01 თებერვალი, 2023 , ოთხშაბათი
(ძვ. სტილით 19 იანვარი)
ღირსისა ანტონი მესვეტისა, მარტყოფელისა, სასწაულმოქმედისა (†VI); ღირსისა მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (†390/391); მარკოზ ეფესელი მთავარეპისკოპოსისა, ევგენიკოსისა (†23.06 1444); არსენა კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (†953); ღირსისა ექვთიმე აღმსარებლისა (კერესელიძე 1944). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წუთისოფელზე გამარჯვების შესახებამ სოფელში ჭირი გაქვთ, მაგრამ გამხნევდით, რადგან მე ვძლიე ამ სოფელს (იოან. 16:33)წუთისოფლის მძლეველი ღმერთი ამ სიტყვებით ასწავლის თავის მიმდევრებს, რომ არ ეშინოდეთ წუთისოფლის. მართლაც, ეს სოფელი ძალიან ძლიერად გვეჩვენება, მაგრამ ის, ვინც შექმნა სოფელი, განა მასზე უფრო ძლიერი არ არის?! ძალიან საშინელია წუთისოფელი იმისათვის, ვინც არ იცის, რომ ღმერთი მართავს სამყაროს, რომ მას აქვს ხელმწიფება ამყოფოს წუთისოფელი ყოფიერებაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სურს და დააბრუნოს არყოფნაში, როდესაც მოისურვებს. ხოლო ვინც ეს იცის, მისთვის ეს სოფელი არ არის საშინელი. უფალ იესო ქრისტესთან შედარებით, წუთისოფელი მხოლოდ სისუსტეებით მოფენილ ქსოვილს გვაგონებს, ხოლო ქრისტეს არ აქვს არცერთი სისუსტე. ვიცნ ეს არ იცის, მისთვის წუთისოფელი საშინელია, ხოლო ვიცნ იცის, მას არ ეშინია წუთისოფლის. წუთისოფელი სავსეა უბედურებებით, ტანჯვით, სამარეებითა და ხრწნის სუნით - ვის ძალუძს ამ ყველაფრის ატანა? მხოლოდ მას, ვისაც გული აქვს ძლიერი. ხოლო ძლიერი გული აქვს მხოლოდ იმას, ვის გულშიც ქრისტეა. წუთისოფელმა სხეული გვასესხა და მის ნაცვლად სულის მიღება სურს ჩვენგან, მაგრამ როგორ გვძლევს ის ჩვენ, თუკი ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები, რომელმაც სძლია წუთისოფელს?! წუთისოფლის მძლეველი ქრისტე გვაძლევს იარაღს საბრძოლველად, თავისი მაგალითით გვასწავლის ბრძოლას, გვანახებს დაფარულ მტერს, გვიჩვენებს შეტევისა და უკან დახევის გზებს, გვეხმარება თავისი მარჯვენით, გვიცავს ჩახუტებით, საზრდოდ გვაძლევს თავის ცხოველსმყოფელ ხორცს და გვასმევს თავის ცხოველსმყოფელ სისხლს, თანაც გვამხნევებს თავისი მოწოდებით: ნუ გეშინიათ! ასე რომ, ძმებო, განა შეუძლია წუთისოფელს რამე დაგვიშავოს, როცა მისი დამარცხება გარანტირებულია ქრისტეს გამარჯვებით?! ჰოი, უფალო, წუთისოფლის მძლეველო და გამარჯვებულო წინამძღოლო, იყავი ყოველთვის ჩვენ გვერდით, რათა არ გვეშინოდეს და შეგვეწიე, რომ ჩვენც ყოველთვის შენ გვერდით ვიყოთ გულით, გონებითა და სულით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011