08 ნოემბერი, 2022 , სამშაბათი
(ძვ. სტილით 26 ოქტობმერი)
დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა, მირონმდინარისა (†306); ხსენება დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა, რომლისაგანსასოებისა გვიხსნა ღმერთმან მადლითა წმიდისა დიმიტრისითა (კონსტანტინეპოლს 740 წელს); წმიდა ალექსანდრე გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე 1907). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღმერთისთვის განმზადებული გულის შესახებ„გამზადებულია ჩემი გული შენთვის, ღმერთო“ (ფს. 56:8)ნეტარია, ვისაც შეუძლია ამგვარად მიმართოს უფალს! ნეტარია, ვისი გულიც სრულიად მზად არის აღასრულოს ღვთის ნება. ადამიანის გულის მზადყოფნა იმით გამოიხატება, რომ სიხარულით შეუძლია ღვთის ნების შესრულება და არ აბრკოლებს არანაირი აზრი და სურვილი. სინანულში მყოფი დავითი თავიდან თავის ცოდვილ ფიქრებსა და სურვილებს ემსახურებოდა და აბობოქრებულ ზღვაში მყოფ ნავს ჰგავდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ქარიშხალი დანთქმას უპირებდა, დიდი სინანულითა და შემუსვრილი გულით მიმართა ღმერთს და სრულიად მიანდო თავისი ცხოვრების ნავი ღმერთს. „გამზადებულია ჩემი გული შენთვის, ღმერთო“, - უდიდესი სულიერი სიმშვიდით წამოიძახებს იგი, რადგან იცის, რომ ნავი ყველაზე გამოცდილ მესაჭეს მიანდო. ქარიშხალი მძვინვარებს თუ ტალღები ეხეთქებიან, არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ნავს ვერაფერი დაამსხვრევს და რომ იგი მშვიდად მიაღწევს თავის ნავთსაყუდელს. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ მასში არ არის სიამაყე და დამდაბლებულია ღვთის განუზომელი ძლიერებისა და სიბრძნის წინაშე. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ გული გათავისუფლებულია ყოველგვარი ამქვეყნიური სურვილისა და ოცნებისაგან და მხოლოდ ღვთისკენ სწრაფვითა და ღვთის მიმართ სიყვარულით არის აღსავსე. განმზადებული გული ნიშნავს იმას, რომ გული გათავისუფლებულია ყოველგვარი დარდის, საზრუნავისა და შიშისაგან, რომ იგი დამშვიდებული და გამხნევებულია ღვთის მადლის თანამყოფობით... „გაქებ და გიგალობ შენ დიდებითა ჩემითა“ - ასე აგრძელებს მეფსალმუნე. და ეს აჩვენებს, თუ რაოდენ ჭეშმარიტად განმზადებულია მისი გული, კერძოდ: იგი არ ქედმაღლობს თავისი სამეფო დიდებულებით და მას ღმერთს მიაწერს. მან არარაობამდე დაიმდაბლა თავი ღვთის წინაშე და მთელი მისი ბედნიერება იმაშია, რომ აქოს და ადიდოს ღმერთი. საკუთარი დიდებულება მხოლოდ იმის საფუძველს აძლევს, რომ ღმერთი განადიდოს. ო, ძმებო, შევეცადოთ, რომ ჩვენი გულებიც შეძლებისდაგვარად მალე განვამზადოთ ღვთისთვის - ღვთის სიტყვის მოსასმენად, ღვთის ნების აღსასრულებლად, ცოცხალი ღმერთის სადიდებლად. ჰოი, უფალო, შემოქმედო ჩვენო, შეგვეწიე, რათა შენთვის განვამზადოთ ჩვენი გულები, რათა იქცნენ ისინი შენი ცხოველსმყოფელი მადლის ჭურჭლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011