწაზეც და ზეცაშიც. ვინც წუთისოფელმა განადიდა, წუთისოფელთან ერთად დაიღუპება, ხოლო ვინც ქრისტემ განადიდა, ქრისტეს მიერ გადარჩება. ამსოფლიური დიდება სიკვდილია და ქრისტეს მიერ დიდება კი – მარადიული ცხოვრება, რომელიც არასოდეს დასრულდება.უკვდავო უფალო, თუმცა ამ სოფლისანი ვართ ხორცითა და ცოდვებით, მოგვიწოდე შენს ლაშქარში, რომელიც არ არის ამ სოფლის არც სულით, არც ძალით, არც სიბრძნითა და სიყვარულით, რათა, როდესაც წუთისოფლისთვის დავიხოცებით, ვიცხოვროთ შენს მარადიულ სასუფეველში ანგელოზებთან, მოციქულებთან და წმინდანებთან ერთად, შენი წმიდა მოციქულების ლოცვითა და სიყვარულით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
18.01.2023, ოთხშაბათი
მღვდელმოწამისა თეოპემპტე ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა და მოწამისა თეონა მოგვისა (†303); ღირსისა სვინკლიტიკია ალექსანდრიელისა (†350). მიქეა წინასწარმეტყველისა, ღირსი აპოლინარია სვინკლიტიკესი(470); ღირსი ფოსტირი მეუდაბნოისა; ღირსი მინასი; ღირსი გრიგოლ აკრიტელისა(820); ღირსმოწამე რომანოზისა(1694-1695). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს გარეშე უძლურნი ვართ ჩემ გარეშე არ შეგიძლიათ არაფრის კეთება (იონ. 15:5)უფალს ჩვევად არ ჰქონდა რაიმეს შესახებ გაზვიადებით ესაუბრა. სამყაროში არავის სიტყვები არ არის ისე უტყუარი, როგორც უფლის სიტყვები. ამიტომ როდესაც უფალი ბრძანებს, რომ მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ეს ნათქვამი სწორედ ასე უნდა გავიგოთ და მივიღოთ. ის აქ საუბრობს სიკეთის და არა ბოროტების შესახებ; არანაირი სიკეთის ქმნა არ შეგვიძლია ჩვენ ქრისტეს გარეშე, ქრისტეს გვერდის ავლით და ქრისტეს წინააღმდეგ. იგია მფლობელი, მომნიჭებელი და შთამაგონებელი ყოველგვარი სიკეთისა. არანაირი სიკეთე არ არსებობს მის გარეშე და არანაირი ბოროტება არ არსებობს მასში. მე ვარ ვაზი და თქვენ – რტოები (იოან. 15:5), - ბრძანა მან . რა შეუძლიათ რტოებს ვაზის გარეშე? განა შეუძლიათ გაიზარდონ და ნაყოფი გამოიღონ? ცხადია, არა. მხოლოდ გადაყრიან, როგორც ნასხლევს და გახმებიან. ადამიანს შეუძლია იფიქროს, რამდენიც სურს, მაგრამ ის ვერასოდეს მოიფიქრებს ვერცერთ ნამდვილ სიკეთეს, თუ ის არ იქნება ქრისტეში და ქრისტეს მიერ... და თუ ვინმე იტყვის, კეთილ და სასარგებლო საქმეებს აღვასრულებს ქრისტე გარეშეო, იცოდეთ, რომ მისი ეს საქმეები საფუძველშივე შებღალული და გაუკუღმართებულია ან პატივმოყვარეობით, ან შენიღბული თავმოყვარეობით. რადგან ადამიანი ქრისტეს გარეშე იგივეა, რაც რტო ვაზის გარეშე. ეს ჩვენ თავად მან გვითხრა. ვაზი დაფარულია და არ ჩანს, მხოლოდ რტოები ჩანან, თუმცა მტევნები რტოებზე და თვით რტოები ვაზზე არიან დამოკიდებული. ყოველგვარი სიკეთის ვაზი იზრდება მამა ღმერთის გულიდან და ივსება სულიწმიდის სიტკბოთი.ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
19.01.2023, ხუთშაბათი
ღვთისგანცხადებაი. ნათლისღებაი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
დიდი აიაზმა#mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სამების საიდუმლოს შესახებვინაიდან სამნი მოწმობენ ზეციდან: მამა, სიტყვა და სული წმიდა და ეს სამი ერთია.და სამნი მოწმობენ ქვეყანაზე: სული და წყალი და სისხლი, და სამივე – ერთის შესახებ (1იონ. 5:7-8)როდესაც წმიდა წერილს ვკითხულობთ, ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ყოველ სიტყვას. მაგალითად, ვინც სწრაფად და ზედაპირულად წაიკითხავს, ის ვერ შეამჩნევს იმ განსხვავებას, რომელსაც მახარებელი აღნიშნავს ზეციურ სამსა და მიწიერ სამს შორის. ზეციური სამის შესახებ იგი ბრძანებს: ეს სამი ერთია, მიწიერი სამის შესახებ კი ამბობს: და სამივე ერთის შესახებ. ხოლო ერთარსად ყოფნასა და ერთის შესახებ ყოფნას შორის დიდი სხვაობაა. მამა, ძე და სულიწმიდა არის ერთარსი, მაშინ როდესაც სული, წყალი და სისხლი არ არის ერთარსი, არამედ ერთის შესახებ მოწმობენ. მტრებსაც შეუძლიათ იყვნენ ერთად, მაგრამ ისინი არ არიან ერთარსი. ასევე, დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთადაა , მაგრამ ისინი ასევე არ არიან ერთარსი. წყალი და სისხლი ადამიანის სხეულს შეადგენს, ხოლო სული ცალკეა. მოციქული გვაუწყებს: „ ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო“ (გალ. 5:17); ე. ი. ხორცი და სული არ არიან ერთარსი, თუმცა კი ერთად არიან. და როცა ადამიანი კვდება, ეს ერთობა იშლება და მთავრდება. სისხლი და წყალი ერთი მიმართულებით მიდიან და სული კი – სხვა მიმართულებით. მხოლოდ სამება ანუ ღვთიური სამია ზეცაში არა მხოლოდ ერთად, არამედ ერთარსიც. ადამიანის სულის ზეცაშიც არის სამი რამ, რაც არ გულისხმობს ამ სამის ერთობას, არამედ – მათ ერთად ყოფნას, რათა ადამიანს ჰქონდეს ნეტარება როგორც ამქვეყნიურ, ასევე ზეციურ სამყაროში. ეს არის გონების, გულისა და ნების ერთიანობა . სანამ ეს სამი არ გაერთიანდება, მანამ ადამიანი ებრძვის საკუთარ თავსაც და ზეციურ სამებასაც, ხოლო როცა ეს სამი გაერთიანდება, როცა არცერთი შემადგენელი ნაწილი არ ბატონობს და არ არის მსახური, მაშინ ადამიანი აღივსება ერთიანი მშვიდობით, რომელიც აღემატება ყოველგვარ გონებას (ფილიპ. 