ოქტობმერი, 2022
01.10.2022, შაბათი
დიდმოწამისა ბიძინასი (ჩოლოყაშვილი) და ორთა ძმათა მოწამეთა: შალვასი და ელიზბარისი, ქსნის ერისთავთა (†1660/1661); ღირსისა ევმენი სასწაულმოქმედისა, პორტინელი ეპისკოპოსისა (†VII);მოწამისა არიადნა ფრიგიელისა (†II). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი უფლის შესახებ, რომელიც არის აღდგომა და ცხოვრება„მე ვარ აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11:25)ეს წმიდა სიტყვები უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა და არა მხოლოდ ბრძანა, არამედ საქმით დაამტკიცა. იაროსის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟისა და მეგობარი ლაზარეს მკვდრეთით აღდგომით მან დაამტკიცა, რომ იგი არის აღდგომა და ცხოვრება, მკვდრეთით აღმდგენელი და ცხოვრების მომნიჭებელი. მან ეს თავისი აღდგომით საუკეთესოდ დაამტკიცა, რადგან იყო ცოცხალი და დაეხმარო მკვდარს - ამის შესახებ კიდევ შეიძლება ისაუბრო, მაგრამ იყო მკვდარი, სამი დღე დაფლული სამარეში და ... დაეხმარო საკუთარ თავს და აღდგე მკვდრეთით – ამის შესახებ საუბარიც შეუძლებელი იყო ქრისტეს აღდგომამდე. ეს არის უდიდესი სასწაული და ყველა სხვა ძალაზე აღმატებული ძალის მაჩვენებელი. ეს სასწაული აღასრულა და ეს ძალა აჩვენა ჩვენმა უფალმა. მაშასადამე, უტყუარია მისი სიტყვები: მე ვარ აღდგომა და ცხოვრება - და ჭეშმარიტი, წმიდა და ნუგეშისმომცემია ეს სიტყვები ყველა ჩვენგანისათვის, რომლებსაც გარდაუვალად მოგველის სხეულებრივი სიკვდილი და რომლებიც ვიმედოვნებთ, რომ აღვდგებით მკვდრეთით და ვიხილავთ ცოცხალ უფალს მის დიდებაში.მაგრამ უფალი ჩვენი არის არა მხოლოდ სხეულის აღმდგენელი, არამედ სულის განმაცოცხლებელიც. თავისი ამქვეყნად ცხოვრების ჟამს უფალმა მკვდრეთით აღადგინა მხოლოდ რამდენიმე სხეული, მაგრამ სული კი მრავალი აღადგინა და ამით აჩვენა, რომ სულის გაცოცხლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხეულის. როდესაც იგი ამქვეყნად მოვიდა, თითქმის ყველა ადამიანის სული მკვდარი იყო და მან უამრავი სული გააცოცხლა თავისი ძალით და დაამწყურვალა თავისი სიცოცხლით. სულით მკვდრები იყვნენ იუდეველები და წარმართები და უფალმა გააცოხლა ერთიც და მეორეც.ძმებო, ჩვენც თავი ვანებოთ სხეულის აღდგომაზე ზრუნვას და სანამ ჯერ კიდევ არის დრო, ვიზრუნოთ ჩვენი სულების აღდგომაზე, რადგან თუ ჩვენი სულები არ აღდგებიან და არ გაცოცხლდებიან ქრისტეს მიერ აქვე, ამქვეყნად, მაშინ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიხარულს ჩვენი სხეულების აღდგომისას საშინელი სამსჯავროს დღეს, რამეთუ იმ დღეს მკვდარი სულების სხეულები აღდგებიან არა მარადიული ცხოვრებისათვის, არამედ მარადიული ტანჯვისათვის.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, აღდგომაო და ცხოვრებაო ჩვენო, შეგვეწიე ჩვენ შენი ძალითა და მოწყალებით, რათა შენ მიერ აღვდგეთ და ვცხონდეთ საუკუნოდ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
02.10.2022, კვირა
მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმენდონისი (†276/278). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს მწუხარების შესახებ„ახლა სული ჩემი შეძრწუნებულია და რა ვთქვა: მამაო, მიხსენი მე ამ ჟამისაგან? მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს“ (ინ. 12:27)არაფერია უფრო რეალური ამ მიწიერ სამყაროში, ვიდრე უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. ჭეშმარიტად, მთელი ეს სამყარო ქრისტეს გარეშე აჩრდილს ჰგავს. მართლაც, არც მიწა, არც წყალი, არც ჰაერი, არც სინათლე არ არის ისეთი რეალური, როგორიცაა ქრისტე, რამეთუ ეს ყველაფერი წარმავალია, უფალი კი მარადიული. ჭეშმარიტად, იგია ქვაკუთხედი მარადიული სამყაროსი და ვინც მას ჩაეჭიდება, შეძლებს ეზიაროს მარადიულ სამყაროს, მარადიულ მყოფობას. დროის აბობოქრებული, თუმცა კი უძლური ტალღები მრისხანედ აწყდებოდნენ და ახლაც აწყდებიან ხან ქრისტეს ღვთაებრივი და ხანაც კაცობრივი ბუნების რეალობას. მართლაც, რამდენი შრომა დასჭირდათ ქრისტიანებს, რომ თვალები აეხილათ ურწმუნოთათვის და დაერწმუნებინათ ისინი ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებაში; ყოვლისმცოდნე წმიდა სულმა წინასწარ განაგო და მოციქულთა საშუალებით წინასწარ განამზადა იარაღი ქრისტეს მხედართათვის. „ახლა სული ჩემი შეძრწუნებულია“ – ნუთუ უფალი ამგვარ შეძრწუნებასა და მწუხარებას განიცდიდა, ნამდვილად რომ არ ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც უძლური ადამიანური ბუნების ყველა თვისება ჰქონდა, ცოდვის გარდა? თანაც, არა მხოლოდ მწუხარებასა და შეძრწუნებას განიცდიდა, არამედ შიშსაც! „მამაო, მიხსენი მე ამ ჟამისაგან“ – ამას ამბობს უძლური ადამიანური ბუნება, რომელსაც ეშინია სიკვდილის, მაგრამ ბუნება, რომელიც, ამავდროულად, უცოდველია, რამეთუ მყისვე დასძენს უფალი: „მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს“.ხედავთ, რა მნიშვნელოვანია ქრისტეს სიკვდილი! მისით ვართ გამოსყიდულნი, მისით ვართ გამოხსნილნი. ასე რომ მხოლოდ სწავლებით ნურავინ დაკმაყოფილდება, არამედ მზერა მიაპყროს გოლგოთას და შეძრწუნებული დაინახავს სისხლიან მსხვერპლს ჯვარზე, შეწირულს ჩვენი ცოდვებისათვის, რათა გვიხსნას მყრალი ჯოჯოხეთის უფსკრულთაგან. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, მოგვიტევე კვლავ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
03.10.2022, ორშაბათი
დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიისა და შვილთა მათთა: აღაპისა და თეოპისტესი, რომაელთა (†118). ღირსმოწამე ილარიონ კრეტელისა (1907). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ერთადერთი გზის, ჭეშმარიტებისა და ცხოვრების შესახებ„მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ“ (იოან. 14:6)ძმებო, ეს წმიდა სიტყვები არა მარტო თქმულია, არამედ სისხლით მორწყული, აღდგომით დამოწმებული, სულიწმიდის მიერ მართალთა გულებში დამკვიდრებული და ეკლესიის მიერ საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული. ამქვეყნიურ ყველა სიკეთეს შორის ადამიანებს ყველაზე მეტად სოცოცხლე უყვართ. სიცოცხლე ადამიანებს უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ჭეშმარიტება, თუმცა ცხოვრება ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს. მაშასადამე, სიცოცხლე უზენაესი სიკეთეა, ხოლო ჭეშმარიტება – ცხოვრების საძირკველი. ვისაც სიცოცხლე უყვარს, მას უნდა უყვარდეს ჭეშმარიტებაც, მაგრამ რომელი გზაა ჭეშმარიტებისკენ? მე ვარ გზა - ბრძანებს უფალი. იგი არ ამბობს: „მეც ვარ გზა“, რათა ვინმემ არ იფიქროს , რომ უფალ იესოს გარდა სხვა გზაც არსებობს, თუმცა იგი არაა მხოლოდ გზა, არამედ ჭეშმარიტება და სიცოცხლე, რათა არავინ იფიქროს, რომ არსებობს რაიმე სხვა ჭეშმარიტება და რაიმე სხვა სიცოცხლე იესო ქრისტეს გარეშე. უფალი იმისათვის განკაცდა, რომ ადამიანებს გზა აჩვენოს, ჯვარს ეცვა, რათა საკუთარი სისხლით გზა მიანიშნოს... „ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ“ – ეს უნდა ესმოდეთ მათ, ვინც თავს იტყუებს და ფიქრობს, რომ იესო ქრისტეს გარეშე შეუძლია შეიმეცნოს ღმერთი და დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. სწორედ ეს ცრუ იმედი და განწირული თავის მოტყუება განაქარვა უფალმა ზემოხსენებული სიტყვებით. და მოციქულმა, რომელმაც მოისმინა და ჩაწერა ეს სიტყვები სახარებაში, აღნიშნა ის თავის ეპისტოლეშიც: „ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს“ (1ინ. 2:23).ჰოი, უფალო იესო ქრისტე, კურთხეულო და კურთხევისა წყაროო, ჭეშმარიტად, შენ ხარ ერთადერთი გზა, ერთადერთი სინათლე, ერთადერთი ჭეშმარიტება, ერთადერთი სიცოცხლე და ერთადერთი ცხოვრების მომნიჭებელი. მხოლოდ შენ გაღიარებთ ადამიანებისა და ანგელოზების წინაშე, როგორც ერთადერთ ღმერთსა და ჩვენს მაცხოვარს. შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
04.10.2022, სამშაბათი
მოციქულისა 70-თაგანთა კოდრატესი, ათენელი და მაგნეზიელი ეპისკოპ. (†130); წინასწარმეტყველისა იონასი (†VIII ქრისტეს შობამდე). ისააკდა მელეტი კვიპრ. ეპისკოპოსთა. დიმიტრი როსტოველი მიტროპოლიტისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთაებრივი ბუნებისა და მამასთან არსებით თანასწორობის შესახებ„ვინც მიხილა მე, იხილა მამაც“ (ინ. 14:9)„უთხრა მას ფილიპემ: უფალო, გვიჩვენე ჩვენ მამა და საკმარისია ჩვენთვის“(ინ. 14: 8). ამ სიტყვებზე უფალმა უპასუხა: „ამდენ ხანს თქვენთან ვარ და ვერ შემიცანი მე, ფილიპე? ვინც მიხილა მე, იხილა მამაც“. ასე უპასუხა უფალმა თავის მოწაფეს. ფილიპეს სურდა ეხილა ღმერთი ხორციელი თვალით. სამი წელი უყურებდა იგი ქრისტეს, მაგრამ ვერ შეიცნო როგორც ღმერთი. რატომ? იმიტომ, რომ სულიწმიდის მასზე გადმოსვლამდე ფილიპე ხორციელად ანუ ხორციელი თვალით უყურებდა ქრისტეს და მასში ხედავდა მხოლოდ ადამიანს. ფილიპე ვერ ხედავს ღმერთს ძე ღმერთში და უნდა, რომ მან მამა აჩვენოს! „ვინც მიხილა მე, იხილა მამაც“. ამით უფალს იმის თქმა არ სურს, რომ თავად არის მამა ღმერთი, არამედ იმისა, რომ ის და მამა ერთია ანუ ერთარსი არიან. რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ ღმერთი სჩვენებოდა ადამიანებს, იმდენადვე გამოუჩნდა მათ ძე ღმერთის მიერ და გამოუჩნდა ადამიანის სახით. მამა ღმერთი არ განკაცებულა, არც სულიწმიდა ღმერთი განკაცებულა, მხოლოდ ძე ღმერთი განკაცდა. შესაბამისად, როგორ დაანახებს ძე მოკვდავ ადამიანს მამას ხორციელი თვალით? სწორედ ამიტომ განკაცდა ძე ღმერთი, რათა გამოუცხადოს ადამიანებს თავისი თავი, მამა და სულიწმიდა, სამგვამოვანი ღმერთი, ერთარსება სამება სამი ჰიპოსტასით. „ვინც მიხილა მე, იხილა მამაც“. უფალი აქ თავის ღვთაებრივ ბუნებას გულისხმობს, რომლითაც იგი ყოვლითურთ თანასწორი და თანაარსია მამისა. და იმ დროს ფილიპეს რომ შეძლებოდა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების დანახვა, მაშინ არ მოითხოვდა – გვიჩვენე ჩვენ მამა. ასე რომ, მას არც კი შეეძლო დაენახა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, რომელიც სულიერია და უხილავი, თუმცაღა შეეძლო ცხადად ეხილა ქრისტეს დიადი საქმეები, როგორც მისი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.და ახლაც, ძმებო, ზოგიერთები ამბობენ: „გვიჩვენეთ ღმერთი და ვიწამებთ!“. უთხარით მათ: „აი, გიჩვენებთ იესო ქრისტეს – იწამეთ!“ ოცი საუკუნე შენთან ვარ, ადამიანო და ჯერაც ვერ მიცანი? ოცი საუკუნე, აღსავსე დიდებითა და სასწაულებით, მადლით, წყალობით, წმინდანებით, მოწამეებით! უგნური ადამიანი კი მაინც კითხულობს: „სად არის ღმერთი?“ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აუხილე სულიერი თვალი მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რათა იხილოს შენი დიდება. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
05.10.2022, ოთხშაბათი
