11 ნოემბერი, 2022 , პარასკევი
(ძვ. სტილით 29 ოქტობმერი)
ღირსისა სერაპიონ ზარზმელისა (†900); რირსისა აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარისა მარიამისა, ძმისწულისა მისისა; ღირსმოწამისა ანასტასია რომაელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღმერთის სახელის დიდების შესახებდა კურთხეულია მისი დიდების სახელი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსება მისი დიდებით მთელი დედამიწა. იყავნ, იყავნ! (ფს. 71:19)წინასწარმეტყველის მადლით აღსავსე გულიდან მადლიანი სიტყვები გამოდიან. მეფისა და მეფის ძის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი, ყველაზე არაჩვეულებრივი მეფის (მეუფის), რომელიც ოდესმე გამოჩენილა ქვეყანაზე... მანამდე კი ამბობს: იქნება მისი სახელი კურთხეული უკუნისამდე, მაგრამ თითქოს არ იყო საკმარისი ის, რაც თქვა და ახლა იმეორებს და ამატებს: კურთხეულია მისი დიდების სახელი. ქრისტეს დიდება ქრისტეს ეკლესიაა. კურთხეულია ქრისტეს წმინდა ეკლესია - მისი შრომის ნაყოფი, მისი დამცირების გვირგვინი, მისი ხელის ნამოქმედარი, მისი სისხლის ყვავილი! კურთხეულია მისი წმინდა და მაცხოვნებელი ეკლესიის თვით სახელი! და მთელი დედამიწა აივსება ქრისტეს ეკლესიებით ანუ მისი ქმნილებითა და მისი დიდებით. ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველი სამუდამოდ უწინასწარმეტყველებს ქრისტეს მისი ეკლესიის უკვდავებას. ის აღიმართება დროში და გაცხადდება მარადისობაში. იგი აღიმართება სამყაროს აღსასრულამდე და სრულად გაცხადდება მარადისობაში. ო, ძმებო, ვეცადოთ, რომ მთელი სულითა და გულით ჩვენც შევიდეთ ქრისტეს ეკლესიაში, იმ ცოცხალ და უკვდავ სხეულში, რომლის არსებობასაც არ აქვს დასასრული და რომლის სილამაზესაც არ აქვს სახელი. ვეცადოთ არ ვიყოთ უარყოფილნი, როგორც გამოუსადეგარი და უსარგებლო ქვები, გადაყრილი მარადიული წყვდიადის უფსკრულში.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მეუფეო და ძეო მეუფისაო, ჩაგვწერე ჩვენ უკვდავების წიგნში და მოგვიხსენე შენს ზეციურ სასუფეველში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011