ნოემბერი, 2022
01.11.2022, სამშაბათი
დღესასწაული "კოლხეთის" ღვთისმშობლის ხატისა (2007), ხსენება წინასწარმეტყველისა იოელისა (800 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ნიკოლოზისა (დვალი †1314). მოწამისა უარისა და 7-თა მისთანა ქრისტეანთა მასწავლებელთა (†307); ღირსისა იოანე რილელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სულის შესახებ, რომელსაც სწყურია ღმერთისწყურია ჩემს სულს ძლიერი და ცოცხალი ღმერთის მიმართ: „როდის იქნება, რომ მივალ და ვეჩვენები ღმერთის პირს?“ (ფს. 41:3)როგორც კი ღვთისადმი სიყვარულის ნაპერწკალი აღინთება ადამიანის გულში, დაე, ნუ ჩააქრობს მას, არამედ აალების საშუალება მისცეს და იხილავს სასწაულს. ეს ნაპერწკალი გასაოცარ სინათლედ გარდაისახება და მისი ნათელი და სითბო იქნება ძალიან დიდი. ღვთიური სიყვარულის ნათელში ადამიანი ამქვეყნად თავის თავს ისე დაინახავს, როგორც სიბნელეში, ხოლო მისი სითბოდან იგრძნობს დაუოკებელ სულიერ წყურვილს, წყურვილს ღმერთთან მიახლოებისა და ღვთის ჭვრეტისა. ღვთისმოყვარე დავითი ამგვარ წყურვილს იმ ირმის წყურვილს ადარებს, რომელიც წყაროსკენ მირბის: „ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს“.განა ჩვენ გარშემო ყველაფერი წარმავალი არაა?! განა ირგვლივ ყველაფერი მტვრად არ იქცევა?! აჩრდილებს დავსდევთ და მკვდრებს ვეფერებით. ხვალინდელი სიმყრალისათვის დღეს ვიხდით ოქროთი და ვერცხლით, ზოგჯერ ღირსებითა და სინდისით, ზოგჯერ - სიცოცხლითაც კი - და ამ ყველაფერს ვთმობთ ხვალინდელი დღის სიმყრალისთვის! ეს არაა სიყვარული, ეს ცხოველური ავხორცობაა. ღირსეული სული ეძებს საგანს, რომელიც ღირსია სიყვარულის, რომელიც არ ექვემდებარება ნგრევას, რღვევას, დამახინჯებას, ხრწნას წარმავალი სხეულივით. ამიტომ ღვთისმოყვარე მეფე აზუსტებს: „... სწყურია ჩემს სულს ძლიერი და უკვდავი ღმერთის“. და ვინ არის ნამდვილად ძლიერი და უკვდავი, თუ არა ღმერთი?! ღმერთმა უბოძა ძალა და სიცოცხლე თავის ანგელოზებსა და წმინდანებსაც, თუმცა ყველაფერი მისია და მისგან არის. „როდის მივალ და ვეჩვენები ღმერთის პირს“,- აი, ღვთის ნამდვილი სიყვარულის დაუძლეველი წყურვილი. შერცხვეს ყველას, ვინც ამბობს, რომ სწამს და უყვარს ღმერთი, თუმცა წუთისოფლის დატოვებასა და სიკვდილზე ფიქრიც კი აძრწუნებს.ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, წმინდაო, ძლიერო და უკვდავო; სიწმინდის, ძლიერებისა და ცხოვრების წყაროვ, განგვანათლე და აღანთე ჩვენში შენი სიყვარული. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
02.11.2022, ოთხშაბათი
ღირსისა მამისა გაბრიელ არქიმანდრიტისა, აღმსარებელისა და სალოსისა (ურგებაძე †1995); დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (†362); ღირსისა და ღმერთშემოსილისა კეფალონიელისა (†1581) და ღირსისა მატრონა ქიოპოლელისა (†462). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ძველად და ახლად მოთხრობილი ღვთის სასწაულების შესახებ„ღმერთო, ჩვენი ყურით ვისმინეთ და ჩვენმა მამებმა გვაუწყეს საქმე, რომელიც შენ ჰქმენ მათ დღეებში, პირველ დღეებში“ (ფს. 43:2).