07 ნოემბერი, 2022 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 25 ოქტობმერი)
მოწამეთა და მწიგნობართა: მარკიანე წიგნისმკითხველისა და მარტვირი იპოდიაკონისა, კონსტანტინოპოლელთა (†355). მოწამე ვაროზისა და მისთანა 7 მოწამისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება წუთისოფელთან განშორებისა და უდაბნოში ცხოვრების შესახებ „გავშორდი და გავიქეცი და მოვისვენე უდაბნოში“ (ფსალმ. 54:8)ძმებო, ვის უნდა გაქცეოდა წინასწარმეტყველი უდაბნოში? ბოროტ მტერს, ვნებებსა და ამაოებას. და რატომ უდაბნოში? რადგან ეს არის ბოროტი მტრების, ვნებებისა და ამქვეყნიური ამაოების დამარცხების საშუალება. უდაბნოსთვის ცოტა თუ იბრძვის, ამიტომაცუდაბნოში გაიქცეოდა. ადამიანები იბრძვიან ქალაქებისა და მიწებისთვის, ძალაუფლებისა და სიმდიდრისთვის და არა უდაბნოსთვის. ადამიანის შინაგანი მტრებიც, ვნებები და სხვადასხვა სახის ამაოება ქალაქებში ახალ-ახალი ცეცხლით განახლდებიან განუწყვეტლივ, მაშინ როდესაც უდაბნოში ისინი ნელდებიან და ქრებიან. „სიკვდილის შიში დამეუფლა მე“ (ფს. 54:5) - ბრძანებს მანამდე წინასწარმეტყველი. ესეც ერთ-ერთი მიზეზია უდაბნოში გასარიდებლად. სხვა სამყაროსთვის, ღმერთთან შესახვედრად არის საჭირო სულის მომზადება, მეფესაც კი არ ძალუძს გაექცეს სიკვდილს და აირიდოს სამსჯავრო. მუდმივ ფუფუნებასა და განცხრომაში მცხოვრები ადამიანი ნამდვილად ემსგავსება წუთისოფლის შარბათით დაძინებულს. და აი, სიკვდილზე ფიქრი შეანჯღრევს ასეთს და გამოაღვიძებს. ეჰ, უნდა მოვკვდე! უნდა დავტოვო ეს სამყარო! მომიწევს ღვთისა და ანგელოზების წინაშე წარდგომა! სად არის ჩემი სული? სადაა ჩემი საქმეები? რითი დავტოვებ ამ სამყაროს და რით მივალ სხვა სამყაროში? ათასობით არიან, ვინც ამ კითხვებმა გამოაღვიძა ცოდვის ბურანიდან და უდაბნოში წავიდა, რათა დღედაღამ განიწმინდონ სული და გული სინანულით, ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, შრომითა და სხვა მრავალი საშუალებით, რომელთა დახმარებითაც მოღვაწე ამარცხებს სიკვდილის შიშს და ხდება ღვთის შვილი.ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, განმანათლებელო ჩვენო, ყოვლადბრძენო და სახიერო, რომელიც ოდესღაც თავადაც განერიდე ადამიანებს და განმარტოვდი უდაბნოში, შეგვეწიე ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი სულებისთვის და მოვემზადოთ შენი ზეციური სასუფევლისათვის. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011