04 თებერვალი, 2023 , შაბათი
(ძვ. სტილით 22 იანვარი)
მოციქულისა 70-თაგანისა ტიმოთესი (†80/97); ღირსმოწამისა ანასტასი სპირსისა(†628); მოწამეთა: მანუელ, გიორგი, პეტრე და ლეონტი ეპისკოპოსისა, სიონი, გაბრიელ, იოანე, ლეონტი და პაროდი ხუცესთა და სხვა. მღვდელმოწამე ბიკენტი, ავგუსტოპოლელი დიაკონისა(303) და ღირსი იოსებ განწმენდილისა, კრეტელი იღუმენისა (1551). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ყოვლისმცოდნეობისა და განგებულების შესახებხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია (მთ. 10:30)თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, ძმებო, აღარაფერს ვამბობ თქვენი ცხოვრების დღეებზე! ამიტომ ნუ გეშინიათ, რომ დანიშნულ დროზე ადრე მოკვდებით, და არც იმის იმედი გქონდეთ, რომ თუნდაც ერთი დღით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს იმის ნების გარეშე, ვინც საზღვრავს და ზომავს. დაე, ამ აზრმა გასწავლოთ სიმდაბლე და ღვთის შიში. თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ტანჯვაზე წუთისოფელში! ამიტომ არ შეშინდეთ, რომ ზომაზე მეტად დაინტანჯებით. კიდევ უფრო ნაკლებად გეშინოდეთ იმისა, რომ თქვენს ტანჯვას დაივიწყებს და არ გაითვალისწინებს ის, ვინც ყველაფერს ხედავს. ეს აზრი თქვენი შემოქმედისადმი მოთმინებასა და მინდობას გასწავლით. თმებიც კი დათვლილია თქვენს თავზე, ძმებო, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს მეგობრებსა და მტრებზე ამ ქვეყნად! ამიტომ, ნუ გეშინიათ, რომ ზედმეტად ბევრი მეგობარი და მტერი გეყოლებათ; ნუ გეშინიათ, რომ თქვენი მტრები დაგამარცხებენ, მაგრამ, ასევე, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თქვენი მეგობრები დაგიცავენ. ეცადეთ, რომ მხოლოდ ღმერთი იყოს თქვენი მეგობარი და ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ. შეხედეთ: მხოლოდ უფალია თქვენი ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის უყვარხართ. ჰოი, სახიერო უფალო, ყოვლადბრძენო განმგებელო, რომელმაც იცი ყველაფრის სათვალავი, საზომი და დრო! ყოველგვარი შიში განაგდე ჩვენგან, შენი შიშის გარდა, რათა შენ მიმართ შიშით მოვიპოვოთ შენი – ჩვენი შემოქმედისა და კეთილისმყოფელის – უბიწო და წმიდა სიყვარული. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011