ამას ამბობს დავით მეფე თავისი ხალხის სახელით და მხოლოდ ზოგიერთს ჩამოთვლის იმ დიად საქმეთაგან, რომლებიც ღმერთმა აღასრულა ებრაელი ერისთვის. მათ შესახებ წმინდა წერილიდან ვიცით, ძმებო, მაგრამ რამდენი რამ არის ისეთი, რომელთა შესახებ მეფემაც არ უწყოდა, რადგან ისინი მის შემდგომ აღესრულა. განა არ გვსმენია ღვთის განგებულებისა და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარების შეუდარებლად უფრო დიდი და დიადი საქმეების შესახებ?!ძე ღმერთი ხორციელად იშვა უბიწო ქალწულისგან და ადამიანთა შორის ცხოვრობდა, სიბრძნე გააცხადა, სასწუალები აღასრულა, სიკვდილი განაქარვა, ეშმაკი შეარცხვინა, თავის მიმდევრებს ძალა მიმადლა. ამათ შესახებ არაფერი სმენია მეფე დავითს, ჩვენ კი გვსმენია, რადგან მათ შესახებ გვამცნეს სულიერმა მოძღვრებმა - მოციქულებმა და მახარებლებმა, მოწამეებმა და მართლებმა და ყველა წმინდანმა იმ დროიდან მოყოლებული დღემდე. და არა მხოლოდ მათ გადმოგვცეს, არამედ სულიწმიდა ყოველდღიურად გვაუწყებს თავისი ეკლესიის მადლმოსილი საიდუმლოებებისა და უამრავი სასწაულის მეშვეობით. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულის, თუმცა დიდი შიშის მიზეზიცაა, რადგან მეტი მოგვეცა და ამიტომ მეტი მოგვეთხოვება. ჩვენ ბევრად მეტი სულიერი სიკეთე გვებოძა, ვიდრე იმათ, ვინც ქრისტემდე ცხოვრობდა: მეტი სიბრძნე, მეტი ცოდნა, მეტი ღვთის მადლი და ძალა, და მეტი, ბევრად მეტი, მაგალითი ღვთის მიერ ადამიანისა და ადამინის მიერ ღვთის სიყვარულისა. ასე რომ, მდიდართა შორის ყველაზე მდიდრებო, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ამ ყველაფრისთვის თავად რა მიეცით ან რას აძლევთ ღმერთს. ამიტომ, ეცადეთ, რომ არ შეგრცხვეთ საშინელ სამსჯავროზე. სიზმარივით სწრაფად გარბის დღეები და სწრაფადვე გაფრინდება დრო, მალე ანგელოზთა საყვირის ხმა შემოკრებს ყველა ხალხსა და ერს უფლის საშინელ სამსჯავროზე. ეცადეთ, რომ არ შეგრცხვეთ, რადგან თავს ვერ გაიმართლებთ, თითქოს რამე არ იცოდით ან რამე გაკლდათ... თქვენ ბევრად მეტი იცით, მეტი რამ გაგეცხადათ, ვიდრე დავითსა და სოლომონს. თქვენ მეტი მოგეკითხებათ, ვიდრე მათ.ჰოი, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, დიდებულო და საკვირველმოქმედო უფალო, მოგვმადლე განუწყვეტელი ხსოვნა იმისა, რომ ჩვენთვის დაღვარე შენი წმიდა სისხლი, რათა არ დავივიწყოთ ეს და არ ვიყოთ სამუდამოდ დასჯილნი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
03.11.2022, ხუთშაბათი
ღირსისა ილარიონ დიდისა პალესტინელისა (†371/372); ილარიონ მეგლინელი ეპისკოპ. (†1206). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთივშთაგონებულ გულსა და ენაზე აღმოთქვა ჩემმა გულმა კეთილი სიტყვა... ჩემი ენა ემსგავსა ხელოვანი მწიგნობრის საწერს (ფს. 44:2).ესაა ზეშთაგონება სულიწმიდის მიერ! წინასწარმეტყველს იესო ქრისტეს შესახებ სურს ისაუბროს - მისი გული აღივსო ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით. ამიტომ არ ამბობს: „თქვა ჩემმა გულმა კეთილი სიტყვა“, არამედ: „აღმოთქვა...“, თითქოს საკუთარი გულიდან აღმოადინა - აღვსებული წყაროს სათავიდან წყლის გადმოდენის მსგავსად. დაუდგრომელი წყალი მიწისქვეშ გროვდება და როდესაც წყაროს სათავემდე მიაღწევს, ძლიერ ნაკადებად ამოიფრქვევა. მსგავსადვე ხდება წინასწარმეტყველის გულში, როდესაც მას ქრისტეს შესახებ სურს საუბარი. ასეთი ძალა აქვს მადლს, რომელიც გულშია დაგროვილი: თუ ის არ გამოითქმის ძლიერი სიტყვით ან არ მჟღავნდება სასწაულით, მაშინ ადამიანში ანათებს და სასწაულებს სჩადის. მაგრამ თუ სიტყვებით გამოითქმება, წინასწარმეტყველის ენა იქცევა დახელოვნებული მწერლის საწერ კალმად, რადგან ამ დროს საჭირო არაა წვალება, რომ აზრი მოიკრიბო და სიტყვები დაალაგო - მადლი თავად ამეტყველებს ენას მზა აზრებითა და სიტყვებით.