4:7), ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ განმარტებას, ყოველგვარ შიშსა და ყოველგვარ მწუხარებას. მაშინ ადამიანში არსებული მცირე ზეცა უფრო და უფრო ემსგავსება ღვთის ვრცელი სამყაროს ზეცას და ხატებაცა და მსგავსებაც ღვთისა მეტად ცხადი ხდება ადამიანში.ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვეწიე, რომ იმათი მსგავსი მაინც ვიყოთ, ვინც შენი მსგავსია. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
20.01.2023, პარასკევი
კრება წმიდა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი და მის წმიდა ნაწილთა გადმობრძანება ანტიოქიიდან კონსტანტინოპოს (†956) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის მიმართ მორჩილების შესახებიყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა (მათ. 6:10)კურთხეულია იოანე ნათლისმცემელი, რადგან მან სახარება აღასრულა სახარებამდე! იგი უდაბნოში განმარტოვდა და ხორცითაც და სულითაც სრულიად მიენდო ღვთის ნებას. ღვთის ნება აღესრულებოდა როგორც მისი სხეულის მიწაზე, ასევე მისი სულის ზეცაში. ვერც შიმშილმა და ვერც მხეცებმა ვერაფერი ავნეს მის სხეულს უდაბნოში მრავალი წლის განმავლობაში, ვერც მარტოობით ვერ დააზიანა სასოწარკვეთილებამ მისი სული და ვერც ამპარტავნებამ – ზეციური ხილვებით. ადამიანებს არც პურს სთხოვდა და არც ცოდნას, ყველაფერს, რაც სჭირდებოდა, ღმერთი აძლევდა, რადგან სრულიად მიენდო მის ნებას. თვითნებურად ნაბიჯს არ დგამდა არც უდაბნოში და არც მის გარეთ. უხილავი კვებავდა და წარმართავდა მის ცხოვრებას. როდესაც საჭირო გახდა, რომ დაეტოვებინა უდაბნო და მიგებებოდა უფალს, მაშინ, როგორც ნათქვამია, „იყო სიტყვა უფლისა იოვანეს მიმართ“ (ლუკ. 3:2). პატარა ბავშვივით უბრალოდ ჰყვება იგი ზეციურ ძალებთან თავისი ურთიერთობის შესახებ: „და მე არ ვიცნობდი მას (ანუ ქრისტეს), მაგრამ ვინც მომავლინა მე წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა მე: ვისზეც იხილავ სულს, გადმომავალს და დამდგარს მასზე, ის არის, ვინც ნათელს გცემთ სულიწმიდით“ (იოან. 1:33-34). როგორ სათუთად და უბრალოდ საუბრობს იგი ზეციურის შესახებ! მაგრამ როგორი საშიშია იგი, ლომის მსგავსად, როდესაც ადამიანური უსამართლობის შესახებ გამოთქვამს აზრს ჰეროდესა და ჰეროდეას წინააღმდეგ! ბატკანი და ლომი ერთდროულად ცხოვრობს მასში. მისთვის ზეცა ისეთივე ახლობელი და მშობლიურია, როგორადაც დედა ჩვილისათვის. მისთვის ისეთივე ცხადი და ნათელია ღვთის ნება, როგორადაც ზეცაში ანგელოზთათვის.ყოვლადბრძენო უფალო, შენი ნებისამებრ წარმართე ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფლის უდაბნოში ისევე, როგორც წარმართე ცხოვრება იოანე ნათლისმცემელისა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
21.01.2023, შაბათი
დიდმოწამისა აბო თბილელისა (†786); ღირსთა: გიორგი ქოზიბელისა (†625), ემელიანე აღმსარებლისა, კვიზიკოელი ეპისკოპოსისა (†815-ის შემდეგ); და დომნიკა კონსტანტინეპოლელი იღუმენიასი (†V). მღვდელმოწამე კარტერისა, კაბადუკიის კესარიელი ხუცესისა(304); მოწამეთა: თეოფილე დიაკონი და ელადი ერისკაცისა; მოწამეთა: იულიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ბასილი და მარიონილასი, 7 ყრმისა და 20 მხედრისა(313); ღირსი ელია ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა; ღირსი გრიგოლ კიევო-პენორელისა, სასწაულმოქმედისა(1093); მღვდელმოწ. ისიდორე ხუცესისა და მასთან 72 მოწამისა (1472); კვიროს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა714). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;}სწავლება აუცილებელი სიფრთხილის შესახებ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უსაფრთხოდ არისამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს (1კორ. 10:12) მოციქულმა, რომელიც ამ რჩევას გვაძლევს, შესანიშნავად იცოდა ადამიანის ბუნებისა და მისი უძლურების შესახებ. ამას ადასტურებს ყოველდღიური გამოცდილება: საკმარისია, ადამიანი ცოდვის ჭაობიდან წამოდგეს, რომ კვლავ იქით მიიწევს და მასში ვარდება; საკმარისია განიკურნოს ვერცხლისმოყვარეობის სენისაგან, რომ მაშინვე პატივმოყვარეობის ცოდვაში ვარდება; საკმარისია ღატაკს ხელი გაუწოდოს დასახმარებლად, რომ მაშინვე სხვა მხარეს ექაჩება ამპარტავნება; საკმარისია, ცოტა ილოცოს და მაშინვე იმის ძაგებას იწყებს, ვინც ჯერ ლოცვა არ იცის; ან კიდევ: ეს-ესაა იგრძნო, რომ ღვთის სულს ცხონების გზაზე მიჰყავს იგი და მაშინვე მთელი სამყაროს სწავლებას იწყებს, სანამ ამით, სამწუხაროდ, სრულიად არ განაგდებს თავისგან სულიწმიდას. როდესაც უფალი მოწაფეებს უწინასწარმეტყველებდა, რომ ყველანი უარყოფდნენ და გაიფანტებოდნენ, მაშინ პეტრემ, დარწმუნებულმა თავის სიმტკიცეში, წამოიძახა: „ყველამ რომ გიღალატოს, მე მაინც არ გიღალატებ“. უყურებდა მის გულს უფალი და დაინახა რა, რომ უკვე ჩავარდნილიყო საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და ამპარტავნებაში, უპასუხა: „ამ ღამეს, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე, პეტრე!