ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი - წმ. ნინოს მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმ. ალექსისა, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1431).
მიცვალებულთა ხსენება.
ლიტ. - საქ. 51 დას. XXVIII, 1-31. ინ. 67 დას. XXI, 15-25. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.
ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (IX); მღვდელმოწამისა ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I); მოწამისა ელიკონიდასი (244); მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII).
პეტრე-პავლობის მარხვის აღება.
ცისკ. - სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - ებრ. 330 დას. XI, 333 - XII, 2. მთ. 38 დას. V, 32-33, 37-38; XIX, 27-30.
მოწამისა თევდორე მღვდელისა, კველთელისა (1609); დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (319); ღირსისა ეფრემისი, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI).
ლიტ. - რომ. 98 დას. VIII, 22-27. მთ. 37 დას. X, 23-31. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. ლკ. 64 დას. XII, 8-12.
მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (1558); წმ. ტიხონისა, ამათუნტელი ეპისკოპოსისა (425); მღვდელმოწამისა ტიგროს ხუცისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (დაახ. 404).
ლიტ. - რომ. 107 დას. XI, 25-36. მთ. 44 დას. XII, 1-8. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.