საიდან მოდის ადამიანში ასეთი ძალა? სულიწმიდისგან. რა საჭიროა ასეთი ძალა? იმისათვის, რომ წინასწარმეტყველს სურს მეფეს დაელაპარაკოს თვით მეფის შესახებ: „წარვუდგენ ჩემს საქმეებს მეფეს“. აქ სიტყვა და საქმე ერთია, როგორც ეს ხშირად ხდება წმიდა წერილში. სადაც სული მეტყველებს, იქვე მოქმედებს კიდეც და სადაც მოქმედებს, იქვე მეტყველებს. ყველაზე ძლიერად სული საქმით მეტყველებს. წინასწარმეტყველი იღებს ქრისტე მეუფისგან და აძლევს ქრისტე მეუფეს. იგი საუბრობს მაცხოვრისადმი სიყვარულით შთაგონებული, საუბრობს გულით, რომელიც აღსავსეა ღვთიური სიყვარულით. შორეულ წარსულში მყოფი წინასწარ ხედავს განკაცებულ ძე ღმერთს და გული სიხარულით ევსება, როგორც ღამით მგზავრობით დატანჯულ მგზავრს, რომელიც ლამაზ გარიჟრაჟს ჭვრეტს აღმოსავლეთით! ჰოი, უფალო ღმერთო, სულო წმიდაო, ნურც ჩვენ მოგვაკლებ შენს მადლს, წმიდასა და ძლიერს, რათა ცოდვათაგან განწმენდა შევძლოთ და ღირსი გავხდეთ ქრისტეს სასუფევლისა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
04.11.2022, პარასკევი
მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპ. სასწაულმოქმედისა (†167); 7-თა ყრმათა ეფესელთა; ღირსისა გიორგი ხუცისა, კონსტანტინოპოლელისა (†1959). საქართველოშია აღკვეცილი და ხელდასმული. დღესასწაული ყაზანის ღმრთისმშობლის ხატისა. მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკ., ირაკლი მხედრისა და 4 დედათა: ანა, ელისაბედ, თეოდოტია და გლიკერიასი(1411). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს სილამაზის შესახებ, რომელიც ყველა სხვა სილამაზეს აღემატება „სილამაზით შენ ყველაზე მშვენიერი ხარ კაცის ძეთა შორის“ (ფს. 44:3). წმიდა წერილი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს სხეულებრივ სილამაზეს, ისევე როგორც ზოგადად ყველაფერ წარმავალს. ამიტომ წმიდა წერილის მკითხველი ძალზედ ყურადღებიანი და გონიერი უნდა იყოს და შეძლოს ხორციელი სილამაზის ქება სულსა და სულიერ ფასეულობებზე გადაიტანოს. ცხადია, სულიერი სილამაზე საოცარ მიმზიდველობას ანიჭებს ყველაზე ულამაზო სხეულსაც კი, მაშინ, როდესაც მახინჯი სული ყველაზე მოწესრიგებულ სხეულსაც კი საძულველად აქცევს. წინასწარმეტყველი დავითი, აღმოთქვამდა რა ღვთივშთაგონებულ სიტყვებს, მიმართავს თავის მეუფეს, უფალ იესო ქრისტეს: „მშვენიერი ხარ კაცის ძეთა შორის“...უფალი ხორციელად იმ სახით მოგვევლინა, როგორც თავად სურდა. თუკი განიზრახავდა, რომ განკაცებულიყო კაცთა ძეებზე უმშვენიერესი სხეულით, მას ეს შეეძლო. მაგრამ სახარებაში მინიშნებაც არაა, რომ იგი თავისი სხეულით იზიდავდა ადამიანებს და სხეულის აღნაგობით ზემოქმედებდა მათზე. თავად ბრძანებს: „ხორცი უსარგებლოა“ (ინ. 6:63). მაშასადამე, ცხადია, რომ დავითი საუბრობს ქრისტეს არა ხორციელ, არამედ მის სულიერ, ღვთიურ სილამაზეზე. ეს, სხვათა შორის, სრულად ნათლად ჩანს დავით მეფსალმუნის შემდეგი სიტყვებიდან: მადლი იღვრება შენი ბაგეებიდან“. შესაბამისად, ღვთის ძის განუმეორებელი სილამაზე მდგომარეობს არა მისი ბაგეების მოხაზულობაში, არამედ მადლის ნაკადში, რომელიც მისი ბაგეებიდან გადმოედინება... „არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ“ (ეს. 53:2), - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შესახებ. და როგორ ზუსტად შეესაბამება ესაიას ნათქვამი დავითის ნათქვამს! დავითი ქრისტეს შინაგან სილამაზეზე საუბრობს, ხოლო ესაია – მის არამიმზიდველ გარეგნობაზე. ესაიას სურს თქვას: ვხედავდით მას არა როგორც მეფეს ან დიდებულს, არამედ როგორც მსახურსა და ტანჯულს.