“ და თუ ამგვარად დაეცა უფალთან ასე ახლოს მყოფი მოციქული, მაშინ ხომ შეიძლება, რომ ჩვენც იგივე დაგვემართოს? ამიტომ, ძმებო, როდესაც დაცემული წამოვდგებით, როდესაც რომელიმე ცოდვისგან გავთავისუფლდებით და სწორ გზაზე დავდგებით, ეს ღვთის ძალასა და მოწყალებას მივაწეროთ და არა საკუთარ თავს; გავფრთხილდეთ და ღვთის წინაშე ვილოცოთ, რათა კვლავ არ დავეცეთ ან რომელიმე მხარეს არ გადავვარდეთ, არამედ სწორად, პირდაპირ ვიაროთ უფლის გზაზე. ყოვლისმხედველო უფალო, შეგვეწიე, რომ სულით ავმაღლდეთ, და როდესაც ცოდვათაგან დაცემულნი წამოვდგებით, დაგვეხმარე, რომ კვლავ არ დავეცეთ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
22.01.2023, კვირა
მოწამისა პოლიევქტე მხედრისა, მელიტონელისა (†255/259). სამე წინასწარმეტყველისა; პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსისა; ღირსი ევსტრატი სასწაულმოქმედისა; ფილიპე, მოსკოველი მიტროპოლიტისა სასწაულმოქმედისა(1569); ღირსთა: ბასილი სასწაულმოქმედისა და გრიგოლისა, ადრიანე, კენტერბერიელი იღუმენისა(709) და ბრიტვალდ, კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსისა(731). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მოყვასის გადასარჩენად ზრუნვის შესახებ ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს (1 კორ. 10:24)ეს არის ღვთის წმიდანების ცხოვრების პრინციპი წარსულშიც, აწმყოშიც, მომავალშიც და სამარადისოდ. ეს პრინციპი აღშენებითია და საზოგადო. ამ პრინციპს შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ყველაზე სრულყოფილი, ღვთისთვის ყველაზე სათნო და ყველაზე ბედნიერ ადამიანთა ერთობა. ეს მხსნელი პრინციპია ყველა იმ სირთულის დროს, რომელთაც თანამედროვე ადამიანები აწყდებიან და ებრძვიან უშედეგოდ და უიმედოდ. წმიდა ადამიანი ზრუნავს თავის მეზობლებზე, ახლობლებსა და შორეულებზე; იგი დარდობს იმას, თუ სად გაათენებენ ღამეს უსახლკაროები, როგორ დაპურდებიან მშივრები, რითი შეიმოსებიან ტიტველნი; იგი განიცდის და ლოცულობს ღვთის წინაშე, რათა ცხონდნენ მისი მეზობლები, რათა მათი გულები აივსოს ღვთის სიყვარულით და გონება მიმართონ ღვთისკენ; რათა ცოდვილნი მოიქცნენ ცოდვის გზიდან; რათა რწმენაში მერყევნი განმტკიცდნენ სარწმუნოებაში; რათა განმტკიცებულნი მტკიცედ იდგნენ; რათა განსვენებულებმა ღმერთი იხილონ; რათა ცოცხლები სიცოცხლის წიგნში ჩაეწერონ ცათა სასუფეველში. მაგრამ გაფრთხილდით, ძმებო, რადგან მსგავსადვე შეიძლება ვრცელდებოდეს ეშმაკის პრინციპი, გამანადგურებელი და საზოგადოებისთვის საზიანო: და ეს პრინციპია, რომ არავინ იზრუნოს თავი დაიცვას ცოდვისაგან, არამედ ეცადოს, რომ სხვა გარყვნას და გააუბედუროს; არავინ იზრუნოს საკუთარ სულზე, რომ იხსნას იგი, არამედ ეცადოს, რომ სხვისი სული გაააშავოს, ცილი დასწამოს, გააღატაკოს და დაღუპოს; არავინ მიაქციოს ყურადღება საკუთარ სახლს, არ ააშენოს და განაახლოს, არამედ ყველამ სხვის სახლს უყუროს, რომ როგორმე დაწვას და დაანგრიოს; არავინ უყუროს საკუთარ ბეღელს და არ აავსოს, მაგრამ უყუროს სხვის ბეღელს, რათა გაქურდოს და დააცარიელოს. ხედავთ, ძმებო, როგორ შეიძლება ესსიკეთის პრინციპი იყოს პრინციპი ბოროტებისაც. ეს ორპირი მახვილია, ერთ მხარეს აგელოზია, მეორე მხარეს – სატანა. შეხედეთ, თუ როგორ გავრცელდა დღეს სატანური სულითა და ფორმით ეს პრინციპი ყველა მიმართულებით.ჰოი, უფალო, სულო წმიდაო, რომელმაც მოციქულის მიერ აუწყე ეს წმიდა სიტყვები წითისოფელს, რათა მათ, როგორც მზის კაშკაშა სხივებმა, გვანათონ და არ დაგვწვან, შეგვეწიე, რომ აღვასრულოთ ისინი სულიერი გააზრებით, ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
23.01.2023, ორშაბათი
