06 ნოემბერი, 2022 , კვირა
(ძვ. სტილით 24 ოქტობმერი)
მოწამესი არეთასი და მისთანა 4299-თა მოწამეთა (†523-542). დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" (1688); ნეტარი ელეზვოი, ეთიოპიის მეფისა(553-555); ღირსი გიორგი კონსტანტინეპოლელისა(1959). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ცხადად მოსვლის შესახებ „ღმერთი ცხადად მოვა, ღმერთი ჩვენი და არ დადუმდება“ (ფსალმ. 49:3) მეთაურის წოდება არ არის იგივე რაც მსაჯულის წოდება. მეთაური მოწინააღმდეგეს არ ენახვება და საშუალებას აძლევს იფიქროს მასზე ისე, როგორც სურს, რადგან მეთაურისთვის მთავარი გამარჯვებაა. მსაჯული კი უცებ ჩნდება იმათ წინაშე, ვისაც ასამართლებს. მასწავლებლის მოწოდებაც არ არის ისეთი, როგორიც მსაჯულისა. მასწავლებლისთვის მთავარია ასწავლოს თავის მოწაფეებს, ამიტომ ხშირად მდაბლდება მათ დონემდე და ისე მიმართავს აღსაზრდელებს, როგორც მეგობრებს, მსაჯული კი პირველიდან ბოლო წუთამდე იმათ წინაშეა, ვისაც ასამართლებს, და თანაც, როგორც მსაჯული და არა – სხვა ვინმე. მკურნალის წოდებაც არ არის ისეთი, როგორიცაა მსაჯულის; ამავდროულად, მათ შორისაც ისეთივე განსხვავებაა, როგორიც წინა ორ შემთხვევაში. ძმანო, ღმერთი მოევლინა სამყაროს კაცობრივი სხეულით – მოევლინა როგორც მეთაური, როგორც მასწავლებელი, როგორც მკურნალი, მაგრამ ის ჯერ არ გამოცხადებულა როგორც მსაჯული. პირველ შემთხვევაში, უფალს არ განუცხადებია თავისი უმაღლესი ღირსების შესახებ, მან საშუალება მისცა მოწინააღმდეგეებს, მოწაფეებსა და სნეულებს იმსჯელონ ისე მის შესახებ, როგორც იციან; ვისაც ჯანსაღად შეეძლო განსჯა, იგი იცნობდა კაცობრივ სხეულში დაფარულ ღმერთს - იცნობდა სიტყვით, საქმით, კაცთმოყვარეობით, მისი შობის, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლებისას მოვლენილი ზეციური სასწაულებით, ხოლო ვისაც გონება დაბნელებული ჰქონდა რაიმე ბოროტი ვნებით, ასეთს არ შეეძლო მისი არც ცნობა და არც ღმერთად აღიარება. მაგრამ როდესაც იგი მოვა როგორც მსაჯული, მას უკვე არავინ ჰკითხავს: „ნუთუ ეს შენ ხარ, უფალო ?“, ან „ვინ ხარ შენ?“, რადგან მეყსეულად ყველას ეცოდინება, რომ ის ნამდვილად უფალია. აგნელოზები საყვირს ჩაჰბერავენ მის წინაშე, ცაზე გაბრწყინდება მისი ჯვარი, ცეცხლი აინთება მის წინ და ქარიშხალი იქროლებს ირგვლივ. მაშინ მორწმუნე თუ ურწმუნო, მართალი თუ ცოდვილი დაინახავს და იცნობს მსაჯულს. და მაშინ გაიხარებენ მხოლოდ ისინი, ვინც იცნო იგი, როგორც ღმერთი, გამოქვაბულში და ჯვარზე. ჭეშმარიტად, გაიხარებენ ისინი, რადგან მსაჯულში იცნობენ სწორედ მას, ვისი წინამძღოლობითაც იბრძოდნენ, ვისგანაც სწავლობდნენ და ვის მიერაც იკურნებოდნენ. ჰოი, მაცხოვარო ყოვლადდიდებულო, შეგვიწყალე ჩვენ და გამოგვასწორე შენს მეორედ მოსვლამდე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011