დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტისა. საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა (IV); მელქისედეკ I-სა, სრულიად საქართველოჲსა პირველისა კათალიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI); მოციქულისა ანანიასი, 70-თაგანისა (I); ღირსისა რომანოზ ტკბილადმგალობელისა (დაახ. 556); მოწამისა დომნინე თესალონიკელისა (IV); ღირსმოწამისა მიქაელისა, ზობიელი იღუმენისა და მისთანა 36-თა ღირსმოწამეთა (780-790).
მცხეთობა - სვეტიცხოვლობა.
ცისკ. - სახ. მე-8 ინ. 64 დას. XX, 11-18. ლიტ. - 2 კორ. 194 დას. XI, 31 - XII, 9. ლკ. 26 დას. VI, 31-36. კვართისა - 1 ტიმ. 284 დას. III, 14-16. ინ. 60 დას. XIX, 23-24. ღმრთისმშობლის - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. მოც. სწ. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ლკ. 50 დას. X, 1-15.
შავნაბადობა (გარდამავალია, აღინიშნება ოქტომბრის პირველ კვირა დღეს).