წმიდა გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსისა, ბასილი დიდის ძმისა (†394/395); ღირსისა დომენტიანესი, მელიტენელ ეპისკოპოსისა (†601/602); ღირსისა მარკიანე ხუცისა, დიდისა ეკლესიისა აკონომოსისა (†V); თეოფანე ვიშენსკელი ეპისკოპოსისა (†1894); ნეტარისა თეოსებია დედათდიაკონისა, წმ. ბასილი დიდის დისა (†385). თეოფანე დაყუდებული, ვიშენსკელი ეპისკოპოსისა (1894). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმით კმაყოფილების შესახებ, რაც ჩვენთვის აუცილებელიათუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ (1 ტიმ. 6:8)უფლის მოციქულები სხვებს იმას ასწავლიდნენ, რასაც ცხოვრებაში თავად ასრულებდნენ. თუ ჰქონდათ საკვები და ტანსაცმელი, ამით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა მაშინაც კმაყოფილი იყვნენ, როცა არც საკვები ჰქონდათ და არც ტანისამოსი. მათი კმაყოფილება შინაგანი იყო, ღირებული და იშვიათი, და არა ცხოველური, გარეგანი და უმნიშვნელო. კმაყოფილება გულში ღვთიური სიმშვიდითა და სიყვარულით - ესაა რჩეულთა კმაყოფილება, ესაა მოციქულებრივი კმაყოფილება. დიდ ბრძოლებში გენერლები უბრალო ჯარისკაცებივით იმოსებიან და იკვებებიან და კმაყოფილებას ეძებენ არა სამოსსა და საკვებში, არამედ გამარჯვებაში. გამარჯვება - მთავარია მათთვის, ვინც იბრძვის. და ქრისტიანები, ძმებო, გამუდმებით ბრძოლაში არიან, ბრძოლაში სულის ყოველგვარ მატერიალურზე გასამარჯვებლად, რათა უზემოესი აღემატებოდეს უქვემოესს, ადამიანური – პირუტყვულს. და ასეთ შემთხვევაში ხომ საცაცილოა, იბრძოლო და იზრუნო არა გამარჯვების, არამედ გარეგნობისა და მორთულობისთვის?! ხომ უგნურობაა, ამოსაცნობი ნიშანი მისცე შენს მტერს?! ჩვენი უხილავი მტერი კი ხარობს ჩვენი ამაო სურვილებით და ყოველ ამაო გულისთქმას გვიწონებს, ის ყოველი უმნიშვნელო წვრილმანით ცდილობს დააკავოს ჩვენი გონება და დაგვავიწყოს, რისთვის ვარსებობთ ამქვეყნად. იგი უმნიშვნელოს ყველაზე მნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, მეორეხარისხოვანს – როგორც უმთავრესს და დამღუპველს, როგორც სასარგებლოს - ოღონდაც ჩვენზე გაიმარჯვოს და სამუდამოდ გაგვანადგუროს. წმიდაო უფალო, ყოვლადძლიერო და უკვდავო, რომელმაც თიხისაგან შეგვქმენი და ცოცხალი სული შთაგვბერე, ნუ დაუშვებ, უფალო, რომ თიხამ დაგვძლიოს! შეეწიე ჩვენს სულს, რათა ყოველთვის უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე თიხა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
24.01.2023, სამშაბათი
ღირსისა და ღმერთშემოსილისა თეოდოსი დიდისა, ზოგადცხოვრებულთა თავისა (†529); თეოდოსია ტრაპეზუნტელი მიტროპოლიტისა (†XIV). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სულიერ განვითარებაში თანმიმდევრობის შესახებუხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ (ებრ. 5:13-14)იმათ, ვინც ხორციელად მსჯელობს ანუ ჯერ კიდევ რძით იკვებება, არ შეუძლიათ კეთილისა და ბოროტის ადვილად გარჩევა. ისინი, ჩვეულებრივ, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ყველა სარწმუნოება თანაბრად მნიშვნელოვანია; რომ ცოდვა არის სიკეთის ბუნებრივი აჩრდილი; რომ სიკეთეს აუცილებლად თან სდევს ბოროტება. შეუძლებელია, რომ ასეთ არასწორ დასკვნებამდე მივიდეს ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ნამდვილი ქრისტიანი ზრდასრული ადამიანია, რომელიც აღარ იკვებება რძით და არ ენდობა გრძნობებს, ის უფრო დაკვირვებით მსჯელობს და ამჩნევს ბევრად უფრო სიღრმისეულ განსხვავებებს იმ ყველაფერში, რაც არის გარშემო და რაც არსებობს. ქრისტიანისთვის ჭეშმარიტებას წარმოადგენს „გამოცხადებაში“ მოცემული ცხადი სწავლება, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ სიკეთე ბოროტებისაგან, თუმც იგი მაინც საჭიროებს ხანგრძლივ და რთულ შრომას, რათა, როგორც სრულყოფილმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. მისი ეს ცოდნა შეგრძნებად უნდა იქცეს, რათა ის სანდო და უტყუარი იყოს. სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანის გულთან შეხებას ცდილობს, ამიტომ ადამიანი მიჩვეული უნდა იყოს გულით იგრძნოს და დაუყოვნებლივ გაარკვიოს თუ რა უახლოვდება მას, სწორედ ისე, როგორც ენით გრძნობს სწრაფად მლაშესა და უმარილოს, ტკბილსა და მწარეს. ვეცადოთ, ძმებო, ყოველდღიურად და ყოველ წუთს სრულვყოთ ჩვენი გული, რათა მან ყოველთვის შეძლოს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, კითხვას აჩენს ჩვენ წინაშე: რა არის სიკეთე და ბოროტება? შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება, ხდება იმიტომ, რომ შევძლოთ გავარკვიოთ რა არის სიკეთე და ავირჩიოთ ის. ასე რომ, დღეში ასჯერ მაინც გვიწევს ამ გამოცდის ჩაბარება. ვისაც თვალები აქვს, რომ დაინახოს, დაე, დაინახოს! ჰოი, კაცთმოყვარეო უფალო, აღგვინთე გულები შენი სიკეთით, გვასწავლე განვასხვავოთ სიკეთე ბოროტებისაგან და განგვამტკიცე, რათა ყოველთვის სიკეთე ავირჩიოთ, ხოლო ბოროტება უარვყოთ – სადიდებლად შენდა და საცხონებლად ჩვენდა, კაცთმოყვარეო. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
25.01.2023, ოთხშაბათი
მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა (†218/226); საბასი, პირველი სერბელი მთავარეპისკოპოსისა (†1237). მოწამე მერტი მხედრისა(284-305); მოწამე პეტრე, პალესტინის სამარიის ავლონელისა (309-311); ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი ეგვიპტეში მოღვაწისა(393); საბა, სერბი მთავარეპისკოპ.(1237). ღმრთისმშობლის ხატთა: "დაუჯდომელისა" და "ძუძუსმაწოვებელი". #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია და ადამიანისთვის - ღმერთი რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ (2 კორ. 12:14)ამ სიტყვებით, რომელთა წარმოთქმა მოციქულის მოყვასისადმი ცეცხლოვან სიყვარულს შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ, გამოთქმულია ქრისტიანის დამოკიდებულება ღმერთთან და ღმერთისა – ქრისტიანთან.ღვთის სიყვარულს შეეძლო ეთქვა: „შენ, ქრისტიანო, მარხულობ ჩემ გამო, მოწყალებას გასცემ, გულმოდგინედ ლოცვებს აღავლენ, ეკლესიებს აშენებ, ჩემ გამო შესაწირავს გასცემ და მრავალ სხვა კეთილ საქმეს აღასრულებ. ეს ყველაფერი კარგია და მოსაწონია ჩემთვის, მაგრამ ამ ყველაფერზე ძვირფასი შენ ხარ ჩემთვის. ამათგან არ ვეძებ არაფერს, არამედ დაგეძებ შენ, მხოლოდ შენ“. ქრისტიანის სიყვარულს კი შეეძლო ეთქვა: „უფალო, შენ ჯანმრთელობას მაძლევ - და ეს კარგია. შენ სინათლესა და წვიმას გვაწვდი, ჭექა–ქუხილით ჰაერს განწმენდ - და ეს კარგია. შენ მაძლევ სიმდიდრეს, სიბრძნეს, დღეგრძელობას, შთამომავლობასა და მრავალ სხვა უთვალავ სიკეთეს. შენ უხვად მმასპინძლობ ამ ცხოვრების ტრაპეზზე და ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მე ამ ყველაფერს მადლიერებით ვიღებ, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მხოლოდ შენი სამოსის კიდეა; ამათგან არ ვეძებ არაფერს, უფალო, არამედ შენ, მხოლოდ შენ დაგეძებ.“ ო, ძმებო, ღმერთი ის არ არის, რაც ხილულად ჩანს ხორციელი თვალებით; და არც ადამიანი არის ის, რაც ხილულად ჩანს ხორციელი თვალებით. ის, რაც ხილულია მთელ სამყაროში, მხოლოდ მცირედი ნაწილია ღვთისა, და ის, რაც ხილულია ხორციელ სამოსში, მხოლოდ მცირედი ნაწილია ადამიანისა. ძმებო, ღმერთი ისეთი სიყვარულია, რომ ზეცას სწევს მიწამდე, ხოლო ადამიანი – ისეთი სიყვარული, რომ მიწას სწევს ზეცამდე. ჰოი, კაცთმოყვარეო უფალო, ყოვლის შემოქმედო და ყოვლისა მპყრობელო, კიდევ უფრო მეტად დაამკვიდრე შენი ცხოველსმყოფელი სული ჩვენში, რათა ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ მარადიულად, შენს ზეციურ სასუფეველში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
26.01.2023, ხუთშაბათი
მოწამეთა: ერმილესი და სტრატონიკესი, ბელგრადელთა(†314/315). მოწამეთა პეტრესი, პალესტინის სამარიის ავლონელისა(309-311); ღირსი იაკობ, ნისიბიელი ეპისკოპოსისა; ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტისა, ათონელისა(1320). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ცათა სასუფევლის შესახებ, რომელიც ჩვენშიასასუფეველი ღვთისა თქვენშია (ლუკ. 17:21)ყველაფერი, რაც ღვთისაა, აღბეჭდილია უკვდავებით. ღვთის სამეფოც უკვდავი სამეფოა. მაშასადამე, თუ გვსურს უკვდავების ჰაერით ვისუნთქოთ, მაშინ ჩვენ შიგნით უნდა ჩავიხედოთ, საკუთარ გულში, ღვთის სამეფოში. ჩვენ გარეთ კი წუთისოფლის ჰაერია, ჰაერი წარმავალი და ხრწნადი, რომელშიც სულს სუნთქვა უჭირს. წუთისოფლის სამეფო გრძნობების სამეფოა, ამიტომ იგი უცხოა ჩვენი სულისთვის. რატომ სურთ ადამიანებს დიდხანს ყოფნა უცხო გარემოში? იშვიათად და უხალისოდ რატომ მიდიან საკუთარ სახლში? ყოველ ჯერზე, როდესაც წუთისოფლის სამეფოს შესახებ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უცხო გარემოს შესახებ. როდესაც გრძნობებით ვცხოვრობთ, იმ ადამიანს ვემსგავსებით, რომელიც მთელი დღე კარდაკარ დადის და საღამოს მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდება სახლში. ამგვარად, ჩვენს უძილობას სიკვდილს ვუძღვნით, უკვდავებას კი – ძილს! საკუთარ თავთან მხოლოდ ძილის დროს ვბრუნდებით, მაგრამ ჩვენი ძილიც ჩვენს სინამდვილეს ასახავს, ანუ მაშინაც კი, როდესაც სახლში ვიმყოფებით და გვძინავს, სიზმარშიც სხვების სახლებს ვხედავათ; ჩვენი სიზმრები ხორციელია, რადგან ჩვენი რეალობაც ხორციელია. ასე რომ, უცხო გარემოში ვართ, ჩვენ რეალურ ცხოვრებაშიც უცხონი ვართ და ძილშიც. მუდმივად საკუთარი თავის გარეთ ვართ. უფალს სურს, რომ ჩვენს თავთან დაგვაბრუნოს, საკუთარ სახლში, საკუთარ სამშობლოში. ცათა სასუფეველი ჩვენშია, ჩვენ მიღმა კი უცხო გარემოა. იმისათვის, რომ უცხოობას თავი დავაღწიოთ და ჩვენი ნამდვილი სახლი ვიპოვოთ, სადაც თვით ღმერთს შევხვდებით, უნდა დავბრუნდეთ საკუთარ თავთან, შევიდეთ ჩვენს გულში. აქ ქრისტეა, და აქ სასუფეველია. ჰოი, უფალო, ანგელოზთა და წმიდათა მეუფეო, დაგვანახე შენი სიმდიდრე და შენი სამეფოს სიდიადე ჩვენ შიგნით, რათა უფრო მეტად შევიყვაროთ ის, ვიდრე გვიყვარს წუთისოფელი, ჩვენთვის უცხო სამეფო, ხორციელი, ცვალებადი და წარმავალი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
27.01.2023, პარასკევი
წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებლისა (†IV).
