13 ნოემბერი, 2022 , კვირა
(ძვ. სტილით 31 ოქტობმერი)
ასი ათასთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (†XIII); მოწამე ეპიმაქე ალექსანდრიელისა(2500; ღირსი მავრა კონსტანტინეპოლელისა; #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მართლის რწმენის შესახებ, რომ არ მოკვდება „არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვაუწყებ უფლის საქმეებს“ (ფს. 117:17)ვის შეუძლია თქვას: არ მოვკვდები? იმას, ვისაც ცოცხალი ღმერთი სწამს! ვის შეუძლია დარწმუნებით ამტკიცოს: არამედ ვიცოცხლებ. იმას, ვინც ხედავს ცოცხალ ღმერთს! არც ილია და არც ენუქი არ მოკვდა, არამედ ცოცხლად იქნენ აყვანილი მარადიულ ცხოვრებაში. ღმერთმა აღიტაცა ისინი თავისი მოწყალებით, რათა ადამიანები უკვდავ ცხოვრებაში დაერწმუნებინა. ქრისტეც მოკვდა და აღდგა თავისი ძალით, რათა ადამიანებს მკვდრეთით აღდგომა ერწმუნათ. მოციქულებიცა და წმიდანებიც დაიხოცნენ, მაგრამ მრავალი მათგანი კვლავ გამოეცხადა ადამიანებს თავისი კაცთმოყვარებით მარადიული ცხოვრების არსებობის დასამტკიცებლად. ისინი, ვინც უფალმა აღიტაცა და ისინი, ვინც დაიხოცნენ, მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტესთან ერთად ცოცხლობენ უკვდავების სამეფოში. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ - ამბობდა დავით მეფე დიდი დარწმუნებით, რომელიც ბევრად ადრე ცხოვრობდა უფლის აღდგომამდე და მართალთა საყოველთაო აღდგომის გამოცხადებამდე. თითოეული ჩვენგანი, ყოველი ქრისტიანი, კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით უნდა ამბობდეს: „არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ“, რადგან ჩვენი რწმენის საფუძველი მკვდრეთით აღმდგარი უფალია; ჩვენმა თვალებმა და ყურებმა ბევრად მეტი იხილეს და ისმინეს, ვიდრე დავით მეფემ. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ განქარდა ეშმაკი, ქრისტეს აღდგომის შემდეგ კი განქარდა სიკვდილი, რომლის მიღმაც მზით განათებული უკვდავების მინდორი მოჩანს. ნეტარია, ვინც ღირსი გახდება „იცოცხლოს და აუწყოს უფლის საქმეები.“ უფალო, ცოცხალო, გაგვაცოცხლე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011