სექტემბერი, 2012
02.09.2012, კვირა
03.09.2012, ორშაბათი
04.09.2012, სამშაბათი
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული.

მოსკოვის წმ. ალექსი მიტროპოლიტის მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული (1650). მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III); მოწამისა ევლალია ქალწულისა (303).

ლიტ. - 2 კორ. 196 დას. XII, 20 - XIII, 2. მკ. 17 დას. IV, 24-34. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

05.09.2012, ოთხშაბათი
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული.

ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნა.

მოწამისა ლუპესი (306); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (დაახ. 540) და ფლორენტისა (547); წმ. კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (705).

ლიტ. - 2 კორ. 197 დას. XIII, 3-13. მკ. 18 დას. IV, 35-41. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

06.09.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული.

ღირსისა სერაპიონ საკვირველთმოქმედისა, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1747); მღვდელმოწამისა ევტიქისა, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფისა (I-II); მოწამისა ტატიონესი (305); მოწამისა სირასი, სპარსელი ქალწულისა (558); ღირსისა გიორგი ლიმნიოტისა (დაახ. 716).

ლიტ. - გალ. 198 დას, I, 1-10, 20 - II, 5. მკ. 19 დას. V, 1-20. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

07.09.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული.

მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება (VI); მოციქულისა ტიტესი, კრეტელი ეპისკოპოსისა, 70-თაგანისა (I); მღვდელმთავართა: ბარსისესი და ევლოგისა, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელისა, კარიელი ეპისკოპოსისა (IV); წმ. მინასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (536-552).

ლიტ. - გალ. 201 დას, II, 6-10. მკ. 20 დას. V, 22-24, 35 - VI, 1. მოც. - ტიტ. 300 დას. I, 1-4; II, 15 - III, 2, 12-13, 15. მთ. 11 დას. V, 14-19.

09.09.2012, კვირა
სულთმოფენობიდან მე-14 კვირა. ხმა V

ღირსისა პიმენ დიდისა (დაახ. 450); წმ. ოსიოს აღმსარებელისა, კორდუბელი ეპისკოპოსისა (359); წმ. ლიბერიოსისა, რომის პაპისა (366); ღირსისა პიმენ პალესტინელისა (დაახ. 602); მოწამისა ანთისასი; ღირსისა საბასი.

ცისკ. - სახ. მე-3 მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - 2 კორ. 170 დას. I, 21 - II, 4. მთ. 89 დას. XXII, 1-14. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 10 დას. IV,25 - V, 12.

10.09.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული.

წმ. დიდებულია მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა (475); ღირსისა მოსე შავისა (დაახ. 400); მართლისა ანნა წინასწარმეტყველისა, ფანოელის ასულისა, ღმრთისმიმგებებლისა, (I).

ცისკ. - მთ. 62 დას. XV, 21-28. ლიტ. - გალ. 202 დას. II, 11-16. მკ. 21 დას. V, 24-34 (ორშ.). გალ. 204 დას. II, 21 - III, 7. მკ. 22 დას. VI, 1-7 (სამშ.). მოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. ლკ. 33 დას. VII, 36-50.

12.09.2012, ოთხშაბათი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული.

წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა (IX-X); კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანება (1724).

ლიტ. - გალ. 207 დას. III, 15-22. მკ. 23 დას. VI, 7-13. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

13.09.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული.

დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა (395-408); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი, კართაგენელი ეპისკოპოსისა (258); წმ. გენადისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (471).

ლიტ. - გალ. 208 დას. III, 23 - IV, 5. მკ. 25 დას. VI, 30-45 (ხუთშ.). გალ. 210 დას. IV, 8-21. მკ. 26 დას. VI, 45-53 (პარ.). ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

14.09.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეული.

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა. ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა კრება მიასინეს სავანეში (864). ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (459) და დედისა მისისა მართასი (დაახ. 428); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა ქალწულმოწამეთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი ევოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისო ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე).

ლიტ. - ინდიქ. - 1 ტიმ. 282 დას. II, 1-7. ლკ. 13 დას. IV, 16-22. ღირ. - კოლ. 258 დას. III, 12-16. მთ. 43 დას. XI, 27-30.

16.09.2012, კვირა
სულთმოფენობიდან მე-15 კვირა. ხმა VI

მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისი, მიგდონისი, პეტრესი, ინდისისა, გორგონისი, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი და სხვათა (302); ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველისა (467); წმიდისა თებე დიაკონისასი (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309); მღვდელმოწამისა არისტიონისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა; იოანიკესი, სერბელი პატრიარქისა (1354).

ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ინ. 36 დას. X, 9-16.

17.09.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული.

ღირსისა სვიმეონისა, გარეჯის წინამძღვრისა, წინასწარმხედველისა და საკვირველთმოქმედისა (1773); მღდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მისთანა სამთა ყრმათა - ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონისი და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251); წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთის მხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე.); მოწამისა ერმიონიასი, მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახ. 117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); წმ. იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680).

ლიტ. - გალ. 211 დას. IV, 28 - V, 10. მკ. 27 დას. VI, 54 - VII, 8. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

18.09.2012, სამშაბათი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული.

წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (დაახ. 308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა ნიკომიდიას წამებულ სასულიერო პირთა (370); მოწამისა აბდესა სპარსელისა (V).

ლიტ. - გალ. 212 დას. V, 11-21. მკ. 28 დას. VII, 5-16. წინასწარმეტ. - ებრ. 314 დას. VI, 13-20. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.

19.09.2012, ოთხშაბათი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული.

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).

ლიტ. - გალ. 214 დას. VI, 2-10. მკ. 29 დას. VII, 14-24. მთავარანგ. - ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.

20.09.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის წინადღესასწაული.