იონა წინასწარმეტყველისა (VIII ქრისტეშობამდე); მღვდელმოწამისა ფოკა სინოპიელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (†102/117); ღირსისა იონა ხუცისა, პალესტინელისა, წმიდათა: თეოფანე კანონთგამომთქმელისა (†850) და თეოდორე (†840) გამომეტყველთა მამასა. მღვდელმოწამე თეოდორე ბრაზელისა, რუმინელისა(1696). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ნუგეშისმცემელი სულის – სულიწმიდა ღმერთის – შესახებ„და მე ვთხოვ მამას და სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ თქვენ, რათა თქვენთან იყოს უკუნისამდე“ (ინ. 14:16)იქ, სადაც სიყვარულია, საჭირო არაა ბრძანება, რადგან ბრძანებას თხოვნა ცვლის. მათთვის, ვისაც ერთმანეთი უყვარს, თხოვნას მეტი ძალა აქვს, ვიდრე ერთმანეთის მოძულეთათვის – ბრძანებას. ყოვლადწმიდა სამება თავად წარმოადგენს უზენაეს სასუფეველსა და უმაღლეს სიყვარულს. ესაია ყოვლადწმიდა სამებას საკვირველ მზრახველად(ბჭობის წარმმართველად) მოიხსენიებს, ხოლო განკაცებულ ღვთის ძეს - დიდი განზრახვის ანგელოზად ანუ მოვლინებულ მაცნედ (ის. 9:6). როგორ შეუძლია ბჭობა, თათბირი ერთარსება ღმერთს? შენც ერთი ხარ, ადამიანო, მაგრამ საკუთარ თავს ეთათბირები. შენი გონება ეკითხება შენს ნებას: „შეგიძლია?“ და ეკითხება გულს: „გსურს?“, ხოლო შენი ნება და გული ეკითხებიან შენს გონებას: „ძალგიძს?“. თუმცა, ამ შინაგანი ბჭობის მიუხედავად, შენ ერთი ხარ, ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ უფერული მსგავსება და აჩრდილია ყოვლადწმიდა სამების ბჭობისა, მისი სრულყოფილი თათბირისა, რადგან ყოვლადწმიდა სამების ჰიპოსტაზთა შორის სრული თანასწორობა და ჰარმონიაა. რაც მამას სურს, აუცილებლად იგივე სურს ძესაც და წმიდა სულსაც... „მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს“ – ხედავთ, როგორი დარწმუნებულია ძე ღმერთი, რომ მისი თხოვნა და რჩევა მაშინვე მიღებული იქნება ღვთაებრივი თათბირისას – მამა თანახმა იქნება მოავლინოს და სულიწმიდა თანახმა იქნება მოვიდეს. ძე ღმერთი არ ამბობს: „მე ძალიან შევეხვეწები, რათა მოგივლინოთ და მწამს, რომ მოგივლენთ“, არამედ ამბობს: „მე ვთხოვ მამას და იგი მოგივლენთ...“. მან იცის წინასწარ, რომ მამა მისცემს იმას, რასაც ძე ითხოვს; მან ეს იცის, ასე ვთქვათ, მისი მარადიული გამოცდილებიდან, რამეთუ მარადიული ჰარმონია სუფევს მამას, ძესა და სულიწმიდას შორის... მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს – ამ სიტყვებით ცხადდება ძისა და სულიწმიდის სრული თანასწორობა. მამა მოგივლენთ თქვენ სხვა ნუგეშისმცემელს, ჩემს თანასწორსა და თანაარსს. იგი თავისი საკვირველი ჰიპოსტასის შესაბამისად სრულად ჩამანაცვლებს მე, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოსტასურად განსხვავდება სულიწმიდა ძე ღმერთისაგან. ხედავთ, ძმებო, როგორ მონაწილეობს ყოვლადწმიდა სამება ჩვენს ცხონებაში? ხედავთ, ვისი ვართ ჩვენ? ხედავთ, როგორი პატივი გვებოძა მოკვდავებსა და ცოდვილებს?ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადდიდებულო სამებაო, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყლე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
06.10.2022, ხუთშაბათი
დადუმებაი ზაქარიაისა და მუცლადღება პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოვანესი, რაჟამს იგი ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმან, და მიუდგა ელისაბედ და მუცლადიღო. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სულიწმიდა ღმერთის შესახებ, რომელიც მამისაგან გამოდისხოლო როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ თქვენ ჩემი მამისგან, სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისგან გამოდის, იგი დაამოწმებს ჩემზე (ინ. 15:26)ძმებო, მიუწვდომელია საღვთო ბუნების სიღრმე, თუმცა ღმერთმა არც სრულად დაფარა ის ჩვენგან და არც სრულად გაგვიცხადა. გაგვიცხადა იმდენი, რამდენის მიღებაც ძალუძს ჩვენს უძლურებას და რამდენიც ჩვენი ცხონებისთვისაა საჭირო. სულიწმიდის შესახებ ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი მამისაგან გამოდის და ძის მიერ გვევლინება. დაე, ნურავინ გამოეძიებს მეტს, რათა არ შეცდეს. რაკი მამისგან გამოდის, ე. ი. ერთარსია მამისა; რადგან ძის მიერ გვევლინება, რათა განაგრძოს ძის მსახურება, ე. ი. იგი თანასწორია ძისა... მოწმობს ჩემ შესახებ მამა – ბრძანებს მანამდე უფალი, ახლა კი სულიწმიდის შესახებ ამბობს: იგი დაამოწმებს ჩემ შესახებ. ორივე დამმოწმებელი თანასწორია, ამიტომ უფალი ხან ერთზე მიუთითებს, ხან მეორეზე. და ის, ვინც მოწმობდა და ის, ვინც დაამოწმებს, არსით ერთი არიან, რადგან უფალი მის შემდეგ არ დატოვებდა ისეთ მოწმეს, რომელიც ღირსებით წანა მოწმესთან შედარებით ნაკლები იქნებოდა. ცხადია, ჩვენ ახლა ადამიანური გონებით ვმსჯელობთ დროსთან მიმართებითაც, რადგან, მახარებლის სიტყვებით, ყოვლადწმიდა სამება მარადიულად მოწმობს ზეცაში: „ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია“ (1 იოან. 5:7).ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან. ვინ და როდის განუცხადა მათ ამის შესახებ? ჩვენ ვიცით, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოდის, რის შესახებაც გვამცნო ძემ, უფალმა იესო ქრისტემ, ამიტომ უარვყოფთ იმგვარ დამატებას ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, რომელიც არ შეესაბამება თვით უფლის სიტყვებს. მაგრამ იმისათვის, რომ უწმინდესი უფლის სიტყვები გავიაზროთ, გულის დიდი სიწმინდეა საჭირო. ამიტომ გულის ვნებებისაგან განწმენდა გვმართებს და არა ღვთაებრივი არსის უხილავი სიღრმეების ცნობისმოყვარეობითა და უწმინდური გულით გამოძიება, რადგან ვინც მგვარად იქცეოდა, მწვალებლობაში ვარდებოდა და იღუპავდა სულს.ჰოი, დიდებულო და ყოვლადძლიერო ღმერთო, დიდება შენდა იმის გამო, რომ გამოგვიცხადე შენი თავი ჩვენი მაცხოვრის, უფალ იესო ქრისტეს მიერ და ვიცით, რომ ნათლის შვილები ვართ და არა – წყვდიადის. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
07.10.2022, პარასკევი
დედათა შორის პირველმოწამისა და მოციქულთა სწორისა თეკლა იკონიელისა (†1). კეთილმსახური ვლადისლავისი, სერბი მეფისა (1239). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სულიწმიდის შესახებ, განმადიდებელზეიგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ (იოან. 16:14)სულიწმიდა ძალმოსილებით მამისა და ძის თანასწორია და ყველაფერი, რაც შეუძლია მამას, შეუძლია ძეს და შეუძლია სულიწმიდასაც. და ყველაფერი, რაც იცის მამამ, იცის ძემ და იცის სულიწმიდამაც. თუმცა ერთმანეთის უსაზღვრო სიყვარულისა და ადამიანთა ხსნის მიმართ უსაზღვრო სიბრძნის გამო ისინი ადამიანებს მონაცვლეობით ევლინებიან (დროის თვალსაზრისით). იგი განმადიდებს მე – ნუთუ ძემ საკუთარი თავი არ ადიდა? დიახ, ადიდა, მაგრამ არა იმ ზომით, რომლითაც შეეძლო, არამედ მხოლოდ იმ ზომით, რამდენის მიღება და გაგებაც შეეძლოთ იმ დროის ადამიანებს. დროთა განმავლობაში სულიწმიდა კიდევ უფრო მეტად გააცხადებს ღვთის ძის დიდებას, როდესაც თავისი ღვთაებრივი მადლით აღავსებს ის თავის ერთგულებს. იგი მადიდებს მე – ამ სიტყვებს, ძმებო, უფალი ჩვენს განსასწავლადაც ამბობს, რათა თუ რაიმე კეთილ საქმეს აღვასრულებთ, ჩვენ თვითონ კი არ განვიდიდოთ თავი, არამედ სხვებმა თქვან ამის შესახებ... “რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ – ამ სიტყვებით უფალი ცხადყოფს სულიწმიდის მასთან ერთობას და არა დაქვემდებარებას მისდამი. მანამდე კი გვითხრა: “იგი წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ”. და რათა მოწაფეებმა არ იფიქრონ, რომ სულიწმიდამ მეტი იცის, ვიდრე ძემ და აღემატება ძეს, ამიტომ იგი აცხადებს: „ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“. ქრისტესაც შეეძლო მოწაფეებისთვის ყოველგვარი ჭეშმარიტება ეუწყებინა, მაგრამ იმ დროს მოწაფეები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად ამის მისაღებად, ამიტომ სულიწმიდა თავის დროზე შეუძღვება მათ ყოველგვარ ჭეშმარიტებაში. მაგრამ როდესაც სულიწმიდა ყოველგვარ ჭეშმარიტებას აუწყებს მათ, არ ნიშნავს, რომ აუწყებს იმას, რაც არ იცის ძემ ან, მით უმეტეს, რაც ეწინააღმდეგება ძის ნებასა და ცოდნას. ამიტომაც ბრძანებს უფალი:“რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“.ჰოი, სამებაო ერთარსებაო, ყოვლადსაკვირველო ღმერთო, სამებით დიდებულო, ძალო, სინათლევ და სიყვარულო! ჰოი, ყოვალდწმიდაო სამებაო, აღანთე საღვთო სიყვარული ჩვენს გულებში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
08.10.2022, შაბათი
ღირსისა ეფროსინია ალექსანდრიელისა; არსენი დიდისა კათალიკოსისა (†887). ღირსმოწამე პაფტონი ეგვიპტელისა და მასთან 546 მოწამისა; ღირსი სერგი რადონეჟელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ მამასა და ძეს ყველაფერი საერთო აქვს „ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია“ (ინ. 16:15) ეს არის უფლის ერთ-ერთი ბოლო გამონათქვამი მისი ვნების წინ და ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან სამყაროს აუწყებს ქრისტე მაცხოვრის ღმერთობის შესახებ და ამის შემდგომი სიტყვებით კი – „ამის გამო გითხარით თქვენ, რომ ჩემგან მიიღებს და გაუწყებს თქვენ“ – ცხადყოფს სულიწმიდის მამასთან და ძესთან ერთობას. ის, რასაც სულიწმიდა ჩემგან მიიღებს, ვერ იქნება ის, რაც არ არის მამის, რადგან ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია. რატომ არ ამბობს უფალი: „ჩემსას აიღებს“, არამედ „ჩემგან აიღებს“? იმიტომ, რომ სულიწმიდა უბოძებს ადამიანებს არა ყველაფერს, არამედ მხოლოდ იმდენს, რამდენის მიღებასაც შეძლებენ და რამდენსაც საჭიროებენ. ღვთის საბოძვართა ერთი ნაწილი მორწმუნეებს ამქვეყნადვე ეძლევათ, მეორე ნაწილი კი მიეცემათ ცათა სასუფეველში. და ეს ზეციური ნაწილი არის სწორედ ის, რის შესახებაც მოციქული წინასწარმეტყველურად გვაუწყებს: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“ (1კორ 2:9). ეს და ამ ყველაფერზე შეუდარებლად მეტი და ღირებული აქვს ქრისტეს. მას ეკუთვნის არა მხოლოდ ეს ქვეყანა, არამედ ის ქვეყანაც და კიდევ – ბევრად მეტი და მეტად ძვირფასი, ვიდრე ორივე სამყარო. მისია მარადიულობა, უკვდავება, სრული ძლევამოსილება, სრული სიბრძნე, სრული სიყვარული, სრული სიკეთე და წყალობა, სამართლიოანობა, სიმართლე და ყველა სათნოება, რომელთა წარმოდგენაც ჩვენს გონებას ძალუძს და წარმოთქმა – ჩვენს ენას. ის, რაც მას ეკუთვნის, აღემატება იმ ყველაფერს, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია. და ეს ყველაფერი ეკუთვნის მამას, ეკუთვნის ძეს და ეკუთვნის სულიწმიდას. “ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია “ – ამ სიტყვებით წარმოუდგენლად მდიდარი ძე ღმერთი აუწყებს მოწაფეებს თავისი უსაზღვრო და თვალშეუვლები სიმდიდრის შესახებ იმ ბნელ ღამეს, როდესაც ის ფეხშიშველი უნდა წარმდგარიყო იუდეველი უხუცესების წინაშე, რათა ეცემათ და ეფურთხებინათ მისთვის. ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, ყოვლადწმიდაო და ყოვლისა მქონებელო სამებაო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ცოდვილნი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
09.10.2022, კვირა
მიცვალება მოციქულისა და მახარობელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (†98/117); დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის ("თბილისის სიონის") ხატისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სიყვარულით შთაგონებული ლოცვების შესახებ„განწმიდე ესენი ჭეშმარიტებით, რადგან შენი სიტყვა ჭეშმარიტია“ (ინ. 17:17) როდესაც დედა სიკვდილზე მიდის, მაშინაც კი უფრო მეტად ღელავს შვილების გამო, რომელთაც ტოვებს, ვიდრე საკუთარ თავზე. ასეთია დიდი სიყვარულის ძალა. ხოლო უფალ იესო ქრისტეს თავისი მოწაფეების მიმართ უფრო დიდი სიყვარული ჰქონდა, ვიდრე დედას შვილებისადმი. როდესაც უფალი სიკვდილზე მიდის, იგი თავისი ზეციური მამის წინაშე ლოცულობს მოწაფეებისთვის და ლოცულობს არა იმიტომ, რომ თავად არ შეეძლო მათთვის ყველაფრის გაკეთება, არამედ იმისათვის, რომ აჩვენოს სიყვარული და ერთობა მამასთან. მაგრამ ახლა მამის კუთვნილად რატომ აცხადებს ჭეშმარიტებას, როცა სწორედ ამის წინ მოწაფეებთან საუბრისას სულიწმიდას უწოდა სული ჭეშმარიტებისა: „ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ“ ? იმიტომ, რომ აჩვენოს მამისა და სულიწმიდის თანასწორობა. მაგრამ ნუთუ მანამდე თავის შესახებ არ მბობდა უფალი: “მე ვარ ჭეშმარიტება”(იოან, 14:6)? და განა ამის შემდეგ სულიწმიდას, ნუგეშისმცემელ სულს, არ უწოდა სული ჭეშმარიტებისა? ახლა კი ჭეშმარიტებას მამისად აცხადებს: “განწმინდე ისინი შენი ჭეშმარიტებით! “. ვინც ამ ყველაფერში თუნდაც რაიმე წინააღმდეგობას დაინახავს, იგი ვერ აცნობიერებს ყოვლადწიდა სამების, ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის, არსებით ერთობასა და ჰიპოსტასურ სამგვამოვნებას. სწორედ იმით, რომ სამების ყოველ პირს განუკუთვნებს ჭეშმარიტებას, როგორც რაღაც არსებითსა და განუყოფელს, უფალი ცხადყოფს მამის, ძისა და სულიწმიდის თანასწორობას. და თუ ყოვლადწმიდა სამების რომელიმე პირი ნაკლები ჭეშმარიტების მფლობელი იქნებოდა, მაშინ სამების ეს პირი დანარჩენ ორზე ნაკლები იქნებოდა არსებითაც. ნაკლებ ჭეშმარიტებას კი ახლავს ნაკლები ძალა, ნაკლები სიყვარული და ნაკლები სიბრძნე. ამიტომაც უწოდებს უფალი ჭეშმარიტებას საკუთარ თავსაც, მამასაც და სულიწმიდასაც, რათა ადმიანებმა იცოდნენ და ირწმუნონ მათი სრული თანასწორობა. ამიტომ მორწმუნეთაგან ნურავინ ცდუნდება სამების პირთა უთანასწორობის მწვალებლური სწავლებით. დაე, თითოეულმა თავისი გული განიწმიდოს ცოდვათაგან, როგორც სარკიდან წმენდენ მტვერს და მაშინ შეიცნობს უდიდეს დოგმატურ ჭეშმარიტებას მამის, ძისა და სულიწმიდის თანასწორობის შესახებ.ჰოი, სამებაო ერთარსებაო, ღმერთო ჭეშმარიტო, განგვანათლე შენ მიერ და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
