14 ნოემბერი, 2022 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 01 ნოემბერი)
უვერცხლოთა მკურნალთა და სასწაულმოქმედთა კოზმან და დამიანე აზიელთა და დედისა მათისა ღირსისა თეოდოტიასი (†III). მოწამეთა: კესარისი, დასისა და მათთან 5 მოწამეთა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ყველა ქრისტიანისთვის მოწოდებაზე იყვნენ წმინდები„ეფესოში მყოფ წმიდებს...“(ეფ. 1:1)მოციქული ეფესოშო მყოფ ქრისტიანებს წმიდებს უწოდებს. იგი წმიდად უწოდებს არა ერთს ან ორს, ან ქრისტიანთა რაღაც ნაწილს, არამედ ყველას. ნუთუ ღვთის დიდი სასწაული არ არის ის, რომ ადამიანები ქალაქში (და არა უდაბნოში), თანაც კერპთაყვანისმცემლობით გარყვნილ ქალაქში, წმიდა იყვნენ? და კიდევ, წმიდას უწოდებს დაოჯახებულ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს შობენ, ვაჭრობენ და ჩვეულებრივ საქმიანობენ! ჭეშმარიტად, ასეთები იყვნენ პირველი ქრისტიანები. მათი ერთგულება, მოშურნეობა და გულმოდგინება სარწმუნოებაში, ასევე სიწმიდე და წმიდა ცხოვრება იძლეოდა უფლებას წოდებოდათ მათ წმიდა. თუ ბოლო ჟამს გამონაკლისს წმიდა ადამიანები წარმოადგენენ, ადრინდელ პერიოდში გამონაკლისს წარმოადგენდნენ არაწმიდები, წმიდანები კი – ეს ჩვეულებრივი რამ იყო! მოციქული ყველა მონათლულს წმიდას უწოდებს ეფესოში, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მას უფრო ამაღლებული სახელიც აქვს მათთვის განკუთვნილი: შვილი – „რამეთუ ხართ შვილნი“ (გალ. 4:6). თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა უფლება ამგვარად ვიწოდებოდეთ მას შემდეგ, რაც თავად გვასწავლა მივმართოთ ღმერთს: „მამაო ჩვენო!“განა სწორედ ასე არ მივმართავთ ღმერთს, ძმებო, ყოველდღიურად: „წმიდაო ღმერთო“?! განა არ ვუწოდებთ წმიდას ანგელოზებს? განა არ ვუწოდებთ წმიდას ღვთისმშობელს?! ან წინასწარმეტყველებსა და მოცუქულებს, მოწამეებსა და მართლებს?! განა არ ვუწოდებთ ცასა და ცათა სასუფეველს წმიდას?! წმიდანების გარდა ვის შეუძლია ცათა სასუფეველში დამკვიდრება ?! და თუ ცხონების იმედი გვაქვს, ასევე უნდა გვქონდეს სიწმიდის იმედი.წმიდაო ღმერთო, რომელიც ხარ სიწმიდესა და წმიდათა შორის, წმიდანებისმომწოდებელო და მწყალობელო, შეგვეწიე ჩვენც, რათა განვიწმიდოთ სიტყვით, საქმითა და გონებით შენს სადიდებლად და ჩვენს საცხონებლად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011