მოწამისა სოზონისა (დაახ. 304); მოციქულთა ებოდისა (66) და ონისიფორესი (67), 70-თაგანთა; მოწამისა ევფსიქისა (117-138); ღირსისა ლუკასი (დაახ. 975).

ლიტ. - ეფ. 216 დას. I, 1-9. მკ. 30 დას. VII, 24-30 (ხუთშ.). ეფ. 217 დას. I, 7-17. მკ. 32 დას. VIII, 1-10 (პარ.). მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.

21.09.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული.

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ღმრთისმშობლობა.

წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე, 1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე, 1962).

ხსნილი თევზით.

დიდუბობა. გელათობა. შუამთობა. ბეთანიობა. ზორვეთლობა (ზესტაფონის რ-ნი). ნუნისობა (ხარაგაულის რ-ნი).

ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ფილ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

22.09.2012, შაბათი
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ჯვართამაღლების წინა შაბათი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული.

წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმე და ანნასი; მოწამისა სევერიანესი (320); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (დაახ. 300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი); ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინოპოლელისა (XII); წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნა და აღმოყვანება (1896); III მსოფლიო კრების ხსენება (431).

ლიტ. - ჯვართამაღ. წინა შაბ. - 1 კორ. 126 დას. II, 6-9. მთ. 39 დას. X, 37 - XI, 1. რიგ. - 1 კორ. 146 დას. X, 23-28. მთ. 101 დას. XXIV, 34-44. მართალთა - გალ. 210 დას (შუათგან) IV, 22-31. ლკ. 36 დას. VIII, 16-21.

23.09.2012, კვირა
სულთმოფენობიდან მე-16, ჯვართამაღლების წინა კვირა

მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი (305-311); მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ვარიფსავასი (II); კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა (453); მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა (IX).

ცისკ. - სახ. მე-5 ლკ. 113 დას. XXIV, 12-35. ლიტ. - ჯვართამაღლების წინა კვირა - გალ. 215 დას. VI, 11-18. ინ. 9 დას. III, 13-17. რიგ. 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. მთ. 105 დას. XXV, 14-30.

24.09.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795). ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ევანთიასი, ცოლისა მისისა და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა; მოწამისა იასი (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილოანე ათონელისა (1938).

ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.

25.09.2012, სამშაბათი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა.

წმ. მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა (XII); მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა (1795); მღვდელმოწამისა ავტონომესი, იტალიელი ეპისკოპოსისა (313); მოწამეთა იულიანესი და მისთანა 40 მოწამეთა (IV); მოწამისა თეოდორე ალექსანდრიელისა; მღვდელმოწამისა კორნუტისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (249-259).

ლიტ. - ეფ. 222 დას. II, 19 - III, 7. მკ. 50 დას. XI, 11-23. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28

26.09.2012, ოთხშაბათი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული.

ჯვართამაღლების წინადღესასწაული.

დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).

ცისკ. - მთ. 62 დას. XV, 21-28. ლიტ. - დიდმოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. ლკ. 33 დას. VII, 36-50. განახლ. - ებრ. 307 დას. III, 1-4. მთ. 67 დას. XVI, 13-18. რიგ. - ეფ. 223 დას. III, 8-21. მკ. 51 დას. XI, 23-26.

27.09.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული.

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვართამაღლება.

მიცვალება წმიოანე ოქროპირისა (407).

მარხვა.

ცისკ. - ინ. 42 დას. (შუათგან), XII, 28-36. ლიტ. - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35.

მსახურების დაწყების წინ დღესასწაულის ტროპარისა და კონდაკის გალობით ჯვარს სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადააბრძანებენ. დიდება მაღალიანის შემდეგ - ჯვრის გამობრძანება ტაძარში და თაყვანისცემა. ჯვარს საკურთხეველში შეაბრძანებენ დღესასწაულის წარგზავნის დღეს ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდეგ.

28.09.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული.

ჯვართამაღლების შემდგომი დღესასწაული.

ღირსისა ამბა იოსებ ალავერდელისა (570); დიდმოწამისა ნიკიტასი (დაახ. 372); აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311); მოწამისა პორფირიოსისა (361); პოვნა ნაწილთა პირველმოწამისა სტეფანე მთავარდიაკონისა (415); ღირსისა ფილოთეოსისა, მცირე აზიელი ხუცისა (X).

ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - ეფ. 226 დას. IV, 17-25. მკ. 53 დას. XII, 1-12. ღირ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 43 დას. XI, 27-30.

29.09.2012, შაბათი
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი.

მოწამეთა ორთა ძმათა - ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა (808); დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულისა (304); მოწამისა სებასტიანასი (86-96); მოწამისა მელიტინასი (138-161); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (დაახ. 304); ღირსისა დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილასი, ჩეხთა დედოფლისა (927).

ლიტ. - ჯვართამაღ. შემდ. შაბ. - 1 კორ. 125 დას. (შუათგან), I, 26-29. ინ. 30 დას. VIII, 21-30. რიგ. - 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 104 დას. XXV, 1-13. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.

30.09.2012, კვირა
სულთმოფენობიდან მე-17, ჯვართამაღლების შემდგომი კვირა. ხმა VIII

მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახ. 137); მოწამეთა თეოდოტიასი (დაახ. 230) და აღათოკლიასი. 156 მოწამეთა: პელისი და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცისა, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა (310).

ცისკ. - სახ. მე-6 ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. ლიტ. - ჯვართამაღ. შემდ. კვ. - გალ. 203 დას. II, 16-20. მკ. 37 დას. VIII, 34 - IX, 1. რიგ. - 2 კორ. 182 დას. (შუათგან), VI, 16 - VII, 1. მთ. 62 დას. XV, 21-28.

 © ICCS, 2011