10.10.2022, ორშაბათი
მოწამისა კალისტრატესი და მისთანა 49-თა წამებულთა, ბიზანტიელთა, სტრატიოტთა (†304). ღირსი ეგნატე იღუმენისა(963-975). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს ბოლო ლოცვის შესახებ მორწმუნეთათვის „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე - შენში“ (ინ. 17:21)დიდია ღვთის მოწყალება, ძმებო: როდესაც მართალი იგრძნობს ამას, ტირის და როდესაც ცოდვილი იგრძნობს – რცხვენია. ღვთის მოწყალებით ჩვენ განვიწმინდებით, ვცხონდებით, ღვთის შვილად ვიწოდებით, ვუერთდებით ღმერთს, მაგრამ ღმერთთან ეს ერთობა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს არსებით ერთი ვხდებით და მისი თანასწორი. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ღვთის მსგავსი და თანასწორი იმგვარად, როგორცაა სამების სამივე ჰიპოსტასი – მამა, ძე და სულიწმიდა. „ყველა ერთი იყოს, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე - შენში“ – მიმართავს მაცხოვარი მამას თავისი მოწაფეების შესახებ და გულისხმობს სიყვარულით ერთობას და არა – არსებით. სიყვარული განაპირობებს ურთიერთმორჩილებას, ურთიერთდახმარებას, ურთიერთმოწყალებას, მოკრძალებას, თვინიერებას, სიკეთეს, კეთილგანზრახვას, თავგანწირვას... და როდესაც უფალი ბრძანებს: „იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა“ (მთ. 5:48) – მას ის კი არ სურს, რომ ადამიანები ღმერთს გაუტოლოს, არამედ მიანიშნოს მათ უზენაეს მაგალითზე, სრულყოფილების ნიმუშზე ყოველგვარ სიკეთეში. საქმე ისაა, რომ მრავალი ადამიანურად მასწავლებელი (და არა ღვთიურად) სრულყოფილების ნიმუშს ხედავდა და ხედავს ყველასა და ყველაფერში, მაგრამ არა ღმერთში. ასეთები ხშირად ადამიანებს ბოროტებასაც კი ასწავლიდნენ და სრულყოფილების მისაბაძ მაგალითად უსახავდნენ. ამიტომ მოუწოდებს უფალი ადამიანებს, რომ ზეციური მამა მიიჩნიონ ყოველგვარი სრულყოფილების ნიმუშად და სწორედ მას მიბაძონ და არა სხვას. ღვთის მოწყალებით, ჩვენ ღვთის შვილებად ვიწოდებით და ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში (გალ. 3: 28), მაგრამ ჩვენ არ ვხდებით ღმერთები, არ ვხდებით ყოვლადწმიდა სამების ჰიპოსტასთა თანასწორნი. არ დაგავიწყდეთ, რომ წმიდა წერილში წერია: „ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში“ (იობ. 15:15) ანუ ღმერთს ვერ შეედრებიან ზეციური ძალები, მით უმეტეს ადამიანი. მაგრამ, ღვთის მოწყალებითა და ქრისტეს ვნებებით, ამაღლდებიან ზეცად მორწმუნენი და იქნებიან სიყვარულითა და სულით ერთობაში ღმერთთან; ამიტომ ვეცადოთ აღვასრულოთ ღვთის ნება, რათა ჭეშმარიტად ავმაღლდეთ ასეთ დიდებულ სიმაღლემდე.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ყოველგვარი მოწყალებისა და სიკეთისაო, ნუ მოგვაკლებ წყალობას და ნუ გაგვირისხდები, არამედ მოგვიტევე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
11.10.2022, სამშაბათი
დღესასწაული პალიასტომის ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა. ხსენება ღირსისახარიტონ აღმსარებლისა, იკონიელი ეპისკოპოსისა (†350). შავნაბადობა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს ბოლო ლოცვის შესახებ მორწმუნეთათვის „მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი“ (ინ. 17:24)აი, საზღაური ღვთის მუშაკთათვის! აი, დიდებული ჯილდო ქრისტეს მიმდევართათვის! ის, რაც ძეს სურს, სურს მამასაც და სულიწმიდასაც. და რაც წმიდა სამებას ნებავს, აღესრულება კიდეც. და რა სურს ძეს? მას სურს, რომ მისი მოწაფეებიც მასთან ერთად იყვენენ ცათა სასუფეველში, თანაც არა მხოლოდ თორმეტნი, არამედ ყველა, ვინც მოინათლა, მოციქულთა სწავლება მიიღო და დაიცვა ის, მაგრამ ერთი პირობით: თუ ამ დიდ სიკეთეს თავად არ ვკრავთ ხელს ჩვენივე უკეთური საქმეებით, რწმენაზე უარის თქმით, ცოდვის სიბინძურით, ღვთისმგმობი სიტყვებითა და გულისთქმებით... „რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი“ (ინ. 17:24) - ბრძანებს შემდგომ უფალი; ამ სიტყვებიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ძე მამაზე ნაკლებია, რადგან ამ სიტყვების წინ უფალი მიმართავს მამას: „მე განგადიდე შენ“ (ინ. 17:4). ხედავთ, როგორი თანასწორობაა მამისა და ძის და რა უსაზღვროა მათი ურთიერთსიყვარული! მე განგადიდე შენ... და ახლა შენ მადიდე მე, მამაო. და იმას, რომ ღვთის დიდება არ აღესრულება ამქვეყნად და ამ დროში, მიუთითებს უფლის სიტყვები: „ ...დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე“ (ინ. 17:24). ეს ნიშნავს იმას, რომ დიდება არ არის არც მიწიერი და არც დროითი, არც ამქვეყნიური და არც ადამიანური, არამედ ზეციური, მარადიული, დაუსრულებელი და გამოუთქმელი. და როგორ სურს ძეს, რომ მამამ ადიდოს იგი? ისე, რომ ეს ზეციური დიდება უჩვენოს ყველას, ვინც მოუსმინა ძეს, გაჰყვა მას და მისი მცნებები აღასრულა. უფალს სურს, რომ ამ დიდების თანამონაწილენი ვიყოთ ჩვენც – არა მხოლოდ მოციქულები, არამედ ჩვენ, ყველანი, რომელთაც მისი სახელი გვეწოდა. აი, მოწყალება! აი, კაცთმოყვარება! დოგმატი ჩვენი უკვდავებისა, მარადიული ცხოვრებისა და დაუსრულებელი დიდების შესახებ არა ადამიანთაგან, არამედ თავად ჩვენი უფლისა და მაცხოვრისგანაა. ოღონდ ყოფითმა საზრუნავებმა, ლოცვისას სიზარმაცემ და ურთიერთსიძულვილმა არ უნდა დაგვაშოროს ქრისტეს დიდებასა და მარადიულ ცხოვრებას.ჰოი, სახიერო და და მოწყალეო უფალო, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები და მოგვმადლე შენი მარადიული სასუფეველი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
12.10.2022, ოთხშაბათი
ღირსისა ონოფრე გარეჯელი სასწაულმოქმედისა (†1786); ღირსისა კვირიაკე განშორებულისა, პალესტინელისა (†556). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთისა და მისი ძის შემეცნების შესახებ„მამაო მართალო, სოფელმა შენ ვერ გიცნო, ხოლო მე გიცანი შენ“ (ინ. 11:25)თანასწორი თანასწორს უკეთ ცნობს. უდაბლესი ვერ ცნობს უმაღლესს და მოკვდავი – უკვდავს. ძველი დროის ზოგიერთი ბრძენი და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი იცნობდნენ ღმერთს, როგორც შემოქმედსა და ყოველთა მფარველს, მაგრამ არავინ იცნობდა მას, როგორც მშობელს. ძველ დროს მას იცნობდნენ ქმნილებათა მიერ და არა დაბადებით. ქმნილებათა მიერ მათ შეიცნეს ღვთის სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა, მაგრამ ვერ შეიცნეს მისი სიყვარული, რადგან სიყვარული შეიცნობა შობით. მშობელმა იცის შობილის საიდუმლო და შობილმა იცის მშობლის სიყვარული. სამყარომ ვერ გიცნო შენ, რადგან გხედავდა, როგორც პატრონს და საკუთარ თავს – როგორც მონას; მე კი გიცანი შენ, რადგან გიყურებ, როგორც მშობელს და ვგრძნობ შენს გამოუთქმელ სიყვარულს. სამყარო გიმზერდა შენი საქმეების მიხედვით, მაგრამ გხედავდა ფარდის მიღმა, მე კი შენ გიყურებ პირისპირ, შენი სიყვარულის მარადიულ სილამაზეში.სწორედ ეს მშობლიური – მშობლისა და შვილის – სიყვარულის ალი მოუტანა უფალმა იესო ქრისტემ ადამიანებს, რათა იხილონ ღმერთი ამ ალში, ამ ახალ და მანამდე შეუცნობ ნათელში. ღვთის სიყვარულით დანახვა ასწავლა უფალმა თავის მოციქულებს და იგი მოვიდა ჩვენამდე. ო, ჩვენში რომ ანთებულიყო ეს ღვთიური მარადიული სიყარულის ალი! – და შეგვეცნო ღმერთი, როგორც მშობელი, საკუთარი თავი კი – როგორც შვილი, შვილებული მხოლოდშობილი ძის მსხვერპლად შეწირვის მეშვეობით.ჰოი, სამცეცხლოვანო ღმერთო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, განგვანათლე ცოდვით დაბნელებულები შენი სიყვარულის მარადიული ნათებით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
13.10.2022, ხუთშაბათი
მღვდელმოწამისა გრიგოლისა, დიდი სომხეთის ეპისკოპ. პართეველისა (†335). მიხეილ კიევის მიტროპოლიტისა(902); მელეტი ალექსანდრიელი პატრიარქისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ„ჩემი მეუფება არ არის ამ სოფლისაგან“ (ინ. 18:36)ვისაც მეტი სიმდიდრე აქვს, მასვე ეკუთვნის მცირეც. შესაბამისად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ იესო ქრისტეს ძალაუფლება არ ვრცელდება ამ სოფელზე, რადგან უთხრა პილატეს: „მეუფება ჩემი არ არის ამ სოფლისაგან“. მას, ვინც ფლობს წარუვალს, ძალაუფლება აქვს წარმავალზეც. უფალი საუბრობს თავისი წარუვალი სამეფოს – ცათა სასუფევლის შესახებ, რომლისთვისაც უცხოა დრო, ხრწნილება, უსამართლობა, სიცრუე და სიკვდილი. ეს იმას ჰგავს, ვინმემ რომ თქვას, ჩემი სიმდიდრე ოქროშია და არა ქაღალდშიო. და განა ვისაც ოქრო აქვს, არ ექნება ქაღალდი? უფალი არ ეუბნება პილატეს, რომ არ არის მეფე, რადგან მას სურს თქვას, რომ ის არის მეფე, რომელიც ყველა მეფეზე აღმატებულია და რომ მისი მეუფება ყველა ამქვეყნიურ სამეფოზე მეტია, ძლიერია და მყარი. იგი მიანიშნებს თავის მთავარ სამეფოზე, რომელზეცაა დამოკიდებული ყველა სხვა სამეფო დროსა და სივრცეში. „ჩემი მეუფება არ არის ამ სოფლისაგან“ – ეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ძალაუფლება ამქვეყნიურ სამეფოზე, პირიქით, სწორედ ეს სიტყვები ადასტურებს მის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ამქვეყნიურ სამეფოზე. განა მისი ამქვეყნიური საქმეები არ წარმოაჩენენ მის ძლევამოსილებას წუთისოფელზე?! სხვა რომელი მეფის წინაშე ცხრებოდა ქარი და წყვეტდა ზღვა ღელვას?! ნუთუ დაგავიწყდათ იესოს სიტყვები გეთსიმანიაში, რომ ანგელოზთა თორმეტ გუნდზე მეტი მოვიდოდა მის დასახმარებლად, თუ მოისურვებდა (მთ. 26:53)?! და თანაც, ერთ ანგელოზს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე მთელ სამყაროს. სულთა უფალი სხეულთა უფალიც არის, მარადისობის ბატონი წარმავალის ბატონიცაა. უდიდეს სიკეთეთა მფლობელი უმცირეს სიკეთესაც ფლობს. ძმებო, ყველაფერი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალაუფლებას ექვემდებარება, რომელმაც ჩვენთვის საკუთარი ნებით დაითმინა ვნება და თავისივე ძლევამოსილებით აღდგა მკვდრეთით. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ყოვლისშემძლე მაცხოვარო, შეგვეწიე ჩვენ, რათა ცათა სასუფეველი ვეძიოთ და მარადიული სამყოფელი დავიმკვიდროთ შენთან, სადაც არ არის ცოდვა, არც სიკვდილი, არამედ ცხოვრება, სიხარული და მშვიდობა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
14.10.2022, პარასკევი
დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა, საფარველი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.
