ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა.
ლიტ. - ფილპ. 244 დას. III, 1-8. ლკ. 31 დას. VII, 17-30. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