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, შენ ჩვენთვის ადამიანებსა და ანგელოზებზე მშვენიერი ხარ - დიდება შენს უკვდავ და წარუვალ სილამაზეს. გევედრებით, უფალო: შეცვალე ჩვენში ცოდვით გამოწვეული სულის სიმახინჯე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
05.11.2022, შაბათი
დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება მოციქულისა 12-თაგანისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისა (†63). მართალი იაკობ ბროვიჩელისა, სასწაულმოქმედისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მეფის ასულის სილამაზის შესახებ „მეფის ასულის მთელი დიდება მის შიგნითაა“ (ფს. 44:14).ეკლესია მეფის ასულია. გარეგნულად რაც არ უნდა ღარიბულად გამოიყურებოდეს ის და თვალისთვის ულამაზოდ, დევნილად და დამცირებულად, შინაგანად მაინც სავსეა სამეფო ბრწყინვალებითა და მშვენიერებით. ის, ვინც კაცთა ძეებზე ულამაზესია, წინასწარ განსაზღვრავს თავისი ასულის სილამაზეს. ეკლესია ქრისტეს სამოსელია, მასში ქრისტეა. ვერანაირი გარეგნული სილამაზე ვერ შეედრება შინაგან სილამაზეს ანუ ქრისტეს სილამაზეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეფის ასულია, ოქროთია ნაქსოვი და ნაქარგით შემკულია მისი სამოსი, რაც სიმბოლურად მისი სულის სათნოებებს წარმოადგენს. სამოსელში რომ სიმბოლურად სათნოებები იგულისხმება, ამას მეფის ძის ქორწილის იგავი ცხადყოფს. ადამიანი, რომელიც საქორწილო სამოსით არ იყო შემოსილი, მეფის ნადიმიდან განიდევნა და დაისაჯა (მთ. 22:11). ღვთის მიმართ რწმენის ჭეშმარიტება – ესაა ყოვლადწმიდა ქალწულის ოქროს სამოსელი, ხოლო ამ ოქროქსოვილი სამოსის შემამკობელი ნაქარგობები არის ქალწულება, სიმდაბლე, გულმოწყალება, სიწმინდე, ლოცვა, ღვთის ნებას მინდობა და ყველა სხვა სიკეთე –თუმცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სრულ სილამაზეს წარმოადგენს უფალი იესო ქრისტე, მასში დაფარული და მისგან შობილი. ყოველი მართალი ქრისტიანის სული მეფის ასულის მსგავსია. ასეთი სულის მთელი სილამაზე არის ქრისტეში და ქრისტესაგან, რომელიც სულშია. სული ქრისტეს ანუ სიმართლის მზის გარეშე წყვდიადში იმყოფება და ისეთივე უსახური და ულამაზოა, როგორიც იქნებოდა სამყარო მატერიალური მზის გარეშე. ჰოი, სახიერო და კაცთმოყვარეო უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო და ყოველთა შემოქმედო, შეგვეწიე ჩვენ, შევიმოსოთ სათნოებათა სამოსელი, რათა შიშველი არ აღმოვჩნდეთ საშინელ სამსჯავროზე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
06.11.2022, კვირა