ხსენება მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; წმიდათა: სიდონიასა და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა; წმიდისა მელქისედეკ 1-სა, სრულიად საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებლისა (†1033); მოციქულისა 70-თაგანისა, მღვდელმოწამისა ანანიასი, დამასკელი ეპისკოპოსისა, რომელმან ნათელ-სცა პავლე მოციქულს (†1); ღირსისა რომანოზ ტკბილმგალობელისა, კონსტანტინეპოლელი დიაკონისა, კანონთა გამომთქმელისა (†556). სვეტიცხოვლობა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ნეტარი კაცის შესახებ„ნეტარია კაცი, რომელიც არ უსმენს უღმერთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას“ (ფს. 1:1)ძმებო, უწინარეს ყოვლისა, ნეტარია ის, ვინც არ ჩაეფლა ცოდვებში და შეუძლია მოისმინოს და აღასრულოს ღვთის ნება, რომელიც წინასწარმეტყველებმა გამოთქვეს. უღმერთოები არიან ისინი, ვინც ყოველთვის ღვთისა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფიქრობს, ცოდვილები არიან ისინი, რომლებიც თავიანთი სურვილებისა და გულისთქმების მიხედვით დადიან და ღმერთსა და მის მცნებებს უპირისპირდებიან; გამრყვნელები – რომლებიც ჯერ თავად ირყვნებიან ბოროტი საქმეებით და შემდეგ კი სხვებს რყვნიან. ამრიგად, ჯერ ბოროტი გულისთქმა მოდის, შემდეგ – ბოროტი საქმე, შემდეგ კი – ბოროტი მაგალითი ანუ ცდუნება. ასე რომ, ნეტარია, ვინც რჩევას არ ეძებს ურჯულოებთან და ღვთის საწინააღმდეგო აზრებს არ იწყნარებს, არამედ ღვთის რჯულში პოულობს ყველა საჭირო რჩევას, რათა ცხონდეს. ნეტარია კაცი, რომელიც ერთხელაც არ დადგა იმ გზაზე, რომელზეც ცოდვილები დადიან, და თუ დადგა კიდეც, შეინანა და უფლის გზას დაუბრუნდა. ნეტარია კაცი, რომელიც არ ზის იმათ გვერდით, ვინც თავიანთი მაცდუნებელი ქმედებებით რყვნის უდანაშაულო სულებს. ასეთების შესახებ ნათქვამია:„ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ დაეკიდოს წისქვილის დოლაბი მას ქედზე და დაინთქას ზღვის უფსკრულში“ (მთ. 18:6).ძმებო, ნეტარნი ვართ ყველანი, კაცებიცა და ქალებიც, რომლებიც ვერიდებით სამ ბოროტებას: უღმერთო აზრებსა და რჩევებს, ცოდვილ საქმეებს და სხვების ცდუნებას. ეს სამივე ბოროტება ის შხამიანი გველია, რომელიც თავდაპირველად პატარაა, შემდეგ კი იზრდება და დიდი ხდება. ჰოი, სახიერო უფალო, შემოქმედო ჩვენო, გვაცხოვნე ჩვენ შენი ძალითა და სიკეთით, რათა დავიხსნათ თავი ამ მძვინვარე გველისაგან, რომელსაც სძლიე უძლეველი იარაღით – შენი ყოვლადპატიოსანი ჯვრით. დაგვეხმარე, რათა დაგემორჩილოთ შენ და ვიაროთ მხოლოდ შენი გზით და განვიწმიდოთ მხოლოდ შენი მაგალითით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
15.10.2022, შაბათი
წმიდათა დიდმოწამეთა: დავითისა და კონსტანტინესი, არგვეთის მთავართა (†740); მოწამეთობა; დიდმოწამისა თეოდორე გაბრასი, ტრაპიზონის მმართველისა (†1098). მღვდელმოწამისა კვირიანესი და მოწამეთა იუსტინა ქალწულისა და თეოქთისტე ნიკომიდიელთა (†304); ნეტარისა ანდრიასი, ქრისტესათვის სალოსისა კონსტანტინეპოლელისა (†936) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ნებისა და მართლის ნების ურთიერთმიმართების შესახებ„უფლის რჯულშია მისი ნება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ“ (ფს. 1:2)ძმებო, ნეტარია და სამგზის ნეტარია ის, ვისი ნებაც ეთანხმება ღვთის ნებას, ვისი გონებაც არაფერს ფიქრობს ღვთის მცნებების საწინააღმდეგოს და ვის გულსაც არაფერი სურს ღვთის ნების საწინააღმდეგო. ნებას და გულს გონება კვებავს. თუ გონება მუდმივად ღვთისკენაა მიმართული, მაშინ ადამიანი დღე და ღამ ღვთის რჯულით განისწავლება და არ სურს უღმერთოთა რჩევების მოსმენა, არამედ ღვთის რჯულში ეძებს სიმართლეს და პასუხს ყველაფერზე. თუ გონება ასეა მიმართული ღვთისკენ, მაშინ ადამიანის გულიცა და გონებაც სწრაფად მიემართებიან ღვთისკენ, და ნება, რომელიც ადამიანის შინაგან კაცს ემსახურება, აღასრულებს მხოლოდ იმას, რაც ღვთის ნებასთანაა თანხმობაში და რაც ღვთის რჯულშია ჩაწერილი. მაშინ ადამიანი არ დადგება ცოდვილთა გზაზე და არ დაჯდება ურჯულოთა შესაკრებელში ანუ არც თავად სცოდავს და არც სხვას უბიძგებს ცოდვისკენ. ამ ფსალმუნის (ფს. 1) დასაწყისში დავით წინასწარმეტყველი აქებს ადამიანს, რომელიც არ აღასრულებს სამ ბოროტებას და აგრძელებს ქებას იმის გამო, რომ ადამიანი აღასრულებს ორ კეთილ საქმეს. ეს სამი ბოროტებაა: ეძებდე სიბრძნეს ცოდვილებთან, იცხოვრო ცოდვილთა ცხოვრებით და სხვები აცდუნო შენი ცუდი მაგალითით, ხოლო ორი სიკეთეა – შენი ნება სრულად თანხვედრაში იყოს ღვთის რჯულთან და შენი გონება დღე და ღამ ღვთის რჯულით განისწავლებოდეს. ო, ძმებო, რა სავალალო მდგომარეობაშია იმათ გონება, ვინც არ იცის ღვთის რჯული! ადამიანის გონების სიღრმე ღვთის რჯულის შემეცნების სიღრმით იზომება. იმათი გონება, ვინც ღვთის რჯულის საიდუმლოებებში განისწავლება, ღრმაა, ფართო და ამაღლებული. გონება აწვდის საზრდოს გულსა და ნებას. ო, ძმებო, როგორი მცირე, მერყევი და გარყვნილია იმათი გონება, ვინც თავის ნებას არ უმორჩილებს ღვთის ნებას! და რა არის ღვთის რჯული, ძმებო? ესაა ღვთის ნების გამოვლინება. და სად ჩანს ეს გამოვლინება? წმიდა წერილსა და ეკლესიის მამათა გადმოცემებში. ნეტარია, ვინც შეიცნობს ღვთის ნებას და აღასრულებს მას.ო, ღმერთო, დიდო და ძლიერო, მოწყალეო და სამართლიანო, გაანათლე ჩვენი გონება შენი წმიდა რჯულით და დაუმორჩილე ჩვენი ნება შენს ნებას, კაცთმოყვარესა და მაცხოვნებელს. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
16.10.2022, კვირა
მღვდელმოწამეთა: დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელეფთერი დიაკონისა (†96). ღირსი იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპისკოპოსისა; ნეტარი ისიხი ქორებელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის შიშისა და ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ „ემსახურეთ უფალს შიშით და უგალობეთ მას კრძალვით“ (ფს. 2:11)ღვთის წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით ამქვეყნიურ მეფეებსა და მსაჯულებს მიმართავს, რადგან ისინი მათთვის მიცემული ძალაუფლებისა და სიმდიდრის გამო ქედმაღლობისა და თავაშვებულობისკენ არიან მიდრეკილნი. ჰოი, მეფენო და მსაჯულნო, რომლებიც მტვრის ნაწილაკი ხართ ღვთის წინაშე, ნუ დაივიწყებთ, რომ მსახურები ხართ ღვთისა, დღიურად დაქირავებული მუშაკები! რის შესახებ ფიქრობს ყანაში დაქირავებული მუშაკი, რომელიც მთელი დღე ბარავს? – ანაზღაურების, რომელსაც დღის ბოლოს მიიღებს! რითი ამაყობს დაქირავებული მუშაკი? გასამრჯელოთი, და არა გაწეული შრომით! რითი ხარობს დაქირავებული მუშაკი – შრომით, ოფლით თუ მოსალოდნელი გასამრჯელოთი? რა თქმა უნდა, გასამრჯელოთი! ო, მეფენო და მმსაჯულნო, თქვენი მსახურება წუთისოფელში დაქირავებული შრომაა მხოლოდ! ამიტომ შიშით ემსახურეთ თქვენს ბატონს, რომელმაც დაგიქირავათ, რადგან არ იცით, როგორ შეაფასებს ბატონი თქვენს ნაშრომს და რა გასამრჯელოს გადაგიხდით. ემსახურეთ დიდი თავმდაბლობით და უთხარით საკუთარ თავს: უსარგებლო მონები ვართ (ლუკ. 17:10). არავინ იცის ჯილდოს მიიღებთ თუ სასჯელს, როდესაც სამარეში ჩახვალთ და მსაჯულის წინაშე წარდგებით, ამიტომ შიში უნდა ახლდეს თქვენს ყოველდღიურ მსახურებას.გიხაროდეთ ღვთის წინაშე მოკრძალებით. გიხაროდეთ წმიდა სიხარულით, როგორც ანგელოზებს უხარიათ ცოცხალი და მიუწვდომელი ღვთის წინაშე. სამოთხისეული სიხარული სიწმიდეს აფრქვევს, ჯოჯოხეთურ მხიარულებას კი გარყვნილი სიცილი ახლავს; სამოთხისეული სიხარული უცვლელია, ჯოჯოხეთური მხიარულება კი რისხვითა და გოდებით იცვლება. ემსახურეთ უფალს შიშით, რადგან ის სამართლიანია; გიხაროდეთ კრძალვით, რამეთუ უფალი ამაღლებული და წმიდაა.ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, სამართლიანო და ამაღლებულო, საშინელო და წმიდაო! მთელი ჩვენი ცხოვრება ამქვეყნად შენ მიმართ მსახურება და სიხარულია. და თუ შენ არ გემსახურებით, მაშინ ვემსახურებით ჩვენს დაღუპვას; და თუ არ ვხარობთ შენით, მაშინ მტრის სიბოროტით ვხარობთ. თაყვანს გცემთ შენ და გევედრებით, შეგვეწიე ჩვენ, რათა გემსახუროთ შიშით და კრძალვით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
17.10.2022, ორშაბათი
მღვდელმოწამისა ევდემოზ 1-სა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (დიასამიძე †1642 დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში). მღვდელმოწამისა იეროთე ათენელი ეპ.(†!). ღირსი პავლე უბრალოსი, მოწამე დავიკტისა და მისი ასული კალისთენისი. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სასარგებლო მრისხანების შესახებ„განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ“ (ფს. 4:5)ძმებო, განრისხდით საკუთარ თავზე და ნუღარ სცოდავთ. განრისხდით თქვენი ცოდვილი აზრებისა და გულისთქმების გამო და ნუღარ სცოდავთ. განრისხდით ეშმაკზე, სიცრუის მამაზე და მეტად ნუ აღასრულებთ მის ნებას. განრისხდით სამყაროში ცოდვისა და უღმერთო ადამიანების მიერ ღვთის წმიდა ეკლესიის შეურაცხყოფის გამო, მაგრამ გაფრთხილდით, რომ ცოდვით არ ეცადოთ ცოდვის განკურნებას. განრისხდით თქვენს მეგობრებზეც, როდესაც სცოდავენ, მაგრამ განრისხდით იმ განზრახვით, რომ გამოასწოროთ ისინი და უფრო არ გააღიზიანოთ. მრისხანება მეგობრისა მეგობარზე, მშობლებისა – შვილებზე და ღვთისა – ადამიანებზე - ეს არ არის ქარბორბალა, რომელიც ხეს ფესვიანად ამოგლეჯს, არამედ ქარია, რომელიც ხეს ამაგრებს და გაფუჭებულ ნაყოფს ბერტყავს, რათა ჯანმრთელი ნაყოფი უკეთესი და უფრო ლამაზი იყოს. დაე, შენს მრისხანებას ჰქონდეს საზღვარი, რათა ის სამკურნალო იყოს და არა მომაკვდინებელი. და იმისათვის, რომ უზომოდ არ გამრისხდე, მრისხანების დროს თვალწინ გყავდეს ღმერთი. მრისხანების შესაჩერებლად შეუძლებელია არსებობდეს უფრო ძლიერი ჯებირი, ვიდრე ღმერთია. საერთოდ, ყოველგვარი მრისხანება, რომელიც არ ემსახურება ღმერთს და ღვთის სიმართლეს, ცოდვაა. ნუ განრისხდები წვრილმანების გამო, არამედ განრისხდი, რის გამოც ღმერთი მრისხანებს. თუ შენი ნება განმტკიცებულია ღვთის რჯულში, ყოველთვის შეძლებ განრისხდე იქ, სადაც საჭიროა და იმდენად, რამდენადაც საჭიროა. სიტყვებით ამის გამოთქმა და გამოუცდელისთვის ამის ახსნა შეუძლებელია. შესაფერის დროს მრისხანება ისევე მოქმედებს, როგორც მოწყალება მოქმედებს თავის დროზე.ხედავთ, ძმებო, როგორაა ჩვენში სხვადასხვა ძალები ჩადებული, რომელთაც ადამიანი თავისუფალი ნებით ან სიცოცხლისთვის იყენებს, ან სიკვდილისთვის?! არ შეიძლება ყოველთვის უარვყოთ საკუთარ თავზე მრისხანება, – საკვირველია, მაგრამ რაც უფრო მეტად სწავლობს ადამიანი საკუთარ თავზე განრისხებას, მით ნაკლებად მრისხანებს იგი სხვებზე. საკუთარ სისუსტეებზე კონცენტრირებული სხვის სისუსტეებს ან არ ხედავს, ან, თუ ხედავს, ნაკლებად მკაცრად განსჯის.ჰოი, უფალო, სამართლიანო ღმერთო, ჩაგვიდე გონებაში შენი სამართლიანი რისხვის დღის ხსოვნა, რათა დავიცვათ თავი ცოდვათაგან. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