ღირსმოწამეთა მამათა, სინას და რაითს სარკინოზთაგან მოწყვედილთა: ესაიასი, საბასი, მოსესი და მოწაფისა მისისა მოსესი, იერემიასი, პავლესი ადამისა, სერგისა, დომნესი, პროკლესი, იპატისა, ისააკისა, მაკარისა, მარკოზისა, ბენიამინისა, ევსევისა, ელიასი და სხვათა მათთანა (†IV-V). ღირსი თეოდულე -ღირსი ნილოს ბრძენის ძისა; ღირსი სტეფანე, ჰინოლაკოს მონასტრის ამშენებლისა; ღირსი ფელიქს, ნოლანელი ხუცესისა(260). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება უხილავი სამყაროს ხედვის შესახებხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს (2 კორ. 4:18) ჩვენ ვხედავთ ამ სამყაროს, ნივთიერსა და წარმავალს, მაგრამ ვჭვრეტთ იმ სამყაროს, სულიერსა და წარუვალს. ჩვენ ვხედავთ ამქვეყნიურ ლხინს, რომელიც ხშირად წყდება ტირილითა და გოდებით და ყოველთვის სრულდება სიკვდილით, მაგრამ ვჭვრეტთ სულიერ სიხარულს ზეცაში, ანგელოზებსა და წმინდანებს შორის, სიხარულს განუწყვეტელსა და მარადიულს. ჩვენ ვხედავთ მართალთა ტანჯვასა და წარუმატებლობას ამქვეყნად, მაგრამ ვჭვრეტთ მათ დიდებასა და გამარჯვებას იმქვეყნად. ჩვენ ვხედავთ ცოდვილთა მრავალ წარმატებასა და დიდებას ამ ცხოვრებაში, მაგრამ ვჭვრეტთ მათ დამარცხებას, განკითხვასა და გამოუთქმელ ტანჯვას მარადიულობაში. ჩვენ ვხედავთ ღვთის ეკლესიას, ხშირად დამცირებულსა და დევნილს ამქვეყნად, მაგრამ ვჭვრეტთ მის საბოლოო გამარჯვებას ყველა ხილულ და უხილავ მტერზე.ძმებო, ჩვენ ხშირად ვხედავთ მოძალადეებსა და მძარცველებს, როგორც მმართველებსა და მდიდრებს ამქვეყნად და წმიდანებს - როგორც ღატაკებს, დათრგუნულებსა და დავიწყებულებს, მაგრამ ჩვენ ვჭვრეტთ სხვა სამყაროსაც, სადაც არ იქნება არცერთი მძარცველი და მოძალადე – ცათა სასუფეველს, წმიდასა და მარადიულს, სადაც მხოლოდ წმიდანები იმეფებენ.ჰოი, მრავალმომთმენო და მრავალმოწყალეო უფალო, აგვიხილე სულიერი თვალი, რათა ვიხილოთ რა გველის ამ ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ და შევეცადოთ დავიცვათ შენი მცნებები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
28.01.2023, შაბათი
ღირსთა: ამბა პავლე განშორებულისა, თებაიდელისა (†341) და ათანე გლახაკისა (†V); წმიდისა დიდებულისა მოწამისა არჩილ მეფისა (†774); წმიდათა: სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (†iV). ღირსმოწამე პანსოფი ალექსანდრიელისა(249-251); ღირსთა; პროხორე პშინელისა(1067); და გაბრიელ ლესნოველისა(1105); გერასიმე, ალექსანდრიელი პატრიარქისა(1714); ღირსი იტა, ლიმერიკელი იღუმენიასი, ირლანდიელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება გამარჯვების მომტანი რწმენის შესახებრადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა (1იოან. 5:4)უფალი იესო ქრისტე იმარჯვებს წუთისოფელზე. ძმებო, ეს ჩვენი გამარჯვებაცაა. მოციქულებმა გაიმარჯვეს წუთისოფელზე და ეს ჩვენი გამარჯვებაცაა. წმიდანებმა, ქალწულებმა და მოწამეებმა გაიმარჯვეს წუთისოფელზე და ეს ჩვენი გამარჯვებაცაა.ძმებო, არაფერია წუთისოფელში ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ძლიერი. მახვილები, რომლებიც აღიმართნენ ამ ამ სარწმუნოების თავზე, დაბლაგვდნენ და დაიმსხვრნენ, ქრისტიანობა კი დარჩა; მეფეები, რომლებიც ამ რწმენის წინაააღმდეგ იბრძოდნენ, წყევლის ქვეშ დაიხოცნენ თავიანთი ბოროტმოქმედების გამო; სამეფოები, რომლებიც იბრძოდნენ ამ რწმენის წინააღმდეგ, განადგურდნენ; ქალაქები, რომლებიც უარყოფდნენ ამ რწმენას, ნანგრევებად იქცნენ; ერეტიკოსები, რომლებიც ამახინჯებდნენ ამ რწმენას, სულითაც და ხორცითაც წარწყმდნენ და ანათემას გადაცემულებმა დატოვეს ეს წუთისოფელი, ქრისტიანობა კი დარჩა. ძმებო, თუ წუთისოფელი შემოგვიტევს თავისი საცდურებით - გარეგნული სილამაზისა და სიმდიდრის საცდურით, სიამოვნებათა და წარმავალ დიდებათა საცდურით - რწმენის გარდა რითი შევეწინააღმდეგებით მას, რითი გავიმარჯვებთ? ჭეშმარიტად, ამ დაუმარცხებელი სარწმუნოების გარდა ვერაფრით, რადგან იგი ბევრად უფრო მეტს ფლობს, ვიდრე წუთისოფლის ყველა სიკეთე ერთად.თუკი წუთისოფლის ყველა საცდური თავის მეორე მხარეს გვიჩვენებს (როცა სილამაზე სიმახინჯედ წარმოჩნდება, ჯანმრთელობა - სნეულებად, სიმდიდარე - სიღატაკედ, დიდება - სირცხვილად, ძალაუფლება – დამცირებად), როგორ დავძლევთ ამ უბედურებას, ამ ხრწნადობას, ამ სისაძაგლესა და სიმყრალეს, როგორ ავიცილებთ სასოწარკვეთილებას? ჭეშმარიტად, ამ დაუმარცხებელი სარწმუნოების გარდა ვერაფრით, რადგან ის ქრისტეს სასუფევლის მყარი და წარუვალი ღირებულებების შესახებ გვასწავლის.თუ სიკვდილი თავის დამანგრეველ ძალას გამოავლენს ჩვენს მეზობლებზე, ნათესავებზე, მეგობრებზე, ჩვენს ყვავილებზე, ნათესეზე, ჩვენი ხელით ნამოქმედარზე, და ბოლოს, როდესაც თავის მმუსვრელ კბილებს ჩვენკენ მოატრიალებს, - როგორ დავძლევთ სიკვდილის წინაშე შიშს და როგორ შევაღებთ სიცოცხლის კარიბჭეს, რომელიც სიკვდილზე ძლიერია, თუ არა ამ რწმენით? ჭეშმარიტად, ამ დაუმარცხებელი სარწმუნოების გარდა ვერაფრით, რადგან მისთვის ცნობილია აღდგომისა და მარადიული ცხოვრების შესახებ.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, გამარჯვებულო წუთისოფელზე, შეგვეწიე, რომ ჩვენც გავიმარჯვოთ მასზე ჩვენი შენდამი რწმენით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