მოწამესი არეთასი და მისთანა 4299-თა მოწამეთა (†523-542). დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" (1688); ნეტარი ელეზვოი, ეთიოპიის მეფისა(553-555); ღირსი გიორგი კონსტანტინეპოლელისა(1959). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ცხადად მოსვლის შესახებ „ღმერთი ცხადად მოვა, ღმერთი ჩვენი და არ დადუმდება“ (ფსალმ. 49:3) მეთაურის წოდება არ არის იგივე რაც მსაჯულის წოდება. მეთაური მოწინააღმდეგეს არ ენახვება და საშუალებას აძლევს იფიქროს მასზე ისე, როგორც სურს, რადგან მეთაურისთვის მთავარი გამარჯვებაა. მსაჯული კი უცებ ჩნდება იმათ წინაშე, ვისაც ასამართლებს. მასწავლებლის მოწოდებაც არ არის ისეთი, როგორიც მსაჯულისა. მასწავლებლისთვის მთავარია ასწავლოს თავის მოწაფეებს, ამიტომ ხშირად მდაბლდება მათ დონემდე და ისე მიმართავს აღსაზრდელებს, როგორც მეგობრებს, მსაჯული კი პირველიდან ბოლო წუთამდე იმათ წინაშეა, ვისაც ასამართლებს, და თანაც, როგორც მსაჯული და არა – სხვა ვინმე. მკურნალის წოდებაც არ არის ისეთი, როგორიცაა მსაჯულის; ამავდროულად, მათ შორისაც ისეთივე განსხვავებაა, როგორიც წინა ორ შემთხვევაში. ძმანო, ღმერთი მოევლინა სამყაროს კაცობრივი სხეულით – მოევლინა როგორც მეთაური, როგორც მასწავლებელი, როგორც მკურნალი, მაგრამ ის ჯერ არ გამოცხადებულა როგორც მსაჯული. პირველ შემთხვევაში, უფალს არ განუცხადებია თავისი უმაღლესი ღირსების შესახებ, მან საშუალება მისცა მოწინააღმდეგეებს, მოწაფეებსა და სნეულებს იმსჯელონ ისე მის შესახებ, როგორც იციან; ვისაც ჯანსაღად შეეძლო განსჯა, იგი იცნობდა კაცობრივ სხეულში დაფარულ ღმერთს - იცნობდა სიტყვით, საქმით, კაცთმოყვარეობით, მისი შობის, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლებისას მოვლენილი ზეციური სასწაულებით, ხოლო ვისაც გონება დაბნელებული ჰქონდა რაიმე ბოროტი ვნებით, ასეთს არ შეეძლო მისი არც ცნობა და არც ღმერთად აღიარება. მაგრამ როდესაც იგი მოვა როგორც მსაჯული, მას უკვე არავინ ჰკითხავს: „ნუთუ ეს შენ ხარ, უფალო ?“, ან „ვინ ხარ შენ?“, რადგან მეყსეულად ყველას ეცოდინება, რომ ის ნამდვილად უფალია. აგნელოზები საყვირს ჩაჰბერავენ მის წინაშე, ცაზე გაბრწყინდება მისი ჯვარი, ცეცხლი აინთება მის წინ და ქარიშხალი იქროლებს ირგვლივ. მაშინ მორწმუნე თუ ურწმუნო, მართალი თუ ცოდვილი დაინახავს და იცნობს მსაჯულს. და მაშინ გაიხარებენ მხოლოდ ისინი, ვინც იცნო იგი, როგორც ღმერთი, გამოქვაბულში და ჯვარზე. ჭეშმარიტად, გაიხარებენ ისინი, რადგან მსაჯულში იცნობენ სწორედ მას, ვისი წინამძღოლობითაც იბრძოდნენ, ვისგანაც სწავლობდნენ და ვის მიერაც იკურნებოდნენ. ჰოი, მაცხოვარო ყოვლადდიდებულო, შეგვიწყალე ჩვენ და გამოგვასწორე შენს მეორედ მოსვლამდე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
07.11.2022, ორშაბათი
მოწამეთა და მწიგნობართა: მარკიანე წიგნისმკითხველისა და მარტვირი იპოდიაკონისა, კონსტანტინოპოლელთა (†355). მოწამე ვაროზისა და მისთანა 7 მოწამისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წუთისოფელთან განშორებისა და უდაბნოში ცხოვრების შესახებ „გავშორდი და გავიქეცი და მოვისვენე უდაბნოში“ (ფსალმ. 