18.10.2022, სამშაბათი
ღირსისა გრიგოლ ხანძთელისა, კლარჯეთის აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (†861); ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა შინა მოღვაწეთა ღირსთა მამათა და დედათა.შავნაბადობა.ქალწულმოწამე ხარიტინა პონტოელისა(304); მოწამე მამელხვა სპარსისა(344); #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ნაჩვენები სიკეთის შესახებ „მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?“ (ფს. 4:6)ძმებო, რა დიდი სიკეთეა ღმერთი! რომელი სიტყვებით შეიძლება ამ სიკეთის გამოთქმა? დიდი სიკეთეა ცათა სასუფეველი, დიდებული ანგელოზებით, საკვირველი წმინდანებითა და ნეტარი სამოთხით. ვის შეუძლია ამ სიკეთის აღწერა? დიდი სიკეთეა მარადიული ცხოვრება ღმერთთან და ღვთის ანგელოზებთან სიახლოვეში, წმინდანებისა და მართლების კრებულში. დიდი სიკეთეა შეხვედრა ზეციურ სამყაროში ნათესავებთან და მეგობრებთან, მშობლებთან, შვილებთან, ყველაზე ძვირფასებთან, რომლებმაც თავიანთი წასვლით დაგვტოვეს სევდასა და მწუხარებაში. ვინ გვაჩვენებს ჩვენ ყველა ამ სიკეთეს? - კითხულობდა მრავალი მეფე დავითის დროს და ახლაც კითხულობენ - ვინ გვაჩვენებს ჩვენ, რათა გვწამდეს და იმედი გვქონდეს?ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, ეს სიკეთეები უკვე ნაჩვენებია და არ ველით, რომ ვინმე სხვა გვიჩვენებს, უფალ იესო ქრისტეს გარდა, რომელიც შეჭმარიტი მოწმეა ამ ყველა სიკეთისა - ჭეშმარიტი მოწმე, ძმებო და პატრონი ამ ყველა სიკეთისა. ამ სიკეთეებს უფალი წუთისოფელში ხორციელად მოსვლამდეც უჩვენებდა თავის გამორჩეულ წინასწარმეტყველებს. ამიტომაც მიმართავს წინასწარმეტყველი დავითი ღმერთს: „გამოჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო“ (ფსალმ. 4:7). ეს არის პასუხი მათთვის, ვინც კითხულობს: ვინ გვიჩვენებს ჩვენ კეთილს? თავად ღმერთმა გვაჩვენა ეს სიკეთე. „გამოჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო“ ანუ შემოიჭრა ჩვენს გულებში და ამ ნათელში ჩვენ შევიცნობთ ყველა იმ სიკეთეს, რომელთა მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ნუთუ არსებობს, ძმებო, უფრო უკეთესი რამ იმათ განსაკურნებლად, ვინც ქრისტეს განკაცების შესახებ შეიტყო? მაგრამ მაინც კითხულობენ: ვინ გვიჩვენებს ჩვენ სიკეთეს? თუ ეს სიკეთე არ აჩვენა და არ გამოაცხადა ქრისტემ თავისი დიდებული შობით, თავისი დიდებული სასწაულებით, თავისი დიდებული აღდგომით, თავისი დიდებული ეკლესიით - ჭეშმარიტად, მაშინ მხოლოდღა შავი მიწის ჩვენება შეგვიძლია; სხვაგვარად შეუძლებელია! ადამიანებს ამის ჩვენება არ შეუძლიათ. არსებობს ისეთი რამ, რასაც ყველას განკურნება შეუძლია, თვით ყველაზე ჯიუტი ურწმუნოებისაც, არსებობს საშუალება, რომელსაც თვით სიკვდილის წინ შეუძლია განკურნება. ეს არის სინანული საკუთარი ცოდვების გამო, გულის განწმენდა და ქრისტეს მცნებების შესრულება. უფლის ბრწყინვალების დანახვა მხოლოდ სულიერად ჯანმრთელებს შეუძლიათ და არა იმათ, ვინც სულით ავადმყოფია, გულით უწმინდური და გონებით – ცრუ. ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, ანგელოზთა და კაცთა ნათელო, შეგვეწიე ჩვენ, რათა ცოდვებით არ დავაბნელოთ ნათელი, რომელიც გვიბოძე და რომლითაც ვხედავთ ზეციურ სიკეთეებს. ნუ მოგვაკლებ, მრავალმოწყალეო, ამ სიკეთეებს. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
19.10.2022, ოთხშაბათი
ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი, მარჩბივად წოდებულისა (†1. მისი პატიოსანი თავი დაბრძანებულია თბილისის სიონის ტაძარში). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთაებრივი სინანულის შესახებ„დავიქანცე გლოვით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს“ (ფს. 6:7)დღეს ღამე ცვლის და ღამეს – დღე. დაე, ჩვენი დღის სინანულიც იცვლებოდეს ღამის სინანულით და ღამისა – დღით. დღის სინანული ძირითადად კეთილი საქმეებით ვლინდება, ხოლო ღამის - ლოცვით, ვედრებითა და ცრემლით. ასე აღვასრულებთ ჩვენს ვალს დღისით და ღამით ანუ აღვავსებთ იმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე და რასაც თან გაგვყვება საშინელ სამსჯავროზე. შეხედეთ მეფე დავითს და დაინახავთ ჭეშმარიტი სინანულის მაგალითს. არაა საკმარისი თქვა აღსარება მღვდლის წინაშე და თავი დაიმშვიდო, რომ ცოდვები მაშინვე გეპატია. დავითმაც ხომ აღიარა წინასწარმეტყველ ნათანის წინაშე: „ვცოდე წინაშე უფლისა!“ (2მეფ. 12:13), მაგრამ დიდ მეფეს ეს საკმარისად კი არ მიაჩნდა, არამედ გამუდმებით განიცდიდა ჩადენილ ცოდვას ღვთის წინაშე და ყოველ ღამე სინანულის ცრემლებით განბანდა ამ ცოდვას. სარეცელზე მყოფიც, დასვენების ნაცვლად, განუწყვეტლივ გლოვობდა და ინანიებდა. ნუ ვიტყვით, რომ დავითს მიზეზი ჰქონდა ამგვარი გლოვისა და სინანულისა, რადგან მოკლა და მრუშობდა. ნუთუ შენი სიძულვილით შენ არ კლავ ადამიანებს და არ მრუშობ გონებაში? ეს ცხოვრება, ჩემო ძმაო, საკუთარი თავის გასამართლებლად კი არა, თავის მხილებისთვისაა. ნეტარი მხოლოდ ისაა, ვისაც ღმერთი გაამართლებს საშინელ სამსჯავროზე.სინანული არაა ერთი საათის ან ერთი დღის საქმე. ეს უნდა იყოს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ცხოვრების ბოლომდე. „ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს“, - ბრძნაებს დავითი. ამით იგი არ ამბობს, რომ დღისით არაა საჭირო სინანული, არამედ იმას, რომ სულის შინაგანი მწუხარების წარმოღვრა ღვთის წინაშე ღამით უფრო უკეთესია. ღამის სიჩუმეში ჩვენი ცოდვებიცა და საშინელი სამსჯავროც უფრო ნათლად წარმოგვიდგება თვალწინ... სიკვდილსაც დღეზე მეტად ღამე უფრო გვახსენებს, კუბოს კი – სარეცელი. ჰოი, უფალო, სამართლიანო და საკვირველო, ჩვენ სინანულიც არ შეგვიძლია შენ გარეშე. დაგვეხმარე, ყოვლადსახიერო, რათა ჩვენი ცოდვებისა და მათგან გამოსული სიმყრალის დანახვა შევძლოთ და ვიტიროთ მანამ, სანამ ნათესავები იქვითინებენ ჩვენს მკვდარ სხეულზე; დაგვეხმარე, უფალო, სანამ ჩვენი მფარველი ანგელოზები დაიტირებენ ჩვენს მკვდარ სულს და გადაუწყვეტენ მას დაუშრეტელ ცეცხლში ჩაგდებას. შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ, უფალო. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
20.10.2022, ხუთშაბათი
მოწამეთა: სერგი და ბაქოს რომაელთა (†290-303); ღირსისა იოსებ ხუცისა, მოხევისა სასწაულმოქმედისა (†1763). მოწამე პელაგია ტარსუელისა(290); პოლიქრონი ხუცესისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ჩვილების შესახებ და მათი ქებისა ღვთის მიმართ„ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე ქება“ (ფს. 8:3)იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლისას და შემდეგ თვით ტაძარშიც ყრმები ღაღადებდნენ: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (მთ. 21:9). აღმოჩნდა, რომ ისე არაფერი აღიზიანებდათ იუდეველ მღვდელმთავრებს, როგორც ყრმების ბაგეებით წარმოთქმული ეს დიდება. გესმის, რას ამბობენ ისინი? – ჰკითხეს აღშფოთებულებმა იესოს. და უფალმაც მშვიდად უპასუხა: „ჰო, არასოდეს ამოგიკითხავთ, „ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე ქება“ (მთ. 21:16)? ცხადია, რომ დავით მეფის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმ სასწაულს მიემართება, რომელიც უფლის დიდებით იერუსალიმში შესვლისას აღესრულა ანუ უფლის საკვირველ ქებას ყრმათა მიერ. ამას ცხადყოფს ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები. თავად უფალიც ამ მოვლენის პასუხად სწორედ დავით მეფსალმუნის წინასწარმეტყველებას იმოწმებს. ეჭვგარეშეა, რომ ეს უდიდესი სასწაულია, რომელიც შთაგონებულია ღვთის სულით და აღსრულებულია ღვთის ძალითა და ნებით. იმ დროს, როდესაც დიდებულებმა, მწიგნობრებმა, უხუცესებმა და მღვდელმთავრებმა ვერ იცნეს უფალი, იცნეს მცირეწლოვანმა ბავშვებმა და ყველას წინაშე გამოაცხადეს. ჭეშმარიტად, ეს არის სასწაული, პირველი რიგში, ერთადერთი მთელ ძველ და ახალ აღთქმაში, და მეორე მხრივ, არანაკლები სასწაული, შეიძლება ითქვას – უფრო მეტიც, ვიდრე აღდგენა მკვდართა. თუმცა, ორივე სასწაულის დროს, ერთი და იგივე ძალა და ერთი და იგივე სული მოქმედებდა ანუ მოქმედებდა ღვთის განგებულება. წინასწარმეტყველს სურდა განსაკუთრებულად აღენიშნა ღვთის დიდების ეს ძალა და სიდიადე პატარა ბავშვების ქმედებით და იგი ამ მოვლენას უთანაბრებს იმ ვარსკვლავური სამყაროთი აღტაცებას, რომელიც იმავე საღვთო ძალმოსილებამ შექმნა.გარდა ამისა, ყრმებთან ერთად უნდა ვახსენოთ თვით მოციქულები და მრავალი წმინდანი, მეუდაბნოე მოღვაწენი, წამებულნი ქრისტესთვის და ქალწულები - ათასები და ათობით ათასები, რომელთაც სუფთა და უბრალო გულით მიიღეს ქრისტე, როგორც ღვთის ძე და მაცხოვარი, თაყვანი სცეს მას წრფელი სიყვარულით და საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს მის გამო. რატომ ინება უფალმა ქება სწორედ ყრმათა პირით და არა - დიდებულთა, ფილოსოფოსთა და ბრძნადმეტყველთაგან? სიმდაბლის გამო გამოარჩია ყრმები და ამპარტავნების გამო უარყო ესენი. ამპარტავნები უფლის ყველაზე დიდი მტრები არიან, ამიტომაც უფალმა საკვირველად აამეტყველა ბავშვების, უბრალო მეთევზებისა და მიწათმოქმედთა პირი და არა – გაამაყებულ მდიდარ და მწიგნობარ იუდეველთა ბაგეები. ჰოი, ყოვლადძლიერო უფალო, ყოვლისშემძლებელო ღმერთო, გახსენი ჩვენი ბაგეებიც, რათა ჩვენც ძლიერი რწმენითა და ბავშვური სიხარულით განვაცხადოთ შენი დაუსრულებელი დიდების შესახებ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
21.10.2022, პარასკევი
ღირსისა პელაგია ელეონელისა, ანტიოქიელისა, პალესტ. (†457). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ რომ დასასრულს მტერს აღარ დარჩება იარაღიმტერს იარაღი აღარ დარჩა სრულიად, შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება (ფს. 9:7)დასაბამიდან ადამიანთა მოდგმის მოძულე, მოსისხლე მტერი და კაცისმკვლელი ეშმაკი ყოველგვარ იარაღსა და ხრიკს იყენებდა ადამიანის წინააღმდეგ. დღედაღამ, განუწყვეტლივ, იგონებდა და იგონებს ახალ იარაღს და ახალ ხრიკებს, რათა ვინმე დაღუპოს: დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს (1პეტრ. 5:8); როგორც შხამიანი გველი, ჩასაფრებული ელოდება თავის ნადავლს; როგორც ობობა, ყველგან აბამს თავის ქსელს, ოღონდაც ადამიანის სული დაიჭიროს და ჩაითრიოს თავის ბილწ სამფლობელოში. წარმართმა ერებმა შექმნეს მისი ქალაქები. იესო ქრისტეს მოსვლამდე იგი იქ მშვიდად და შეუზღუდავად მეფობდა. კერპთაყვანისმცემლობა და ჯადოქრობა იყო მის მიმართ მსახურება; ის ადამიანთა აღვირახსნილ და გარყვნილ ცხოვრებას უწყობდა ხელს და ამკვიდრებდა; მსხვერპლის შეწირვა, ვნებათა ცეცხლი, ომი, ბოროტება - ეს ყველაფერი მისთვის სიამოვნება იყო. მაგრამ, საბოლოოდ, მას იარაღი აღარ დარჩა, მისი ქალაქები დაინგრა, მოისპო მისი ხსენება. ეს დასასრული, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი გვაუწყებს, იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლაა. უფალმა თავისი ძალა აჩვენა ეშმაკზე, როდესაც მის მიერ მოვლენილი განსაცდელები დაძლია მთაზე. მან გამოავლინა თავისი ღვთიური ძალა, როდესაც ადამიანებისგან ეშმაკებს დევნიდა და უთითებდა საით წასულიყვნენ. მან თავისი ჯვარზე ვნებითა და აღდგომით აჩვენა სრული ბატონობა ცოდვასა და სიკვდილზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაამხო ჯოჯოხეთი და განაქარვა ეშმაკის ძალა. მას არ სურდა ეშმაკების განადგურება, არამედ მიმოფანტა ისინი, მათი იარაღი კი გაანადგურა. მან გამოიხსნა ერები ეშმაკის ბატონობისგან და რაც მთავარია, ბოროტ სულზე ძალაუფლება მისცა ადამიანებს, რათა მისი სახელით შესძლებოდათ ბოროტის განდევნა. ხედავთ, ეშმაკზე თავისი გამარჯვებით როგორი წყალობა უბოძა უფალმა ადამიანს. მან ისე დაასუსტა, დაამარცხა და გაფანტა დემონები, რომ ადამიანის ძალაუფლებას დაუმორჩილა ისინი. ასე რომ, ყოფილი მონები ბატონები გახდნენ, ყოფილი ბატონები კი - მონები. მაგრამ უფალმა ეშმაკებზე ძალაუფლება ყველას კი არ მისცა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს მისი და მის მცნებებს აღასრულებს. აი, ასეთებს მისცა ძალაუფლებაც და მისცა იარაღიც, და ეს იარაღი არის ჯვარი.ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც გვიხსენი ეშმაკის ტყვეობისგან, შეწეგვეწიე ჩვენ, რათა ჩვენც აღვასრულოთ ის მცირედი, რაც შენ დაგვიტოვე აღსასრულებლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
22.10.2022, შაბათი
მოციქულისა 12-თაგანისა იაკობ ალფესისა, მოციქულ მათე მახარებელის ძმისა (†1); ღირსთა: ანდრონიკესი და ცოლისა მისისა ათანასიასი. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, რომ მხოლოდ უგუნურნი უარყოფენ ღმერთსთქუა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს (ფს. 13:1)გონება ასაზრდოებს ადამიანის მთელ არსებას. იგი ურჩევს, იგი კარნახობს, იგი ხელმძღვანელობს. სულიცა და სხეულიც გონებით იმართება. თუ გონება მართალია ღვთის წინაშე, ადამიანიც მართალია, თუ გონება არ არის მართალი ღვთის წინაშე, არც ადამიანი არ არის მართალი. თუ ვინმე, უბრალოდ, გაიფიქრებს: „არ არის ღმერთი“, ეს მაშინვე აისახება მის საქმეებზე. ჯერ ჩნდება ბოროტი აზრები და შემდგომ მას მოჰყვება ბოროტი საქმეები. ხედავთ, რა კარგად იცნობს წინასწარმეტყველი ადამიანის ბუნებას? იგი ჯერ მიზეზს აღნიშნავს და შემდეგ შედეგზე მიუთითებს. ბოროტი აზრები აუცილებლად იწვევს ბოროტ საქმეებს. ამიტომ, ძმებო, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ამბობს: „მე არ მრწამს ღმერთი, მაგრამ ვაკეთებ სიკეთეს“. ის, ვისაც არ სწამს ღმერთი, მან არ იცის რა არის სიკეთე და არ შეუძლია განასხვაოს სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან. ურწმუნოებით ადამიანი შორდება მთავარ სიკეთეს და ყოველგვარი სიკეთის წყაროს. ყურადღებით შეხედეთ და დაინახავთ, რომ ურწმუნოთა საქმეები საზიზღარი და საძაგელია: ისინი საძაგელია იმის გამო, რომ უკეთური, უსარგებლო და წარმავალია. ისინი საძაგელია იმიტომ, რომ ცოცხალი ღმერთის ნების წინააღმდეგი არიან. ურწმუნოს არ შეუძლია განასხვაოს სიკეთე და ბოროტება, რადგან მხოლოდ ღვთის რჯულის შუქზე შეიძლება განვსაზღვროთ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბაგით ამბობენ, რომ სწამთ ღმერთი, მაგრამ საძაგელ და საზიზღარ საქმეებს სჩადიან, ბაგით აღიარებენ და საქმით უარყოფენ. სიტყვიერად ღვთის აღიარება კარგია, მაგრამ არასაკმარისი: საჭიროა გულით აღიარება და საქმით დამტკიცება. ხდება ისეც, რომ ადამიანს გულითაც სწამს და ბაგეებითაც აღიარებს ღმერთს, მაგრამ მაინც სცოდავს. ეს სუსტი ნებელობისა და ეშმაკის ისრების გამო ხდება. ასეთმა უნდა მოინანიოს, თანაც მაშინვე და მიეტევება. სინანული მაცხოვნებელია ურწმუნოსთვის და მით უმეტეს – მორწმუნისთვის. სანამ ადამიანი წუთისოფელში იმყოფება, მას აქვს დრო სინანულისათვის, მაგრამ ვინ არის დარწმუნებული, რომ ეს დრო ამაღამ არ ამოიწურება? ამიტომ სინანულის გადადება სრული უგნურობაა. ჰოი, ყოვლადსახიერო უფალო , იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დაგვეხმარე ჩვენ მოვინანიოთ ისე, როგორც გვეხმარები, რომ ვისუნთქოთ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
23.10.2022, კვირა
VII მსოფლიო კრებისმმონაწილე წმიდა მამათა (†787); მოწამეთა: ევლამპისა და დისა მისისა ევლამპიასი, ნიკომიდიელთა (†303/311); ღირსთა ამბროსი ოპტინელისა (†1891). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება დავითის ტანჯვისა და ქრისტეს ტანჯვის წინასწარმეტყველების შესახებრადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები, ბოროტთა ბრბო წრედ შემომერტყა, განგმირეს ხელი ჩემი და ფეხი ჩემი (ფს. 21:17-18)ეს არის სინანულში მყოფი დავითის შინაგანი განცდა და ამავე დროს, ქრისტეს ვნების ცხადი წინასწარმეტყველება. ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრება ქრისტე იესოში, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12), - ბრძანებს პავლე მოციქული. როდესაც დავითი სცოდავდა, ეშმაკები არც ეცხადებოდნენ და არც აწუხებდნენ, ხოლო როდესაც სინანული დაიწყო და ღვთის გზაზე წარმართა თავისი ცხოვრება, მაშინ გარს შემოერტყნენ ბოროტი ეშმაკები, თავს ესხმოდნენ და ტანჯავდნენ. აქ საუბარია არა ადამიანებზე, არამედ ეშმაკებზე, რომლებიც ან უშუალოდ თავად ევლინებიან მონანულს, ან სხვა ადამიანების მეშვეობით ტანჯავენ მათ. დავითი ძაღლებს არ უწოდებდა ადამიანს, რომელიც ღვთის შემოქმედების გვირგვინია; ძაღლებს უწოდებს დემონებს, რომლებიც ევლინებიან მართალ ადამიანებს, როგორც ძაღლები და გველები, ან ლომები, ან სხვა საშინელი გარეგნობის არსებები. და რომ დავითი ძაღლებში ბოროტ სულებს მოიაზრებს, დავრწმუნდებით წმინდანთა ცხოვრებიდან. დემონები წმინდანებს დასაშინებლად ძაღლების სახით ევლინებოდნენ. ასევე შეგვიძლია ამაში დავრწმუნდეთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებით, რომლებიც მან ჯვარზე წარმოთქვა: მამაო, მიუტევე მაგათ, რადგან არ იციან რას აკეთებენ (ლუკ. 23: 34). ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ საქმეს აკეთებდნენ არა თავიანთი ნებით, არამედ სხვისი - ბოროტი ეშმაკის ნებით. მრავალი ძაღლი და ბოროტი შეიკრიბა, რათა გაენადგურებინათ უფალი იესო. როდესაც ეშმაკმა მთაზე ვერ შეძლო განსაცდელებითა და ცრუ დაპირებებით გაემარჯვა უფალზე, მაშინ მთელი ძალით შეეცადა ქრისტეს განადგურებას ადამინების მეშვეობით სიკვდილით ჯვარზე. შეხედეთ, ძმებო, რა ცხადი წინასწარმეტყველებაა!.. „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი“. მსოფლიო ისტორიაში ეს სიტყვები არავის მიმართ არ შეიძლება იქნას გამოთქმული, გარდა ჯვარცმული მაცხოვრისა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებაში სხვა რამეც არის მნიშვნელოვანი: „ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე“ (ფს. 21:19). ყველაფერი აღსრულდა ისე, როგორც დაწერილი იყო! თუმცა ეშმაკმა რაღაც ვერ გათვალა: მას სურდა სიკვდილით გაენადგურებინა ის, ვინც სიკვდილზე ძლიერია. ის იმედოვნებდა, რომ დაამცირებდა იმას, ვინც ღირსებას ანიჭებს ყველა ქმნილებას. უფალმა იესო ქრისტემ თავისი დიდებული აღდგომით გაიმარჯვა და შეარცხვინა ეშმაკი და მისი ძაღლების ხროვა და ჩვენ, ადამიანებს, ძალაუფლება მოგვცა მათზე. წარმართულ მსოფლიოს არ შეეძლო ერთი ეშმაკის გაგდებაც კი, ხოლო ჩვენ ქრისტეს სახელითა და ჯვრით შეგვიძლია კვამლივით გავფანტოთ ეშმაკთა ლეგიონები, რადგან ქრისტეს შემდგომ ეშმაკები ნაცემ და შეშინებულ ძაღლებს ჰგვანან. ჰოი, უფალო, გამარჯვებულო და მაცხოვნებელო, ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
24.10.2022, ორშაბათი