29.01.2023, კვირა
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ (I). მოწამეთა:პევსიპე, ელასიპე, მესიპე და მათი დიდედის ნეონილასი და მათთანა: ნეონი, ტურვონი და იოვილასი(161-1800; მოწამე დანაქტი წიგნისმკითხველისა, ილირიელისა; ღირსმოწამე დამასკინე ახლისა, ათონელისა(1771); და ღირსი ფურსე ირლანდიელისა, აღმოსავლეთ ინგლისის განმანათლებელისა(650). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი თავისუფალი ვართ მხოლოდ როგორც ქრისტეს მსახურნიუფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა (1კორ. 7:22)დიდი სიახლე, რომელსაც ქრისტიანობა ყოველდღე უცხადებს წუთისოფელს, ისაა, რომ ყველაფერი სრულად ფასდება არა გარეგნულის, არამედ შინაარსის მიხედვით; საგნები ფასდება არა ფერითა და ფორმით, არამედ მნიშვნელობით, ხოლო ადამიანი ფასდება არა მისი წოდებითა და ქონებრივი მდგომარეობით, არამედ გულით - გულით, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდება გრძნობა, გონება და ნება.წუთისოფლისთვის ამ ახალი სწავლების მიხედვით, მონა არაა ის, ვინც გარეგნულად არის დატყვევებული და თავისუფალი არაა ის, ვინც სხეულით არის თავისუფალი. საერო გაგებით, მონა ის არის, ვინც ყველაზე ნაკლებ სიამოვნებას იღებს წუთისოფელში და თავისუფალია ის, ვინც ყველაზე მეტ სიამოვნებას იღებს წუთისოფელში. ქრისტიანული აზროვნებით კი, მონა ის არის, ვინც ყველაზე ნაკლებად ეყრდნობა ქრისტეს ცხოვრებასა და წყალობას, ხოლო თავისუფალია ის, ვინც ყველაზე მეტად ეყრდნობა ქრისტეს ცხოვრებასა და წყალობას. და კიდევ: საერო გაგებით, მონაა ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ასრულებს თავის ნებას და ყველაზე მეტად – სხვის ნებას, თვისუფალი კი ის, ვინც მეტად ასრულებს საკუთარ ნებას და ნაკლებად - სხვის ნებას, ხოლო ქრისტიანული აზროვნებით, მონა არის ის, ვინც მეტად ასრულებს საკუთარ ნებას და ნაკლებად - ღვთის ნებას, ხოლო თავისუფლი – ვინც მეტად ასრულებს ღვთის ნებას და ნაკლებად - საკუთარს.იყო ღვთის მონა - ეს ადამიანისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი და ღირსეული თავისუფლებაა, ხოლო იყო წუთისოფლისა და საკუთარი ვნებების, ცოდვისა და მანკიერებებისა მონა - ეს მომაკვდინებელი მონობაა. ტახტის მფლობელი მეფეების შესახებ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მათზე მეტად თავისუფალი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, თუმცა მრავალი მეფე სწორედ ყველაზე მდაბალი და უღირსი მონა იყო. საპყრობილეში მყოფი ქრისტიანების შესახებაც შეიძლება ფიქრობდეს ადამინი, რომ მათზე მეტად საწყალი მონები არ არსებობენ დედამიწაზე, თუმცა ქრისტიანი მოწამეები საპყრობილეში თავს თავისუფალ ადამიანებად გრძნობდნენ და, სულიერი სიხარულით აღსავსენი, ფსალმუნებითა და გალობით მადლობას სწირავდნენ უფალს. თავისუფლება, რომელიც მწუხარებასთანაა დაკავშირებული, მონობაა და არა თავისუფლება. მხოლოდ ქრისტეში თავისუფლება განაპირობებს გამოუთქმელ სიხარულს, ხანგრძილივი სიხარული კი ჭეშმარიტი თავისუფლების ნიშანია.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ერთადერთო სახიერო უფალო, რომელიც თვისუფლებას გვანიჭებ, როცა ყველაზე მეტად გვიახლოვებ! რაც შეიძლება მალე გვაქციე შენს მონებად, რათა აღარ ვიყოთ ბოროტ და უმოწყალო ბატონთა მონები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
30.01.2023, ორშაბათი