54:8)ძმებო, ვის უნდა გაქცეოდა წინასწარმეტყველი უდაბნოში? ბოროტ მტერს, ვნებებსა და ამაოებას. და რატომ უდაბნოში? რადგან ეს არის ბოროტი მტრების, ვნებებისა და ამქვეყნიური ამაოების დამარცხების საშუალება. უდაბნოსთვის ცოტა თუ იბრძვის, ამიტომაცუდაბნოში გაიქცეოდა. ადამიანები იბრძვიან ქალაქებისა და მიწებისთვის, ძალაუფლებისა და სიმდიდრისთვის და არა უდაბნოსთვის. ადამიანის შინაგანი მტრებიც, ვნებები და სხვადასხვა სახის ამაოება ქალაქებში ახალ-ახალი ცეცხლით განახლდებიან განუწყვეტლივ, მაშინ როდესაც უდაბნოში ისინი ნელდებიან და ქრებიან. „სიკვდილის შიში დამეუფლა მე“ (ფს. 54:5) - ბრძანებს მანამდე წინასწარმეტყველი. ესეც ერთ-ერთი მიზეზია უდაბნოში გასარიდებლად. სხვა სამყაროსთვის, ღმერთთან შესახვედრად არის საჭირო სულის მომზადება, მეფესაც კი არ ძალუძს გაექცეს სიკვდილს და აირიდოს სამსჯავრო. მუდმივ ფუფუნებასა და განცხრომაში მცხოვრები ადამიანი ნამდვილად ემსგავსება წუთისოფლის შარბათით დაძინებულს. და აი, სიკვდილზე ფიქრი შეანჯღრევს ასეთს და გამოაღვიძებს. ეჰ, უნდა მოვკვდე! უნდა დავტოვო ეს სამყარო! მომიწევს ღვთისა და ანგელოზების წინაშე წარდგომა! სად არის ჩემი სული? სადაა ჩემი საქმეები? რითი დავტოვებ ამ სამყაროს და რით მივალ სხვა სამყაროში? ათასობით არიან, ვინც ამ კითხვებმა გამოაღვიძა ცოდვის ბურანიდან და უდაბნოში წავიდა, რათა დღედაღამ განიწმინდონ სული და გული სინანულით, ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, შრომითა და სხვა მრავალი საშუალებით, რომელთა დახმარებითაც მოღვაწე ამარცხებს სიკვდილის შიშს და ხდება ღვთის შვილი.ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, განმანათლებელო ჩვენო, ყოვლადბრძენო და სახიერო, რომელიც ოდესღაც თავადაც განერიდე ადამიანებს და განმარტოვდი უდაბნოში, შეგვეწიე ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი სულებისთვის და მოვემზადოთ შენი ზეციური სასუფევლისათვის. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
08.11.2022, სამშაბათი
დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (†306); ხსენება დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა, რომლისაგანსასოებისა გვიხსნა ღმერთმან მადლითა წმიდისა დიმიტრისითა (კონსტანტინეპოლს 740 წელს); წმიდა ალექსანდრე გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე 1907). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღმერთისთვის განმზადებული გულის შესახებ„გამზადებულია ჩემი გული შენთვის, ღმერთო“ (ფს. 56:8)ნეტარია, ვისაც შეუძლია ამგვარად მიმართოს უფალს! ნეტარია, ვისი გულიც სრულიად მზად არის აღასრულოს ღვთის ნება. ადამიანის გულის მზადყოფნა იმით გამოიხატება, რომ სიხარულით შეუძლია ღვთის ნების შესრულება და არ აბრკოლებს არანაირი აზრი და სურვილი. სინანულში მყოფი დავითი თავიდან თავის ცოდვილ ფიქრებსა და სურვილებს ემსახურებოდა და აბობოქრებულ ზღვაში მყოფ ნავს ჰგავდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ქარიშხალი დანთქმას უპირებდა, დიდი სინანულითა და შემუსვრილი გულით მიმართა ღმერთს და სრულიად მიანდო თავისი ცხოვრების ნავი ღმერთს. „გამზადებულია ჩემი გული შენთვის, ღმერთო“, - უდიდესი სულიერი სიმშვიდით წამოიძახებს იგი, რადგან იცის, რომ ნავი ყველაზე გამოცდილ მესაჭეს მიანდო. ქარიშხალი მძვინვარებს თუ ტალღები ეხეთქებიან, არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ნავს ვერაფერი დაამსხვრევს და რომ იგი მშვიდად მიაღწევს თავის ნავთსაყუდელს. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ მასში არ არის სიამაყე და დამდაბლებულია ღვთის განუზომელი ძლიერებისა და სიბრძნის წინაშე. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ გული გათავისუფლებულია ყოველგვარი ამქვეყნიური სურვილისა და ოცნებისაგან და მხოლოდ ღვთისკენ სწრაფვითა და ღვთის მიმართ სიყვარულით არის აღსავსე. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ გული გათავისუფლებულია ყოველგვარი დარდის, საზრუნავისა და შიშისაგან, რომ იგი დამშვიდებული და გამხნევებულია ღვთის მადლის თანამყოფობით... „გაქებ და გიგალობ შენ დიდებითა ჩემითა“ - ასე აგრძელებს მეფსალმუნე. და ეს აჩვენებს, თუ რაოდენ ჭეშმარიტად განმზადებულია მისი გული, კერძოდ: იგი არ ქედმაღლობს თავისი სამეფო დიდებულებით და მას ღმერთს მიაწერს. მან არარაობამდე დაიმდაბლა თავი ღვთის წინაშე და მთელი მისი ბედნიერება იმაშია, რომ აქოს და ადიდოს ღმერთი. საკუთარი დიდებულება მხოლოდ იმის საფუძველს აძლევს, რომ ღმერთი განადიდოს. ო, ძმებო, შევეცადოთ, რომ ჩვენი გულებიც შეძლებისდაგვარად მალე განვამზადოთ ღვთისთვის - ღვთის სიტყვის მოსასმენად, ღვთის ნების აღსასრულებლად, ცოცხალი ღმერთის სადიდებლად. ჰოი, უფალო, შემოქმედო ჩვენო, შეგვეწიე, რათა შენთვის განვამზადოთ ჩვენი გულები, რათა იქცნენ ისინი შენი ცხოველსმყოფელი მადლის ჭურჭლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
09.11.2022, ოთხშაბათი
მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (†306). მოწამე დედათა: კაპეტოლინე და მისი მხევალი ეროტიდესი, კაბადუკიელთა; მოწამე მარკოზ ფასოსელისა და მისთ;მართალი პროკლასი, პილატე პონტოელის მეუღლისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება შურის შესახებ ღმერთის სახლის მიმართრადგან შენი სახლის შურმა შემჭამა მე და შენი მაყვედრებლების ყვედრება მომწვდა მე (ფს. 68:10)ცაღვთის სახლია. ეკლესიაცღვთის სახლია. მორწმუნეთა სხეულიცღვთის სახლია. ყველგან, სადაც ღმერთია, იქ ღვთის სახლია და სადაც ღვთის სახლია, იქ სიწმინდეა. ადამიანი შეურაცხყოფს ამ სიწმნიდეებს და ბილწავს მათ, წინასწარმეტყველი კი ბრაზობს ამის გამო და მხურვალედ მოშურნეობს. იგი სიწმინდის ყოველგვარ შეურაცხყოფას თავის შეურაცხყოფად მიიჩნევს და ეს კიდევ უფრო მეტად აღაგზნებს მის მოშურნეობას. ადამიანები ცას თავიანთი ურწმუნოებით შეურაცხყოფენ და უარყოფენ იმას, რაც ღმერთმა გამოუცხადა მათ მათივე სულის ხსნისათვის. როდესაც ადამიანები ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან, როდესაც მწვალებლობით აუკუღმართებენ ჭეშმარიტებას და თვითნებურად, მიწიერი გონებით მსჯელობენ ქრისტეს შესახებ, როდესაც ეჭვით უყურებენ ანგელოზებსა და წმინდანებს, საშინელ სამსჯავროსა და უფლის მარადიულ სამყოფელს და მოუნანიებელ ცოდვილთა მარადიულ სასჯელს - ყველა ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში, ადამიანები ავაზაკებივით თავს ესხმიან ღვთის სახლს, უწესოდ ექცევიან ღვთის ეკლესიას, დაუდევრად – იერარქიას, სიზარმაცით – ეკლესიურ დარიგებებს, მტრულად – ეკლესიის მსახურებს. და მაშინ საღვთო მოშურნეობა აღინთება მართლის გულში ღვთის სახლის სიწმინდის გამო. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის სხეულის შეურაცხყოფა, ვნებებს დამონება, ცოდვის მსახურება, ქურდობა, მკვლელობა, უხეშობა, სიმთვრალე და სხვა უმსგავსო ქცევები - ეს ყველაფერი ღვთის სახლის სიწმიდეზე თავადასხმა, ღვთის გმობა და მკრეხელობაა. და კვლავ ძლიერდება წინასწარმეტყველის მოშურნეობა და ზეციური ცეცხლივით ანათებს ადამიანთა წინაშე. ო, ძმებო, ჩვენც ავიღოთ გულმოდგინების მაგალითი ღვთის სახლის სიწმიდის მიმართ ქრისტესგან (ინ. 2:17), მოციქულებისა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისაგან. ჩვენც ვიმოშურნეოთ და იმაზე მეტი გულმოდგინება გამოვიჩინოთ ჩვენი სულების გადასარჩენად, ვიდრე ეშმაკი მოშურნეობს დღედაღამ და ცდილობს ჩვენს დაღუპვას.