მოციქულისა 70-თაგანისა ფილიპესი, შვიდთა დიაკონთაგანისა (†1); ღირსისა თეოფანე ნიკეელი ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (†850). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღმერთის ხმის შესახებ წყალთა ზედა „ხმა უფლისა წყლებზე“ (ფს. 28.3)იორდანეზე ისმოდა უფლის ხმა, როდესაც წმიდა იოანე ნათლავდა მაცხოვარს. გალილეის ზღვაზე, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, გაისმა უფლის ხმა და გრიგალი ჩადგა და ქარიც შეწყდა. უფლის ხმა ისმოდა ლხინის დროს კანას გალილეაში - და წყალი ღვინოდ იქცა. მეწამულ ზღვაზეც ისმოდა უფლის ხმა და განიპო ზღვა და ხალხს გზა გამოუჩნდა. უდაბნოშიც იყო უფლის ხმა - და წყალი გადმოვიდა კლდიდან, „ხმა უფლისა წყლებზე“ - რას ნიშნავს ეს? იმას, რომ წყლის სტიქიონი უფლის მიერ არის შექმნილი და რომ მისი მეშვეობით ღმერთი სასწაულებს იქმს მაშინ, როცა უნდა და როგორც უნდა. ღმერთმა შექმნა სხვა სტიქიონებიც - ცეცხლი, ჰაერი და მიწა. მათი ბატონიც ღმერთი არის, მათი მეშვეობითაც სასწაულებს აღასრულებს, როცა სურს და როგორც სურს. ცეცხლის სახით გადმოვიდა სულიწმიდა ქრისტეს აღდგომიდან 50–ე დღეს; ბაბილონის ღუმელში უფლის სიტყვით ცეცხლის ალმა ძალა დაკარგა და არაფერი ავნო ნეტარ ყრმებს; ცეცლხი გამოვიდა ქვიდან და დაწვა გედეონის მსხვერპლი (მსაჯ.6); ელიამ ცეცხლი ციდან მოავლინა; ცეცხლი ეკიდა მაყვლის ბუჩქს და არ იწვოდა (გამოსვლ.3); და გადმოვიდა უფლის ცეცხლი და დაწვა ყოვლადდასაწველი (3 მეფ.); ცეცხლოვანი სვეტი წინ უძღოდა ისრაელიანებს - და ეს ყველაფერი უფლის სიტყვით ხდებოდა. მიწა გაიპო და შთანთქა ურჯულო კორახი, დათანი და აბირონი (რიცხვ. 16); მიწა გაიპო და დაფარა ელისაბედი ჩვილი იოანეთი ჰეროდეს მახვილისგან; მიწა შეიძრა, როდესაც უფალმა სული განუტევა ჯვარზე და სამარხები გაიხსნა. ჰაერში ამაღლდა უფალი; ჰაერში წმიდა მოციქულები გადაყვანილ იქნენ იერუსალიმში ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხიდან; ჰაერით გადაიყვანა ანგელოზმა წინასწარმეტყველი ამბაკუმიც ბაბილონში. და ეს ყველაფერი უფლის სიტყვით, უფლის ნებით მოხდა. ადამიანები რომ უფლის სიტყვების ისეთივე დამჯერნი ყოფილიყვნენ, როგორიც ბუნების სტიქიონებია!.. ხოლო წყალში იგულისხმებიან ადამიანებიც, რომლებიც ემორჩილებიან უფლის ხმას, ესენი არიან მოციქულები და წმინდანები. როგორც წყალი რწყავს მიწას, ისე მორწყეს მათ ქვეყნიერება ქრისტეს ქადაგებით, დაამწყურვალეს მარადიული ცხოვრების წყაროთი და განაახლეს და ააყვავეს სამყარო. როგორც წყლებზე, ასევე მათზე გამოვლინდა ღვთის უამრავი სასწაული - რადგან წყალიცა და მთაც მორჩილი იყო ღვთის ხმისა და ღვთის ნებისა. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიე ჩვენ, რომ ვიყოთ შენი ხმის მორჩილნი. შეგვეწიე, რათა შეგვრცხვეს უსულო სტიქიონების წინაშე, რომლებიც ჩვენზე მეტად გემორჩილებიან შენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
25.10.2022, სამშაბათი
წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VIIმსოფლიო კრებაზე (787 წელს). დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღამის ტირილისა და დილის სიხარულის შესახებ „ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - სიხარული“ (ფს. 29:6)ღმერთი სჯის და ღმერთი ახარებს. სინანულის გამომხატველი ერთი აზრიც კი უკვე ამსუბუქებს ღვთის რისხვას, რადგან ღმერთი ისე არ მრისხანებს ადამიანზე, როგორც მტერი, არამედ – როგორც მამა შვილებზე. მისი მრისხანება ხანმოკლეა, მოწყალება კი – უსაზღვრო, თუ ღამით დასჯის, დილით უკვე ახარებს, რათა ადამიანებმა დაინახონ ღმერთი როგორც სასჯელში, ასევე სიხარულში. ო, ძმებო, ადამიანები რომ ცნობდნენ და აღიარებდნენ ღმერთს, როგორც მათ კეთილისმყოფელს, არ დაინახავდნენ მასში დამსჯელს და მსაჯულს. ღმერთსაც უხარია, როდესაც ჩვენ მას მისი მოწყალებით შევიცნობთ და არა – მრისხანებით, მაგრამ არსებობენ ძალიან უმადური და უგუნური ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ახსოვთ ღმერთი, როდესაც იგი მადლსა და წყალობას აძლევს და მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როდესაც იგი იწყებს მათ დასჯას ავადმყოფობით, ოჯახში სიკვდილით, წარუმატებლობით ან სირცხვილით ადამინებს შორის, ან ცეცხლით, მახვილით, მიწისძვრით, წყალდიდობით და სხვა მრავალი დიდი თუ პატარა როზგით თუ ჯოხით, რომლითაც იგი აფხიზლებს ძილში მყოფთ, აფრთხილებს უმადურებს, გონებაზე მოჰყავს უგუნურნი და ახსენებს ყველას და ყოველს, რომ ის არის შემოქმედი და პატრონი, ყოველივეს მომცემი და მსაჯული.„ღამით გლოვა ისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - სიხარული“. ეს სიტყვები კიდევ იმას ცხადყოფს, რომ ღამე ლოცვისა და ტირილისათვის არის მოცემული, სინანულისა და ღმერთზე ფიქრისთვის, განსაკუთრებით სინანულისთვის, ხოლო ნამდვილი სინანული არ არსებობს ცრემლის გარეშე. ღამით ადამიანი დაუბრკოლებლად განსჯის თავის საქმეებს, თავის სიტყვებსა და ფიქრებს და ინანიებს იმას, რაც ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს, და თუ ღამით ადამიანი სინანულის გამო ტირის, დილით გაიხარებს, გაიხარებს, როგორც ახალდაბადებული, როგორც განწმენდილი, როგორც ცოდვის ტვირთისგან გათავისუფლებული. მაგრამ თუ იგი ღამეს ატარებს ცოდვასა და უგუნურ მხიარულებაში, დამდეგი დღე მისთვის იქნება სამწუხარო და სატირალი. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო და მასწავლებელო ჩვენო, დაგვსაჯე, მაგრამ მოგვიტევე; გვამხილე, მაგრამ გვაცხოვნე; ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
26.10.2022, ოთხშაბათი
დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა; ხსენება ანტონ ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (†1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწამე ფლორენტისა; მოწამე ბენიამინ დიაკონისა; მელეტი ალექსანდრიელი პატრიარქისა(1601); დიდმოწამე ქრისაბულგარელისა(1795). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ცოდვის ტვირთის და თავის დახსნის შესახებ „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა“ (ფს. 31:1)ცოდვისგან იშვება შიში და შფოთვა, უძლურება, სისუსტე, გონების დაბნელება. ცოდვით ადამიანი თავის წინააღმდეგ განაწყობს სხვა ადამიანებს, აშფოთებს სინდისს, გარშემო იკრებს ეშმაკებს და აძლევს იარაღს თავის წინააღმდეგ. ცოდვით ადამიანი შორდება ღმერთს, შორდება მფარველ ანგელოზს, შორდება ყოველგვარი სიკეთის წყაროს. ჩადენილი ცოდვა ღვთისა და ყველა კეთილი ძალისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. მაგრამ ეს უფრო სასაცილოა, ვიდრე ის, რომ შემოდგომის ფოთოლი უცხადებდეს ომს ქარს, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უცხადებს ომს ღმერთს! ეს ომი თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული და სიკვდილის ტოლფასია, თუ ადამიანი მალევე არ მოეგება გონს, არ მოინანიებს და პატიებას არ სთხოვს ღმერთს. ცოდვილის საშინელი მდგომარეობა კარგად იგრძნო და გამოსცადა საკუთარ თავზე დიდმა მეფემ, დავითმა. იგი წარმოუდგენელ შიშსა და შფოთვას, სისუსტესა და მარტოობას განიცდიდა, გრძნობდა ისრებს ადამიანებისა და ეშმაკებისაგან, მაგრამ როცა თავისი მძიმე მდგომარეობა გაიაზრა, დავითმა აღიარა ცოდვა, ნაცარი დაიყარა თავზე, სინანულის ცრემლებით ასველებდა მიწას და მოთქვამითა და გოდებით, რომელიც ცეცხლივით წვავდა მას, გული მოულბო მოწყალე ღმერთს, რათა მიეტევებინა მისთვის. და როცა მიუტევა ღმერთმა, გამოუთქმელი ნეტარება იგრძნო. მიტევებული სულის ამ ნეტარებას იგი სიტყვებით ვერ გადმოსცემს; ორ მდგომარეობაში ყოფნისა (ცოდვაში ყოფნა და ღვთისაგან შეწყალება) და გამოცდილების საფუძველზე დავითი მხოლოდ გვამცნობს, გვიდასტურებს და გვარწმუნებს, რომ ნეტარია ის, ვისაც დანაშაული ეპატიება და ვისი ცოდვებიც დაიფარება. რა არის ეს ნეტარება? ესაა თავისუფლება, სიმტკიცე, გამოუთქმელი სიხარული, ძალა, აზრის სიცხადე, დამშვიდებული სინდისი, ღვთის იმედი, გალობა ღვთის მიმართ, მოყვასის სიყვარული და ცხოვრების აზრი! ერთი სიტყვით, სინათლე, სიხარული და ძალა. აი, ესაა ის ნეტარებები, რომელთაც ცოდვისგან გათავისუფლებული სული გრძნობს აქვე, ამქვეყნად, და კიდევ, მას ცაში ელოდება ნეტარება, რომელიც „თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია“ (1კორ. 2:9). ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, შენი უსაზღვრო მოწყალებით მოგვიტევე ჩვენი ურჯულოება და დაფარე ჩვენი ცოდვები! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
27.10.2022, ხუთშაბათი
მოწამეთა: ნაზარისა, გერვასისი, პროტასისა და კელსისა (†1); ღირსისა პარასკევა-პეტკა სერბელისა; ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელი ეპისკოპოსისა და კანონგამომთქმელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვიან ანგელოზები მართალთა დასაცავად „დაბანაკდება უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და დაიცავს მათ“ (ფს. 33:8)უფლის ანგელოზი დაიცავს ღვთისმოშიშს. ამის შესახებ უამრავი შემთხვევა არის ცნობილი, რომელთაგან ბევრი ჩაწერილია და ბევრი – ჩაუწერელი. მაგალითად, მთავარანგელოზმა მიქაელმა იბრძოლა ისუ ნავესთვის. ანგელოზი იბრძოდა ასევე მართალი მეფე ეზეკიასთვის და ერთ ღამეში გაანადგურა ქალდეველთა ჯარი. არაერთხელ გამოეცხადნენ ანგელოზები მოციქულებსა და მოწამეებს საპყრობილეებში, გააძლიერეს და გაამხნევეს ისინი. მორწმუნის ნუგეში ის არის, რომ იცის, ღმერთი ყოვლისმხილველია და ხედავს მის გასაჭირს; რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და შეუძლია მისი განსაცდელებიდან გამოხსნა; რომ ღმერთი მრავალმოწყალეა და სურს დაიცვას უბედურებისგან. თავის ნათლის ანგელოზს გამოგზავნის ღმერთი მართლის დასახმარებლად და მის ნაცვლად ის იბრძოლებს მტრის წინააღმდეგ, და თუ უფლის ანგელოზი იბრძოლებს, რომელი ჯარი გაბედავს მის შეწინააღმდეგებას? რომელი სამეფო ისურვებს მასთან ომს? წინა ფსალმუნში წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის“ (ფს. 32:16-17). ამ ყველაფრის მიზეზი უსამართლობაა. ერთი აგენლოზიც საკმარისია იმისათვის, რომ წინააღმდეგობა ვერ გასწიონ და საპნის ბუშტივით გაქრნენ მოწინააღმდეგეები. დავითი თვით იყო მეფე და კარგად ახსოვდა, თუ როგორ მოკლა შურდულით კბილებამდე შეიარაღებული გოლიათი. მან მრავალჯერ იგრძნო უფლის ანგელოზის შეწევნა. ამიტომ შეუძლია ასე დაბეჯითებით დააიმედოს და ანუგეშოს განსაცდელში მყოფი მართალი და განამტკიცოს სიტყვებით: „დაბანაკდება უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და დაიცავს მათ“. ო, ძმებო, ეჭვი არ შეგვეპაროს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, არამედ ყოველდღე გულდასმით დავუკვირდეთ, როგორი მწუხარებით გვტოვებს ღვთის ანგელოზი, როდესაც ვცოდავთ და როგორი სიხარულითა და გამოუთქმელი ძლიერებით მოდის ჩვენს დასახმარებლად, როდესაც ვინანიებთ ცოდვებს და შეწყალებას ვთხოვთ ღმერთს. ჰოი, უფალო ღმერთო, შემოქმედო ჩვენო და მეუფეო ანგელოზთაო, მოგვიტევე, შეგვიწყალე და დაგვიცავი შენი წმიდა ანგელოზების მიერ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
