12 ნოემბერი, 2022 , შაბათი
(ძვ. სტილით 30 ოქტობმერი)
მოწამისა იოთამისი, მეფისათვის თავდადებულისა (ზედგენიძე †1465); მღვდელმოწამისა ზანობ ეგეას ეპ. დიდისა მისისა მოწამისა ზინობიასი (†285). მღვდელმოწამე მარკიანე სიცილიელი ეპისკოპოსისა(11); მოწამე ევტროპია ალექსანდრიელისა(250); მოწამე ანასტასია თესალონიკელისა; #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთისკენ სწრაფვის - მართლის ერთადერთი სურვილისშესახებ„რადგან რა გამაჩნია ცათა შინა და რა ვინებე შენ გარეშე ქვეყანაზე?“ (ფს. 72:25)გამოღვიძებული ადამიანის სულისათვის ცაშიც და მიწაზეც ერთადერთი უმთავრესი სიკეთე არსებობს. ეს სიკეთე ღმერთია. ზეცაში უამრავი სიკეთეა, მაგრამ ყველაზე დიდი სიკეთე ზეცათა მეუფეა. ზეცაში უამრავი სიკეთეა, მაგრამ ამ სიკეთეთა შემოქმედს ვერაფერი შეედრება. ამიტომაც კითხულობს გამოღვიძებული ადამიანის სული: რა შეიძლება მქონდეს ან რა უნდა ვეძებო ზეცაში და მიწაზე შენ გარდა? განა საჭიროებს ვინმე ნაკადულს, თუკი იგი წყაროს სათავესთან იმყოფება წყლის დასალევად? და განა თვალი გაექცევა მწყემსის ვახშმისკენ ვინმეს, თუ მეფის სუფრასთან ზის ის? ღმერთი თავისთავად საკმარისია ადამიანის შიმშილისა და წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ცაც ღმერთს ეკუთვნის და მიწაც. ყოველგვარი სიკეთის პატრონი უმაღლესი სიკეთეა; ყოველგვარი სიტკბოს შემოქმედი უმაღლესი სიტკბოა, ყოველგვარი სიბრძნის შემცველი უმაღლესი სიბრძნეა; ყოველი ძალისა და მოწყალების წყარო – უმაღლესი ძალა და წყალობაა; ყოველგვარი მშვენიერების შემოქმედი ცასა და მიწაზე – უმაღლესი მშვენიერებაა.ვერანაირ ისეთ სიკეთეს ვერ მოიფიქრებს ადამიანი ვერც ცხადად და ვერც სიზმრად, რომ იგივე არ ჰქონდეს ღმერთს, თანაც, საუკეთესო ხარისხის.ამიტომ, ძმებო, ვევედროთ ღმერთს, რათა მივიღოთ ყველაფერი; ვეძიოთ ღმერთი, რათა ვიპოვოთ ყველაფერი; დაე, გავმდიდრდეთ ღმერთით, რათა მდიდრები ვიყოთ ყველაფერში.ჰოი, უფალო, ღმერთო ჩვენო, მოგვიახლოვდი ჩვენ, როდესაც ჩვენი სულები გეძებენ შენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011