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, სიწმინდეთა მიმართ მოშურნეობის მაგალითო, მოგვმადლე ჩვენც შენი მოშურნეობის ნაპერწკალი, რათა ჩვენც, მოშურნეები, დაგემსგავსოთ შენ და ვცხონდეთ შენ მიერ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი
10.11.2022, ხუთშაბათი
ხსენება მღვდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპ. დიდმოწამისა პარასკევა ქალწულისა (†III); მოწამეთა: ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა (†249/250). ღირსი სტეფანე საბატიელისა, კანონთგამომგონებელისა; არსენ 1 სერბი მთავარეპ. მღვდელმოწამე კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქისა(363); ღირსი იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპ. დიმიტრი როსტოველი მიტროპოლიტისა(1709). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის მიმართ ლოცვის შესახებ, რათა იხსნას სული მტვრისაგან„მიხსენ მე მიწის მტვრისაგან, რომ არ დავინთქა“ (ფს. 68:15)ძმებო, მიწის მტვრით არის შემოსილი ჩვენი სული, ჩვენი სულის ეტლი სწორედ ეს მიწაა, მთავარია, მტვერში არ დაინთქას ჩვენი სული! არ ჩაეფლოს! მბჟუტავი ნაპერწკალი არ ჩაქრეს ამ მტვრის სამარეშე!ძალზედ ვრცელია მიწის მტვრის ველი, რომელიც თავისკენ გვიზიდავს, მაგრამ ბევრად მეტია უსაზღვრო ზეციური სასუფეველი, რომელიც ჩვენს სულს თავის ნაწილად, ნათესავად მიიჩნევს. სხეულით, მიწის მტვრით, ჩვენ მიწას ვენათესავებით, ხოლო სულით ზეცის ნათესავები ვართ. ჩვენ ვართ ქოხების –დროებითი თავშესაფრის – ბინადარნი, კარვებში მცხოვრები მეომრები. „უფალო, მიხსენი მე ამ მიწის მტვრისაგან “, - ლოცულობს სინანულში მყოფი მეფე, რომელიც ადრე მიწის მტვერს ემორჩილებოდა, სანამ არ დაინახა, რომ მტვერი სიკვდილის უფსკრულში ითრევდა. მტვერი ადამიანის სხეულია თავისი ავხორცობით; მტვერია ასევე ყველა ბოროტი ადამიანი, რომლებიც ემტერებიან მართლებს; მტვერია ასევე ეშმაკები მათ მიერ მოგვრილი შიშებით. დაე, გვიხსნას ჩვენ უფალმა ყველა ამ მტვრისაგან. მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება!ჩვენ კი შევეცადოთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავში დავინახოთ მტერი – ის მტერი, რომელიც, გაუცნობიერებლად თუ უნებურად, თავისივე მტრების მოკავშირეა საკუთარი თავის წინააღმდეგ. მართალი მყარად ამკვიდრებს თავის სულს ღმერთში და ღვთის სასუფეველში, ასე რომ, არ ეშინია; არ ეშინია არც საკუთარი თავის და არც გარეშე მტრების - არ ეშინია, რადგან ის არც მოკავშირე გახდა და არც თანამზრახველი თავისი სულის მტრების. ამიტომ არც ადამიანებს და არც დემონებს არ შეუძლიათ რაიმე ავნონ მას. თუ ღმერთი მის მხარესაა და ღვთის ანგელოზები არიან მისი მფარველები, მაშინ რას დაუშავებენ მას ადამიანები, ეშმაკები და რაიმე სახის მტვერი?ჰოი, უფალო ღმერთო ჩვენო, ერთარსებაო სამებაო, რომელმაც ცოცხალი სული შთაბერე ჩვენი სხეულის მტვერს, გვაცხოვნე შენი მოწყალებით, რათა არ დავინთქათ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი