05 ნოემბერი, 2022 , შაბათი
(ძვ. სტილით 23 ოქტობმერი)
დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება მოციქულისა 12-თაგანისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისა (†63). მართალი იაკობ ბროვიჩელისა, სასწაულმოქმედისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მეფის ასულის სილამაზის შესახებ „მეფის ასულის მთელი დიდება მის შიგნითაა“ (ფს. 44:14).ეკლესია მეფის ასულია. გარეგნულად რაც არ უნდა ღარიბულად გამოიყურებოდეს ის და თვალისთვის ულამაზოდ, დევნილად და დამცირებულად, შინაგანად მაინც სავსეა სამეფო ბრწყინვალებითა და მშვენიერებით. ის, ვინც კაცთა ძეებზე ულამაზესია, წინასწარ განსაზღვრავს თავისი ასულის სილამაზეს. ეკლესია ქრისტეს სამოსელია, მასში ქრისტეა. ვერანაირი გარეგნული სილამაზე ვერ შეედრება შინაგან სილამაზეს ანუ ქრისტეს სილამაზეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეფის ასულია, ოქროთია ნაქსოვი და ნაქარგით შემკულია მისი სამოსი, რაც სიმბოლურად მისი სულის სათნოებებს წარმოადგენს. სამოსელში რომ სიმბოლურად სათნოებები იგულისხმება, ამას მეფის ძის ქორწილის იგავი ცხადყოფს. ადამიანი, რომელიც საქორწილო სამოსით არ იყო შემოსილი, მეფის ნადიმიდან განიდევნა და დაისაჯა (მთ. 22:11). ღვთის მიმართ რწმენის ჭეშმარიტება – ესაა ყოვლადწმიდა ქალწულის ოქროს სამოსელი, ხოლო ამ ოქროქსოვილი სამოსის შემამკობელი ნაქარგობები არის ქალწულება, სიმდაბლე, გულმოწყალება, სიწმინდე, ლოცვა, ღვთის ნებას მინდობა და ყველა სხვა სიკეთე –თუმცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სრულ სილამაზეს წარმოადგენს უფალი იესო ქრისტე, მასში დაფარული და მისგან შობილი. ყოველი მართალი ქრისტიანის სული მეფის ასულის მსგავსია. ასეთი სულის მთელი სილამაზე არის ქრისტეში და ქრისტესაგან, რომელიც სულშია. სული ქრისტეს ანუ სიმართლის მზის გარეშე წყვდიადში იმყოფება და ისეთივე უსახური და ულამაზოა, როგორიც იქნებოდა სამყარო მატერიალური მზის გარეშე. ჰოი, სახიერო და კაცთმოყვარეო უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო და ყოველთა შემოქმედო, შეგვეწიე ჩვენ, შევიმოსოთ სათნოებათა სამოსელი, რათა შიშველი არ აღმოვჩნდეთ საშინელ სამსჯავროზე. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011