05 თებერვალი, 2023 , კვირა
(ძვ. სტილით 23 იანვარი)
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე მღვდლმოწამისა კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსისა და მოწამისა აგათანგელოზისა (†318).ღირსი მავსიმე ასურისა; ღირსი სალამან მდუმარისა(400); მსოფლიო კრების მონაწილე წმ. მამათა(680-681); ღირსი დიონისე ულუმბოელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წმინდათა ანგელოზური მდგომარეობის შესახებხოლო ვინც ღირსი იქნება, მიაღწიოს იმ საუკუნეს... აღარც სიკვდილი შეუძლიათ, რადგან ანგელოზთა სწორნი არიან... (ლუკ. 20:35-36)ამას ბრძანებს ის, ვინც იცის, ვინც იხილა და ვინც არ შეცდება. მაშ, რაღას უნდა ვეჭვობდეთ, ძმებო? ეს მოწმობა დღესავით ნათელი, ალმასზე ტკიცე და წუთისოფლის მთელ სიმდიდრეზე ძვირფასია; ეს მოწმობა ცხადყოფს, რომ მათ, ვინც იმ ქვეყნად ცხოვრებისა და აღდგომის ღირსი გახდა, სიკვდილი აღარ შეუძლიათ და ღვთის ანგელოზებივით უკვდავი არიან. მაგრამ იკითხავთ: რომელი ანგელოზებივით? სწორედ იმათი, რომლებიც აბრაამის დროს ეცხადებოდნენ და ეხმარებოდნენ ადამიანებს და ახლაც ასევე ეცხადებიან და ეხმარებიან. ისინი არ დაიხოცნენ, არამედ ცოცხალი არიან; არ დაბერდნენ, არამედ ახალგარზდები არიან. მათ ადამი იხილეს სამოთხეში და ახლა კი დაინახავენ საბოლოო აღდგომას, საშინელ სამსჯავროსა და წმიდათა სასუფეველს. ანგელოზთა მსგავსნი არიან წმიდანები. მოციქულები და წინასწარმეტყველები, წმინდანები და მოწამეები ცოცხალი არიან. ისინი მარად იცოცხლებენ და არ მოკვდებიან. ასეულობით, ათასობით წელი გავიდა, ისინი კი არც კვდებიან, არც ბერდებიან, არამედ ანგელოზთა მსგავსნი არიან. წმიდანები რომ არ მოკვდებიან, ეს უფალმა ზემონათქვამი სიტყვებითაც დაგვიმოწმა, საკუთარი აღდგომითაც გვიჩვენა და წმინდანთა განდიდებითაც დაგვიდასტურა.გამოვფხიზლდეთ, ძმებო და შევეცადოთ, რომ ამ ნეტარი სამყაროს ღირსი გავხდეთ!ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო და უკვდავო უფალო, შეგვეწიე, რომ ღირსი გავხდეთ შენი მარადიული სასუფევლის, რომელშიც სუფევ შენს ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად უკუნითი უკუნისამდე! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011