01 ნოემბერი, 2022 , სამშაბათი
(ძვ. სტილით 19 ოქტობმერი)
დღესასწაული "კოლხეთის" ღვთისმშობლის ხატისა (2007), ხსენება წინასწარმეტყველისა იოელისა (800 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ნიკოლოზისა (დვალი †1314). მოწამისა უარისა და 7-თა მისთანა ქრისტეანთა მასწავლებელთა (†307); ღირსისა იოანე რილელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სულის შესახებ, რომელსაც სწყურია ღმერთისწყურია ჩემს სულს ძლიერი და ცოცხალი ღმერთის მიმართ: „როდის იქნება, რომ მივალ და ვეჩვენები ღმერთის პირს?“ (ფს. 41:3)როგორც კი ღვთისადმი სიყვარულის ნაპერწკალი აღინთება ადამიანის გულში, დაე, ნუ ჩააქრობს მას, არამედ აალების საშუალება მისცეს და იხილავს სასწაულს. ეს ნაპერწკალი გასაოცარ სინათლედ გარდაისახება და მისი ნათელი და სითბო იქნება ძალიან დიდი. ღვთიური სიყვარულის ნათელში ადამიანი ამქვეყნად თავის თავს ისე დაინახავს, როგორც სიბნელეში, ხოლო მისი სითბოდან იგრძნობს დაუოკებელ სულიერ წყურვილს, წყურვილს ღმერთთან მიახლოებისა და ღვთის ჭვრეტისა. ღვთისმოყვარე დავითი ამგვარ წყურვილს იმ ირმის წყურვილს ადარებს, რომელიც წყაროსკენ მირბის: „ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს“.განა ჩვენ გარშემო ყველაფერი წარმავალი არაა?! განა ირგვლივ ყველაფერი მტვრად არ იქცევა?! აჩრდილებს დავსდევთ და მკვდრებს ვეფერებით. ხვალინდელი სიმყრალისათვის დღეს ვიხდით ოქროთი და ვერცხლით, ზოგჯერ ღირსებითა და სინდისით, ზოგჯერ - სიცოცხლითაც კი - და ამ ყველაფერს ვთმობთ ხვალინდელი დღის სიმყრალისთვის! ეს არაა სიყვარული, ეს ცხოველური ავხორცობაა. ღირსეული სული ეძებს საგანს, რომელიც ღირსია სიყვარულის, რომელიც არ ექვემდებარება ნგრევას, რღვევას, დამახინჯებას, ხრწნას წარმავალი სხეულივით. ამიტომ ღვთისმოყვარე მეფე აზუსტებს: „... სწყურია ჩემს სულს ძლიერი და უკვდავი ღმერთის“. და ვინ არის ნამდვილად ძლიერი და უკვდავი, თუ არა ღმერთი?! ღმერთმა უბოძა ძალა და სიცოცხლე თავის ანგელოზებსა და წმინდანებსაც, თუმცა ყველაფერი მისია და მისგან არის. „როდის მივალ და ვეჩვენები ღმერთის პირს“,- აი, ღვთის ნამდვილი სიყვარულის დაუძლეველი წყურვილი. შერცხვეს ყველას, ვინც ამბობს, რომ სწამს და უყვარს ღმერთი, თუმცა წუთისოფლის დატოვებასა და სიკვდილზე ფიქრიც კი აძრწუნებს.ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, წმინდაო, ძლიერო და უკვდავო; სიწმინდის, ძლიერებისა და ცხოვრების წყაროვ, განგვანათლე და აღანთე ჩვენში შენი სიყვარული. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011