02 თებერვალი, 2023 , ხუთშაბათი
(ძვ. სტილით 20 იანვარი)
ღირსისა და ღმერთშემოსილისა ექვთიმე დიდისა (†473); ღირსისა ექვთიმე აღმსარებლისა (კერესელიძე 1944); მოწ.მამათაინნა, პინა და რიმასი(14);მოწამეთა: ბახუსიევსევისი, ევტუქისი და ბასილიდოსი(284-305); ღირსი ექვთიმე ტერნოველისა, ბულგარეთის პატრიარქი(1411). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წყვდიადში ერთადერთი სინათლის შესახებმე ვარ ნათელი სოფლისა (იოან. 8:12)რაც წუთისოფელი და დრო-ჟამი არსებობს, დაბადებულთაგან ვერავინ გაბედა ამ სიტყვების წარმოთქმა. იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე მომაქვს ნათელი!“, მაგრამ ვერავინ გაბედა ეთქვა: „მე ვარ ნათელი!“ მხოლოდ უფალმა იესო ქრისტემ წარმოთქვა ეს სიტყვები გაბედულად და დარწმუნებით. მისმა ხანმოკლე ცხოვრებამ დედამიწაზე და ხანგრძლივმა, დაახლოებით ორიათასწლიანმა, ისტორიამ სრულიად გაამართლა ეს სიტყვები. იგი არის ჭეშმარიტების, სიმართლისა და ცხოვრების ნათელი. ქრისტე არის ჭეშმარიტების ნათელი, რადგან მან საკუთარი თავით გააცხადა ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის ნამდვილი ბუნების შესახებ, მანვე გააცხადა დამოკიდებულება ადამიანისა ადამინის მიმართ, დამოკიდებულება ადამიანისა ღვთის მიმართ და დამოკიდებულება ღვთისა ადამიანის მიმართ. ცა და დედამიწა გადავა, ხოლო მისი სიტყვები არ გადავა (მთ. 24:35), რადგან ცაც და დედამიწაც მისი სიტყვით შეიქმნა, ხოლო მისი სიტყვა – მისგანვე არის და მასთან არის მარადიულად და არ გადავა. ქრისტე არის სიმართლის ნათელი, იმიტომ რომ აჩვენა სიმართლის ძალა და ტყუილის უძლურება. მან ეს ცხადად აჩვენა იმ ყველაფრით, რაც თქვა, რაც აღასრულა და რაც თავს გადახდა ცოდვილთა შორის. მან ეს აჩვენა თავისი ეკლესიით ოცი საუკუნის განმავლობაში, ასევე, უამრავი წმინდანისა და წამებულის მიერ. სიმართელე ღმერთს ეკუთვნის და ის არასოდეს დამარცხდება. სიცრუე კი სუსტი არსებების კუთვნილებაა. სიცრუე ხშირად თავს აჩვენებს ხოლმე გამარჯვებულად, მაგრამ სწრაფადვე ჩაესვენება სამარეში. ქრისტე არის ცხოვრების ნათელი. ცხოვრებას ანათებს მისი სიტყვები, მისი საქმეები, მისი გამარჯვება, განსაკუთრებით – მისი აღდგომა, რომელიც, როგორც ყველაზე კაშკაშა მზე, თავისი სინათლით ანათებს ცხოვრებას და მკრთალი ჩრდილივით განდევნის სიკვდილს.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ნათელო დაუღამებელო, მზეო ჭეშმარიტებისაო, სიმართლისა და ცხოვრებისაო, მოგვფინე ნათელი შენი ჩვენ, ცოდვილებსა და უღირსებს! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011