28.10.2022, პარასკევი
ღირსისა ექვთიმე ახლისა, თესალონიკ. (†889); რირსმოწამისა ლუკიანე ანტიოქიელი ხუცისა (†312); ათანასე აღმსარებელისა, კოვროვსკელი ეპისკოპოსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უფრთხილდება უფალი მართლის ძვლებს„უფალი იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება“ (ფს. 33:21)ნუ შეშინდებიან მართალნი. ყოვლისმხედველი ღმერთი უყურებს მათ. და განა ყოვლისმხედველ ღმერთს რამე გამორჩება ან დაავიწყდება? საყოველთაო აღდგომის დღეს იგი შეანაწევრებს სხეულის ყველა ნაწილს და დიდებით აღადგენს. ქრისტიანობის მდევნელები წამებულთა სხეულებს ზღვაში ყრიდნენ, ან ღრმად მარხავდნენ ორმოში, ან ველზე ტოვებდნენ, რათა ფრინველებს დაეჯიჯგნათ. მაგრამ უფალი თავისი განგებით იმგვარად წარმართავდა მოვლენებს, რომ წმინდა ნაწილები მორწმუნეთა ხელში მოხვედრილიყო. მათ ძვირფას კიდობნებში ათავსებდნენ, მათ წმინდა ნაწილებზე ტაძრები იგებოდა, მათი საშუალებით სასწაულები აღესრულებოდა. ასე ნებავდა ღმერთს, რათა მორწმუნეთათვის ეჩვენებინა, ერთი მხრივ, ის, რომ უფალი იცავს მართალთა ძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ განადიდა ისინი ცათა სასუფეველში, რის შესახებაც ამქვეყნიურ ეკლესიას წმიდა ნაწილებისგან გამოვლენილი სასწაულებით ეცნობება. სასწაულმოქმედი წმიდა ნაწილები მართალთა საყოველთაო და დიდებული აღდგომის ერთგვარი წინასწარმაცნეა. დანაწევრებულიც რომ იყოს ან დამწვარი წმინდანთა სხეულები, ეს ხელს ვერ შეუშლის ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ საყოველთაო აღდგომისას გაფანტული მტვრისგან შეკრიბოს და აღადგინოს ისინი. „...და თქვენი თავიდან თმის ღერიც არ დაიკარგება“ (ლუკ. 21:18), – ბრძანებს მაცხოვარი. თუ ძვლებში იგულისხმება საქმეები, იცოდე, რომ უღმრთოთა საქმეები კვამლივითაა, ხოლო მართალთა საქმეები ძვლებივით მყარია და ძლიერი. ღმერთი მათ იცნობს, ღმერთი მათ ინახავს, რათა, როგორც ძვირფასი მარგალიტი, წარადგინოს ისინი საყოველთაო აღდგომისას ანგელოზთა და კაცთა წინაშე.ჰოი, ღმერთო, ყოვლისმხედველო, მართალთა მეუფეო და მცველო, განამრავლე ჩვენი კეთილი საქმეები შენი წმიდა სულით, რომლის გარეშეც არანაირი კეთილი საქმე არ აღესრულება და გვაცხოვნე ჩვენ შენი მოწყალებით და არა – ჩვენი საქმეების მიხედვით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
29.10.2022, შაბათი
მოწამისა ლომგინოზ ასისთავისა, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა, კაპადუკიელისა (†1); ღირსისა ზენონ იყალთოელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის მთებისა და უფსკრულების შესახებ „სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით“ (ფს. 35:7)ღვთიური სიმართლის მთები კვეთენ დროის და სივრცის მდელოებს, აღიმართებიან დედამიწიდან ცამდე; და დროის ღრუბლებიდან ამაღლდებიან მარადიულ უღრუბლო მწვერვალებამდე.და ვინ, თუ არა წმინდანები, არიან ღვთის სიმართლის მატარებლები? შეხედეთ, როგორ კვეთენ ისინი დროსა და სივრცეს! დაბადებულნი დროში ხარობენ მარადიულობაში; იმყოფებიან მარადიულობაში და გვევლინებიან დროში და გვეხმარებიან, როგორც უფრო ძლიერი ძმები უფრო სუსტებს. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე შენდება ტაძრები მოციქულების, მოწამეებისა და ღვთის სხვა წმინდანების სახელზე. ასეთია ღვთის სიმართლის მთები: შეუძლებელია მათი შემოსაზღვრა, შეუძლებელია მათი გარშემორტყმა, შეუძლებელია მათი გაზომვა რაიმე ამქვეყნიური საზომით. რომელი მთები შეედრება ღვთის მთებს? რომელი ადამიანები შეედრებიან ღვთის ადამიანებს? რომელი დიდება შეედრება იმათ დიდებას, ვისაც ღმერთი განადიდებს? ო, ძმებო, ვიხაროთ ღვთის სიმართლით და ვიმხიარულოთ ღვთიური სიმართლის მაღალი მთებით!შენი სამართალი დიდი უფსკრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი განგებულება გამოუკვლეველია, როგორც დიდი უფსკრული. იობს შენ შეჰყარე კეთრი, რათა განდიდებულიყო, საული შენ აღამაღლე ტახტზე, რათა უფსკრულში დანთქმულიყო, სწყალობ ცოდვილს და აძლევ მას სიუხვესა და ჯანმრთელობას, რათა მოინანიოს; სჯი მართალს, რათა განამტკიცო რწმენასა და იმედში!შენი წმიდა ეკლესია შენი სიმართლის უმაღლესი მთაა, მრავალი მთის დედა. შენი წმიდა ეკლესიისათვის, ღმერთო, ნაცნობია შენი სამსჯავრო და შენი გზები, ამიტომ დიდია მისი სიბრძნე და ტკბილია, როგორც სკა, თაფლით სავსე. უფალო, განდევნე ჩვენი გულებიდან ბოროტების ღრუბლები, რათა შევიცნოთ შენი სიმართლე და ვიხილოთ შენი გზები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
30.10.2022, კვირა
იოსებ სასწაულმოქმედისა, სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქისა (†1770); დიდმოწამისა შუშანიკ დედოფლისა (†475); წინასწარმეტყველისა ოსესი (820 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ანდრია კრეტელისა (†767). მართალი ლაზარესი, 4 დღე საფლავში მდებარისა (287/330) #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ცოდვის ჩირქიანი ჭრილობების შესახებ„აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო“ (ფს. 37: 6)წინასწარმეტყველი საუბრობს ცოდვის წყლულებზე, რომლითაც მანამდე თავად სცოდავდა და თავად შეიგრძნო ამ ცოდვის სრული სიმყრალე. რამდენადაც ჩანს ამ აღიარებით ყოფილი ცოდვების დიდი სიბინძურე, იმდენადვე ჩანს მონანიებულის შემდგომი სიწმინდე. სანამ ადამიანი ცოდვით აყროლებულ გზაზე დადის, ის ვერ გრძნობს მახრჩობელ სიმყრალეს, მაგრამ როდესაც ამ გზიდან გადავა და მართალ და წმიდა გზას დაადგება, მაშინღა იწყებს ენით აუწერელი განსხვავების შემჩნევას სიწმინდესა და უწმინდურებას, სიკეთესა და უკეთურებას შორის. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის განცდები, რომელმაც ღამე გაათია ბინძურ და დახუთულ სასტუმროში, დილით კი ვარდების ბაღში აღმოჩნდა. იქ სიმყრალე და საწამლავი იყო, სულისა და სხეულის დამცირება, მრისხანება და უთანხმოება, საკუთარი თავისა და სხვების წვალება; აქ კი უფლისგან მზე დანათის თავზე, ირგვლივ მშვენიერი ყვავილებია, სუფთა ჰაერი და კეთილსურნელება, სიმყუდროვე და ჯანმრთელობა. აი, ამაზე უფრო დიდი სხვაობაა ცოდვის გზასა და ღვთის გზას შორის.„აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები“ - ასე აღწერს დიდი მეფე საკუთარ ცოდვილ წარსულს. არაფერი ისე არ ყარს, როგორც ცოდვა; არაფერი ისე არ ჩირქდება და ვრცელდება, როგორც ცოდვა. სხეულის ჭრილობების სიმყრალე მხოლოდ მცირედით ემსგავსება ცოდვილი სულის აუტანელ სიმყრალეს. ამიტომ ასეთ სულს ყოველგვარი სიწმინდე განეშორება. ზეციური ანგელოზები იმალებიან მისგან, სამაგიეროდ ჯოჯოხეთის ბინძური სულები ეძებენ მასთან კავშირს. ყოველი ახალი ცოდვა ახალი ჭრილობაა სულისთვის, ყოველი ცოდვა - ჩირქი და სიმყრალე, მაგრამ საიდან მოდის ცოდვა? „პირისაგან უგუნურებისა ჩემისა“, - განმარტავს წინასწარმეტყველი. ღვთიური კალაპოტიდან ამოვარდნილ გონებას ადამიანი ცოდვისკენ მიჰყავს. სანამ გონება არ განიწმინდება, არ შეუძლია ადამიანს განწმენდა. „ჩვენ ქრისტესი გონება გვაქვს“, - ბრძანებს მოციქული (1კორ 2:16), ანუ გვაქვს ის გონება, რომელიც დაბრუნებულია იმ კალაპოტში, რომელშიც იყო ადამის გონება ცოდვით დაცემამდე. ამიტომ, ძმებო, მთელი მართლმადიდებლური სწავლება ასკეტური მოღვაწეობის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ერთ უმთავრეს საკითხზე – ადამიანის გონებაზე და მის განწმენდასა და გამოსწორებაზე.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, წმინდა და მარადიული სიწმინდის წყაროო, დაგვეხმარე ჩვენ, რომ მოვიშოროთ უგუნურება; დაგვეხმარე, რომ ვიფიქროთ შენი გონების მიხედვით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი
31.10.2022, ორშაბათი
ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებლისა ლუკასი (†I).ღირსი იულიანე მეუდაბნოისა; მოწამე მარინი ბერისა; დიდმოწამე ქრისა ბულგარელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ენით ცოდვის შესახებ„ვთქვი: დავიცავ ჩემს გზებს, რათა არ ვცოდო ჩემი ენით“ (ფს. 38:2)ენით ცოდვა ყველაზე ხშირი და ყველაზე უსწრაფესი ცოდვაა. „ვინც არ სცოდავს სიტყვით, იგი სრულყოფილი კაცია“, - ბრძანებს იაკობი მოციქული (იაკ. 3:2). როდესაც მონანული ივლის ღვთის გზაზე, ანუ როდესაც დაიწყებს ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრებას, მეტად უნდა იშრომოს, რომ ენით არ სცოდოს. ამის შესრულება დაუწესა საკუთარ თავს მონანულმა დავითმა. მან განსაკუთრებით გადაწყვიტა, რომ დუმილს დაიცავდა მტრის წინაშე: „დავუყენებ, უფალო, მცველს ჩემს პირს, ვიდრე ჩემ წინაშეა ჩემი მტერი“, – აი, საუკეთესო წესი მათთვის, ვისაც ცოდვისგან განკურნება სურს: როდესაც ადანაშაულებენ, იგი დუმს, როდესაც ცილს სწამებენ – მაშინაც დუმს. მართლაც, რა სარგებელია, თუ პასუხს გასცემ გაცხარებულ ურჯულოს, რომელიც ღმერთს არ იცნობს? თუ მასთან ბოროტების შესახებ ისაუბრებ, კიდევ უფრო გააბრაზებ, თუ სიკეთეზე - სიწმინდის მაძაგებელად აქცევ, ქრისტე დუმდა პილატეს წინაშე. „მე არ მპასუხობ?“- ეკითხებოდა პილატე. და რა შეიძლება უპასუხო იმას, ვისაც არა აქვს ყური, რომ მოისმინოს და გონება, რომ გაიაზროს? ხედავთ, მართლის დუმილმა ურჯულოს წინაშე შეიძლება საუკეთესოდ იმოქმედოს თავად ურჯულოზე, მარტო დარჩენილმა შეიძლება მართლის დუმილი თავისი სულის სასარგებლოდაც გაიაზროს, მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა პასუხს – კარგს თუ ცუდს – იგი განმარტავდა როგორც ბოროტებას და სხვებს განიკითხავდა, საკუთარ თავს კი გაიმართლებდა. ნეტარია ის, ვინც ენის მოთოკვას ისწავლის. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შენ, რომელმაც გვიჩვენე იმის მაგალითი, როდის და როგორ არის საჭირო საუბარი, ასევე გვაჩვენე იმის მაგალითიც, თუ როდის და როგორ არის საჭირო დუმილი. შეგვეწიე სულიწმიდის მადლით, რათა არ შევცოდოთ ენით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011