ღირსისა და ღმერთშემოსილისა ანტონი დიდისა, ეგვიპტელისა (†356); კეთილმსახურისა იმპერატორისა თეოდოსი დიდისა, წარმომავლობით იბერიელისა (†395); მოწამისა გიორგი ახლისა, იოანინელისა (†1838). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ორი განსხვავებული სიბრძნის შესახებრადგან სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე (1კორ. 3:19) ასევე უდიდესი სიახლე აუწყა ქრისტიანობამ წუთისოფელს იმის გაცხადებით, რომ სიბრძნე ღვთისა და ღვთის მიერ სხვაა და სიბრძნე წუთისოფლისა და წუთისოფლის მიერ – სხვა. ღვთის სიბრძნე სულიწმიდისაგან არის; ამ სიბრძნით აღივსნენ მოციქულები სულიწმიდის მათზე გარდამოსვლისას. წუთისოფლის სიბრძნე გრძნობებიდან და მატერიიდანაა და სიშლეგეა ღვთის წინაშე, რადგან არ არის შთაგონებული და ბოძებული სულიწმიდის მიერ.წუთისოფლის მთელი სიბრძნე, რომელიც მხოლოდ ხორციელი გრძნობებით ხელმძღვანელობს და ყურადღებას არ აქცევს სულიწმიდას, უგნურობაა ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე. ასეთი სიბრძნე ვერ ხედავს სამყაროს ვერც სულს და ვერც აზრს და მხოლოდ მტვრად აღიქვამს მას, რომელსაც თითქოს შემთხვევითობათა ქარი ხან ერთად აგროვებს და ხანაც სხვადასხვა მხარეს ფანტავს.კაცობრივი სიბრძნე, რომელიც მხოლოდ ხორციელი გრძნობებით, ფიქრებითა და ოცნებებით ხელმძღვანელობს, უგნურობაა როგორც ღვთის წინაშე, ასევე მისი ანგელოზებისა და წმიდანების წინაშე, რადგან ის (კაცობრივი სიბრძნე) ადამიანს არ აღიქვამს ღვთის მონათესავე სულიერ არსებად, არამედ მხოლოდ სხეულად – სხეულად გარეგნულად, შინაგანად, ფორმითა და არსით. ეს იგივეა, მაიმუნმა უყუროს რკინიგზის ლოკომოტივს (ელმავალს) და თქვას, რომ ის რკინაა გარედანაც და შიგნიდანაც: რკინა, რომელიც ათბობს; რკინა, რომელიც ექაჩება; რკინა, რომელიც მიმართულებას განსაზღვრავს და რკინა, რომელიც აჩერებს!ძმებო, ვინ შეიძლება აღივსოს ღვთიური სიბრძნით? – უპირველესად, ვინც წუთისოფლის სიბრძნის ანუ სიშლეგისგან თავისუფლდება! ღვთის შეწევნით, ეს ყველა ჩვენგანს შეუძლია. თუ ჩვენ სურვილი და მონდომება გვექნება, საპასუხოდ უფალი შეგვეწევა, რადგან ღმერთი თავადაა სიკეთე, სიბრძნე და სიწმინდე. სახიერო უფალო, ბრძენო და წმიდაო, აღგვავსე ჩვენ შენი ცხოველსმყოფელი სიბრძნით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
31.01.2023, სამშაბათი
ათანასესი (†373), კირილესი (†444), და ალექსანდრესი (†326), ალექსანდრიელ პატრიარქთა; მიცვალება კეთილმსახურისა თამარისა, დიდისა მეფისა ყოვლისა საქართველოისა (†1213); ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (†1101); ღირსისა ალექსი მღდელმონაზონისა (შუშანია †1923). ღირსი მარკიანე კვირელისა, განდეგილისა(388); ღირსი ათანასე ვოლოგოდელისა(1550); მართალი ათანასე ნავოლოცკელისა; ღირსთა: კირილე და მარიამისა(1337)-ღირსი სერგი რადინეჟელისმშობელთა; ღირსი მაქსიმე, სერბი მთავარეპისკოპოსისა(1549); და ღირსი იოაკიმე ტერნოველისა, ბულგარეთის პატრიარქისა(1235). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება საფრთხის შესახებიყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სანთელი თქვენი – ანთებული (ლუკ. 12:35)ეს მცნება იმისია, ვინც იცის ჩვენი სისუსტეების შესახებ და ჩვენი სიკეთე იმაზე მეტად სურს, ვიდრე დედასა და მამას. ეს მცნება ჩვენს კაცთმოყვარე უფალს ეკუთვნის. როდესაც ადამიანი სარტყლის გარეშეა, განა უფრო მეტად მოშვებული არ არის მისი სხეული?! მაგრამ თუ სარტყელს შემოიჭერს, განა მთელი სხეულით წელში გამართული არ არის, როგორც სანთელი?! სწორედ სანთელივით უნდა იყოს აღმართული ჩვენი სული ღვთის წინაშე. მაგრამ როგორ დადგება სული ღვთის წინაშე, თუ თავშეუკავებელი სხეული დამძიმებული იქნება მიწიერი ვნებებითა და ავხორცობით? გაფრთხილდი, რადგან ბარძაყთა შორისაა ხორციელ ვნებათა მთავარი ბუდე. სარტყლის შემოჭერა თავშეკავებით შეზღუდვას ნიშნავს, რათა ვნებებს თავისუფლება არ მიეცეთ. ხორციელად ქამრის შემოჭერა – მიზანი კი არა, საშუალებაა, რათა იოლად მოვთოკოთ ჩვენი გონება, გული და ნება.ხორციელი თავშეკავება მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი განათლებაა ჩვენი ქრისტიანული ხასიათისა. ამის შემდეგ უმაღლესი განათლების ჯერი დგება, რომლის დროსაც ვსწავლობთ გონების, გულისა და ნების მოთოკვას. როდესაც მოვთოკავთ გონებას, მასში ვეღარ დამკვიდრდებიან ავხორცული აზრები; როდესაც მოვთოკავთ ჩვენს გულს, მაში ადგილს ვერ იპოვიან ავხორცული სურვილები, და როდესაც მოვთოკავთ ჩვენს ნებას, მასში ადგილს ვეღარ იპოვიან მხეცური და დემონური ბოროტი სურვილები.ვიწრო გზით შედიან ცათა სასუფეველში, ძმებო. მხოლოდ გონების, გულისა და ნების მოთოკვით შეიძლება აინთოს ყოველგვარ სათნოებათა სანთლები, რომელთა ალიც ღმერთამდე ავა. დიახ, სწორედ ანთებულ სანთლებს შეიძლება შევადაროთ ქრისტიანული სათნოებები.ჰოი, ყოვლადწმიდაო და უცოდველო უფალო, ყოველგვარ სათნოებათა წყაროო, შეგვეწიე, რათა წელი შემოვისარტყლოთ თავშეკავებით და ვიწრო გზით ვიაროთ შენკენ იმ სათნოებათა ანთებული სანთლებით, რომლებიც შენ დაამკვიდრე წუთისოფელში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011