02 ნოემბერი, 2022 , ოთხშაბათი
(ძვ. სტილით 20 ოქტობმერი)
ღირსისა მამისა გაბრიელ არქიმანდრიტისა, აღმსარებელისა და სალოსისა (ურგებაძე †1995); დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (†362); ღირსისა და ღმერთშემოსილისა კეფალონიელისა (†1581) და ღირსისა მატრონა ქიოპოლელისა (†462). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ძველად და ახლად მოთხრობილი ღვთის სასწაულების შესახებ„ღმერთო, ჩვენი ყურით ვისმინეთ და ჩვენმა მამებმა გვაუწყეს საქმე, რომელიც შენ ჰქმენ მათ დღეებში, პირველ დღეებში“ (ფს. 43:2).ამას ამბობს დავით მეფე თავისი ხალხის სახელით და მხოლოდ ზოგიერთს ჩამოთვლის იმ დიად საქმეთაგან, რომლებიც ღმერთმა აღასრულა ებრაელი ერისთვის. მათ შესახებ წმინდა წერილიდან ვიცით, ძმებო, მაგრამ რამდენი რამ არის ისეთი, რომელთა შესახებ მეფემაც არ უწყოდა, რადგან ისინი მის შემდგომ აღესრულა. განა არ გვსმენია ღვთის განგებულებისა და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარების შეუდარებლად უფრო დიდი და დიადი საქმეების შესახებ?!ძე ღმერთი ხორციელად იშვა უბიწო ქალწულისგან და ადამიანთა შორის ცხოვრობდა, სიბრძნე გააცხადა, სასწუალები აღასრულა, სიკვდილი განაქარვა, ეშმაკი შეარცხვინა, თავის მიმდევრებს ძალა მიმადლა. ამათ შესახებ არაფერი სმენია მეფე დავითს, ჩვენ კი გვსმენია, რადგან მათ შესახებ გვამცნეს სულიერმა მოძღვრებმა - მოციქულებმა და მახარებლებმა, მოწამეებმა და მართლებმა და ყველა წმინდანმა იმ დროიდან მოყოლებული დღემდე. და არა მხოლოდ მათ გადმოგვცეს, არამედ სულიწმიდა ყოველდღიურად გვაუწყებს თავისი ეკლესიის მადლმოსილი საიდუმლოებებისა და უამრავი სასწაულის მეშვეობით. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულის, თუმცა დიდი შიშის მიზეზიცაა, რადგან მეტი მოგვეცა და ამიტომ მეტი მოგვეთხოვება. ჩვენ ბევრად მეტი სულიერი სიკეთე გვებოძა, ვიდრე იმათ, ვინც ქრისტემდე ცხოვრობდა: მეტი სიბრძნე, მეტი ცოდნა, მეტი ღვთის მადლი და ძალა, და მეტი, ბევრად მეტი, მაგალითი ღვთის მიერ ადამიანისა და ადამინის მიერ ღვთის სიყვარულისა. ასე რომ, მდიდართა შორის ყველაზე მდიდრებო, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ამ ყველაფრისთვის თავად რა მიეცით ან რას აძლევთ ღმერთს. ამიტომ, ეცადეთ, რომ არ შეგრცხვეთ საშინელ სამსჯავროზე. სიზმარივით სწრაფად გარბის დღეები და სწრაფადვე გაფრინდება დრო, მალე ანგელოზთა საყვირის ხმა შემოკრებს ყველა ხალხსა და ერს უფლის საშინელ სამსჯავროზე. ეცადეთ, რომ არ შეგრცხვეთ, რადგან თავს ვერ გაიმართლებთ, თითქოს რამე არ იცოდით ან რამე გაკლდათ... თქვენ ბევრად მეტი იცით, მეტი რამ გაგეცხადათ, ვიდრე დავითსა და სოლომონს. თქვენ მეტი მოგეკითხებათ, ვიდრე მათ.ჰოი, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, დიდებულო და საკვირველმოქმედო უფალო, მოგვმადლე განუწყვეტელი ხსოვნა იმისა, რომ ჩვენთვის დაღვარე შენი წმიდა სისხლი, რათა არ დავივიწყოთ ეს და არ ვიყოთ სამუდამოდ დასჯილნი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011