15 ნოემბერი, 2022 , სამშაბათი
(ძვ. სტილით 02 ნოემბერი)
მოწამეთა აკვანდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპადიფორესი, ანემპოდისტესი და მათთანა 7028 თა (†330-345). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ღვთის ნების შესახებ, რომ ყველა ქრისტიანი წმიდა იყოს „რაკიღა აგვირჩია მის მიერ, უწინარეს ქვეყნის შექმნისა, რათა ვყოფილიყავით წმიდანი და უბიწონი მის წინაშე სიყვარულით“ (ეფ. 1:4)ერთიანი ეკლესია გვასწავლის და გვიჩვენებს, რომ ჯერ იყო სამყაროს შექმნის გეგმა და შემდეგ შეიქმნა სამყარო. ეს გეგმა იყო ღვთის სიბრძნეში, ნებასა და ძალაში. ამ გეგმაში ჩვენც, ქრისტიანებიც, მოვიაზრებით, როგორც ღვთის ეკლესია. თავისი განგებულების მიხედვით, ღმერთმა ჩვენ აგვირჩია ქვეყნის შექმნამდე, რათა ვყოფილიყავით წმიდა და უბიწონი სიყვარულში. წინასწარ გამოგვარჩია ღმერთმა და შვილად მიგვიღო, მაგრამ ვის მიერ? – უფალ იესო ქრისტეს მიერ! რადგან ისეთები, როგორებიც ვართ ღვთის წინაშე, ვართ იესო ქრისტეს მიერ, რადგან იესო ქრისტეს გარეშე ადამიანს არანაირი კავშირი, არანაირი ურთიერთობა და არანაირი ნათესაობა არა აქვს ღმერთთან. ე. ი. ჩვენი გამორჩევა და შვილად მიღება მოხდა ქრისტეს მიერ. ღმერთმა აგვირჩია ჩვენ, თავისი წმიდა ეკლესია, თავისი ნებით, როგორც ოდესღაც გამოირჩია ისრაელი დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ერს შორის. ნურავინ იტყვის: „ღვთის ეს არჩევანი ანადგურებს ადამიანის თავისუფალ ნებას და ქრისტიანს არ აქვს რაიმე დამსახურება იმაში, რომ ქრისტიანია, არც წარმართი უნდა განვიკითხოთ იმის გამო, რომ წარმართია“. ამგვარი მსჯელობა მცდარია. ოდესღაც ღმერთმა ისრაელიც აირჩია, მაგრამ მათ შორისაც ზოგი დაიღუპა და ზოგი გადარჩა. ასევე აირჩია უფალმა თავისი წმიდა ეკლესია და ყველა ერსა და ყველა ხალხს მოუწოდა ეკლესიაში, თუმცა გადარჩებიან თუ არა არჩეულნი და მოწოდებულნი, დამოკიდებულია არა მხოლოდ ღვთის ნებაზე, არამედ ადამიანის ნებასა და ძალისხმევაზეც.ჰოი, ღმერთო უკვდავო, ჩვენო შემოქმედო, რომელმაც დაბადებამდე გამოგვირჩიე გადასარჩენად, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011