10 ნოემბერი, 2022 , ხუთშაბათი
(ძვ. სტილით 28 ოქტობმერი)
ხსენება მღვდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელი ეპისკოპ. დიდმოწამისა პარასკევა ქალწულისა (†III); მოწამეთა: ტერენტისა, ნეონილასი და შვილთა მათთა (†249/250). ღირსი სტეფანე საბატიელისა, კანონთგამომგონებელისა; არსენ 1 სერბი მთავარეპ. მღვდელმოწამე კვირიაკე იერუსალიმელი პატრიარქისა(363); ღირსი იოანე ქოზიბელისა, კესარიელი ეპ. დიმიტრი როსტოველი მიტროპოლიტისა(1709). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის მიმართ ლოცვის შესახებ, რათა იხსნას სული მტვრისაგან„მიხსენ მე მიწის მტვრისაგან, რომ არ დავინთქა“ (ფს. 68:15)ძმებო, მიწის მტვრით არის შემოსილი ჩვენი სული, ჩვენი სულის ეტლი სწორედ ეს მიწაა, მთავარია, მტვერში არ დაინთქას ჩვენი სული! არ ჩაეფლოს! მბჟუტავი ნაპერწკალი არ ჩაქრეს ამ მტვრის სამარეშე!ძალზედ ვრცელია მიწის მტვრის ველი, რომელიც თავისკენ გვიზიდავს, მაგრამ ბევრად მეტია უსაზღვრო ზეციური სასუფეველი, რომელიც ჩვენს სულს თავის ნაწილად, ნათესავად მიიჩნევს. სხეულით, მიწის მტვრით, ჩვენ მიწას ვენათესავებით, ხოლო სულით ზეცის ნათესავები ვართ. ჩვენ ვართ ქოხების –დროებითი თავშესაფრის – ბინადარნი, კარვებში მცხოვრები მეომრები. „უფალო, მიხსენი მე ამ მიწის მტვრისაგან “, - ლოცულობს სინანულში მყოფი მეფე, რომელიც ადრე მიწის მტვერს ემორჩილებოდა, სანამ არ დაინახა, რომ მტვერი სიკვდილის უფსკრულში ითრევდა. მტვერი ადამიანის სხეულია თავისი ავხორცობით; მტვერია ასევე ყველა ბოროტი ადამიანი, რომლებიც ემტერებიან მართლებს; მტვერია ასევე ეშმაკები მათ მიერ მოგვრილი შიშებით. დაე, გვიხსნას ჩვენ უფალმა ყველა ამ მტვრისაგან. მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება!ჩვენ კი შევეცადოთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავში დავინახოთ მტერი – ის მტერი, რომელიც, გაუცნობიერებლად თუ უნებურად, თავისივე მტრების მოკავშირეა საკუთარი თავის წინააღმდეგ. მართალი მყარად ამკვიდრებს თავის სულს ღმერთში და ღვთის სასუფეველში, ასე რომ, არ ეშინია; არ ეშინია არც საკუთარი თავის და არც გარეშე მტრების - არ ეშინია, რადგან ის არც მოკავშირე გახდა და არც თანამზრახველი თავისი სულის მტრების. ამიტომ არც ადამიანებს და არც დემონებს არ შეუძლიათ რაიმე ავნონ მას. თუ ღმერთი მის მხარესაა და ღვთის ანგელოზები არიან მისი მფარველები, მაშინ რას დაუშავებენ მას ადამიანები, ეშმაკები და რაიმე სახის მტვერი?ჰოი, უფალო ღმერთო ჩვენო, ერთარსებაო სამებაო, რომელმაც ცოცხალი სული შთაბერე ჩვენი სხეულის მტვერს, გვაცხოვნე შენი მოწყალებით, რათა არ დავინთქათ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011