04 ნოემბერი, 2022 , პარასკევი
(ძვ. სტილით 22 ოქტობმერი)
მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპ. სასწაულმოქმედისა (†167); 7-თა ყრმათა ეფესელთა; ღირსისა გიორგი ხუცისა, კონსტანტინოპოლელისა (†1959). საქართველოშია აღკვეცილი და ხელდასმული. დღესასწაული ყაზანის ღმრთისმშობლის ხატისა. მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკ., ირაკლი მხედრისა და 4 დედათა: ანა, ელისაბედ, თეოდოტია და გლიკერიასი(1411). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს სილამაზის შესახებ, რომელიც ყველა სხვა სილამაზეს აღემატება „სილამაზით შენ ყველაზე მშვენიერი ხარ კაცის ძეთა შორის“ (ფს. 44:3). წმიდა წერილი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს სხეულებრივ სილამაზეს, ისევე როგორც ზოგადად ყველაფერ წარმავალს. ამიტომ წმიდა წერილის მკითხველი ძალზედ ყურადღებიანი და გონიერი უნდა იყოს და შეძლოს ხორციელი სილამაზის ქება სულსა და სულიერ ფასეულობებზე გადაიტანოს. ცხადია, სულიერი სილამაზე საოცარ მიმზიდველობას ანიჭებს ყველაზე ულამაზო სხეულსაც კი, მაშინ, როდესაც მახინჯი სული ყველაზე მოწესრიგებულ სხეულსაც კი საძულველად აქცევს. წინასწარმეტყველი დავითი, აღმოთქვამდა რა ღვთივშთაგონებულ სიტყვებს, მიმართავს თავის მეუფეს, უფალ იესო ქრისტეს: „მშვენიერი ხარ კაცის ძეთა შორის“...უფალი ხორციელად იმ სახით მოგვევლინა, როგორც თავად სურდა. თუკი განიზრახავდა, რომ განკაცებულიყო კაცთა ძეებზე უმშვენიერესი სხეულით, მას ეს შეეძლო. მაგრამ სახარებაში მინიშნებაც არაა, რომ იგი თავისი სხეულით იზიდავდა ადამიანებს და სხეულის აღნაგობით ზემოქმედებდა მათზე. თავად ბრძანებს: „ხორცი უსარგებლოა“ (ინ. 6:63). მაშასადამე, ცხადია, რომ დავითი საუბრობს ქრისტეს არა ხორციელ, არამედ მის სულიერ, ღვთიურ სილამაზეზე. ეს, სხვათა შორის, სრულად ნათლად ჩანს დავით მეფსალმუნის შემდეგი სიტყვებიდან: მადლი იღვრება შენი ბაგეებიდან“. შესაბამისად, ღვთის ძის განუმეორებელი სილამაზე მდგომარეობს არა მისი ბაგეების მოხაზულობაში, არამედ მადლის ნაკადში, რომელიც მისი ბაგეებიდან გადმოედინება... „არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ“ (ეს. 53:2), - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შესახებ. და როგორ ზუსტად შეესაბამება ესაიას ნათქვამი დავითის ნათქვამს! დავითი ქრისტეს შინაგან სილამაზეზე საუბრობს, ხოლო ესაია – მის არამიმზიდველ გარეგნობაზე. ესაიას სურს თქვას: ვხედავდით მას არა როგორც მეფეს ან დიდებულს, არამედ როგორც მსახურსა და ტანჯულს.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, შენ ჩვენთვის ადამიანებსა და ანგელოზებზე მშვენიერი ხარ - დიდება შენს უკვდავ და წარუვალ სილამაზეს. გევედრებით, უფალო: შეცვალე ჩვენში ცოდვით გამოწვეული სულის სიმახინჯე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011