03 ნოემბერი, 2022 , ხუთშაბათი
(ძვ. სტილით 21 ოქტობმერი)
ღირსისა ილარიონ დიდისა პალესტინელისა (†371/372); ილარიონ მეგლინელი ეპისკოპ. (†1206). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთივშთაგონებულ გულსა და ენაზე აღმოთქვა ჩემმა გულმა კეთილი სიტყვა... ჩემი ენა ემსგავსა ხელოვანი მწიგნობრის საწერს (ფს. 44:2).ესაა ზეშთაგონება სულიწმიდის მიერ! წინასწარმეტყველს იესო ქრისტეს შესახებ სურს ისაუბროს - მისი გული აღივსო ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით. ამიტომ არ ამბობს: „თქვა ჩემმა გულმა კეთილი სიტყვა“, არამედ: „აღმოთქვა...“, თითქოს საკუთარი გულიდან აღმოადინა - აღვსებული წყაროს სათავიდან წყლის გადმოდენის მსგავსად. დაუდგრომელი წყალი მიწისქვეშ გროვდება და როდესაც წყაროს სათავემდე მიაღწევს, ძლიერ ნაკადებად ამოიფრქვევა. მსგავსადვე ხდება წინასწარმეტყველის გულში, როდესაც მას ქრისტეს შესახებ სურს საუბარი. ასეთი ძალა აქვს მადლს, რომელიც გულშია დაგროვილი: თუ ის არ გამოითქმის ძლიერი სიტყვით ან არ მჟღავნდება სასწაულით, მაშინ ადამიანში ანათებს და სასწაულებს სჩადის. მაგრამ თუ სიტყვებით გამოითქმება, წინასწარმეტყველის ენა იქცევა დახელოვნებული მწერლის საწერ კალმად, რადგან ამ დროს საჭირო არაა წვალება, რომ აზრი მოიკრიბო და სიტყვები დაალაგო - მადლი თავად ამეტყველებს ენას მზა აზრებითა და სიტყვებით.საიდან მოდის ადამიანში ასეთი ძალა? სულიწმიდისგან. რა საჭიროა ასეთი ძალა? იმისათვის, რომ წინასწარმეტყველს სურს მეფეს დაელაპარაკოს თვით მეფის შესახებ: „წარვუდგენ ჩემს საქმეებს მეფეს“. აქ სიტყვა და საქმე ერთია, როგორც ეს ხშირად ხდება წმიდა წერილში. სადაც სული მეტყველებს, იქვე მოქმედებს კიდეც და სადაც მოქმედებს, იქვე მეტყველებს. ყველაზე ძლიერად სული საქმით მეტყველებს. წინასწარმეტყველი იღებს ქრისტე მეუფისგან და აძლევს ქრისტე მეუფეს. იგი საუბრობს მაცხოვრისადმი სიყვარულით შთაგონებული, საუბრობს გულით, რომელიც აღსავსეა ღვთიური სიყვარულით. შორეულ წარსულში მყოფი წინასწარ ხედავს განკაცებულ ძე ღმერთს და გული სიხარულით ევსება, როგორც ღამით მგზავრობით დატანჯულ მგზავრს, რომელიც ლამაზ გარიჟრაჟს ჭვრეტს აღმოსავლეთით! ჰოი, უფალო ღმერთო, სულო წმიდაო, ნურც ჩვენ მოგვაკლებ შენს მადლს, წმიდასა და ძლიერს, რათა ცოდვათაგან განწმენდა შევძლოთ და ღირსი გავხდეთ ქრისტეს სასუფევლისა. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011