ოქტობმერი, 2012
01.10.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული.

წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1661); ღირსისა ევმენიოსისა, გორტინელი ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა.

ცისკ. - მთ. 36 დას. X, 14-22. ლიტ. - ეფ. 227 დას. IV, 25-32. ლკ. 10 დას. III, 19-22. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

04.10.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული.

ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.

მოციქულისა კოდრატე 70-თაგანისა (დაახ. 130); მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735); ისააკისა და მელეტისა, კვიპროსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; პოვნა წმიდათა ნაწილთა დიმიტრისა, როსტოველი მიტროპოლიტისა (1752).

ლიტ. - ეფ. 232 დას. V, 22 - VI, 9. ლკ. 13 დას. IV, 16-22.

ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდეგ გუნდი გალობს ჯვრის ტროპარს, მღვდელი სამეუფო კარით გადის ანალოღიასთან, რომელზედაც დაბრძანებულია წმ. ჯვარი, და უკმევს სამჯერ. შემდეგ ჯვრის კონდაკის გალობისას მღვდელი, რომელსაც წინ მიუძღვის დიაკონი (ან მნათე) სანთლით ხელში, გადააბრძანებს ჯვარს ტრაპეზზე და უკმევს ჯვარსა და ტრაპეზს.

05.10.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული.

წინასწარმეტყველისა იონასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა ფოკასი, სინოპიელი ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა (IX), მამისა წმ. თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორე გამომეტყველისა; მოწამისა ფოკა მემტილესი (დაახ. 320); მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI).

ლიტ. - ეფ. 234 დას. VI, 18-24. ლკ. 14 დას. IV, 22-30. წინასწარმეტ. - 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.

06.10.2012, შაბათი
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული.

მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი; ღირსთა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); მოწამისა ირაიდა ქალწულისა (დაახ. 308); მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი და ძეთა იოანესთა - პეტრესი და ანტონინესი (IX).

ლიტ. - წინამორბედისა - გალ. 210 დას. (შუათგან) IV, 22-31. ლკ. 2 დას. I, 5-25. რიგ. - 1 კორ. 162 დას. XV, 39-45. ლკ. 15 დას. IV, 31-36.

08.10.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეული.

წმ. არსენი დიდისა, კათალიკოსისა (887); ღირსისა ევფროსინე ალექსანდრიელისა (V); ღირსმოწამისა პაფნოტი მეგვიპტელისა და მისთანა 546 მოწამეთა (III); მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (1392).

ლიტ. - ფილპ. 235 დას. I, 1-7. ლკ. 16 დას. IV, 37-44. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

09.10.2012, სამშაბათი
სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეული.

მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (II საუკუნის დასაწყისი); დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული (1989); ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა.

ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - 1 ინ. 73 დას. (შუათგან) IV, 12-19. ინ. 61 დას. XIX, 25-27; XXI, 24-25. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

10.10.2012, ოთხშაბათი
11.10.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეული.

დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII); ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში დავანებულთა.

ლიტ. - ფილპ. 238 დას. I, 20-27. ლკ. 23 დას. VI, 12-19. ღირ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

13.10.2012, შაბათი
14.10.2012, კვირა
სულთმოფენობიდან მე-19 კვირა. ხმა II

დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტისა. საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა (IV); მელქისედეკ I-სა, სრულიად საქართველოჲსა პირველისა კათალიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI); მოციქულისა ანანიასი, 70-თაგანისა (I); ღირსისა რომანოზ ტკბილადმგალობელისა (დაახ. 556); მოწამისა დომნინე თესალონიკელისა (IV); ღირსმოწამისა მიქაელისა, ზობიელი იღუმენისა და მისთანა 36-თა ღირსმოწამეთა (780-790).

მცხეთობა - სვეტიცხოვლობა.

ცისკ. - სახ. მე-8 ინ. 64 დას. XX, 11-18. ლიტ. - 2 კორ. 194 დას. XI, 31 - XII, 9. ლკ. 26 დას. VI, 31-36. კვართისა - 1 ტიმ. 284 დას. III, 14-16. ინ. 60 დას. XIX, 23-24. ღმრთისმშობლის - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. მოც. სწ. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 50 დას. X, 1-15.

შავნაბადობა (გარდამავალია, აღინიშნება ოქტომბრის პირველ კვირა დღეს).

15.10.2012, ორშაბათი
17.10.2012, ოთხშაბათი
სულთმოფენობიდან მე-20 შვიდეული.

მღვდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).

ლიტ. - ფილპ. 243 დას. II, 24-30. ლკ. 28 დას. VI, 46 - VII, 1. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 67 დას. XII, 32-40.

18.10.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან მე-20 შვიდეული.

ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა.

ლიტ. - ფილპ. 244 დას. III, 1-8. ლკ. 31 დას. VII, 17-30. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

20.10.2012, შაბათი
22.10.2012, ორშაბათი
სულთმოფენობიდან 21-ე შვიდეული.

მოციქულისა იაკობ ალფესისა (I); ღირსთა ანდრონიკესი და ცოლისა მისისა ათანასიასი (V); მართლისა აბრაჰამ მამამთავრისა და ძმისწულისა მისისა ლოთისა (2000 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე მხედართა (361-363); წმიდისა პოპლია აღმსარებელისა, ანტიოქიელი დიაკონისასი (დაახ. 361-363); ღირსისა პეტრე გალატიელისა (IX).

ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - ფილპ. 248. IV, 10-23. ლკ. 33 დას. VII, 36-50. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 51 დას. X, 16-21.

25.10.2012, ხუთშაბათი
სულთმოფენობიდან 21-ე შვიდეული.

მოწამეთა: პროვოსისა, ტარახოსისა და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონმთქმელისა (დაახ. 787); მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტურელი ეპისკოპოსისა (400);

დღესასწაული იერუსალიმის ყოველადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა (48).

ლიტ. - კოლ. 252 დას. I, 24-29. ლკ. 41 დას. IX, 7-11. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

26.10.2012, პარასკევი
სულთმოფენობიდან 21-ე შვიდეული.

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ღირსისა ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონოზონისა; მოწამეთა: კარპესი, თიატირელი ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწამისა ფლორენტისა (I-II); მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (დაახ. 838); მოწამისა ქრისასი (1795) (ბულგ.).

ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - კოლ. 253 დას. II, 1-7. ლკ. 42 დას. IX, 12-18. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

30.10.2012, სამშაბათი
სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული.

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოსებ კათალიკოსისა, სასწაულთმოქმედისა (1770); მოწამისა კოზმანისა, რომელი ქართლს ეწამა; წინასწარმეტყველისა ოსესი (820 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ანდრია კრეტელისა (767); მოწამეთა კოზმასი და დამიანესი, უვეცხლოთა და ძმათა მათთა - მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპიოსისა (287 ან 330); აღმოყვანება ნაწილთა მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898).

ლიტ. - კოლ. 256 დას. II, 20 - III, 3. ლკ. 44 დას. IX 23-27. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

 © ICCS, 2011