16 ნოემბერი, 2022 , ოთხშაბათი
(ძვ. სტილით 03 ნოემბერი)
მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა, ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლოთიათა აღმწერელისა (†1308); დიდმოწამე გიორგი კაბადუკიელის ტაძრის განახლებისა ლუდიასა შინა, სადა იგი მდებარე არს პატიოსანი გვამი მისა. მართალი სნანდულია სპარსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს შესახებ, რომელიც ყველა წმიდანის თავიადა ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში (ეფ. 1:10)ცოდვა ადამიანს გონებას ართმევს და თავს აკარგვინებს. ცოდვებსა და მანკიერებებში ჩაფლული ადამიანი თავმოჭრილ ქათამს ჰგავს, რომელიც სიკვდილის წინ ძრწის და აქით –იქეთ ხტის. მთელი წარმართული სამყარო ქრისტემდე წარმოადგენდა სწორედ ასეთ უთავო გროვას, რომელიც ძრწის და კვდება. ქრისტემ შეაერთა მოკვეთილი თავი უსიცოცხლო ტანთან და სიცოცხლე დაუბრუნა ადამიანთა მოდგმის სხეულს. ის არის ზეციურ მხედრობათა თავი და ასე იყო ყოველთვის. და როგორც მამა ღმერთის შემოქმედებითი სიტყვა, დასაბამიდან თავი იყო მთელი ხილული სამყაროსიც, განსაკუთრებით კი ადამიანთა მოდგმისა. მაგრამ ადამმა ცოდვით, როგორც მახვილით, თავს დააშორა სხეული, განკაცებულმა უფალმა კი ცა და მიწა შეარიგა, მან ზეცა დაუშვა მიწამდე და მიწა აამაღლა ზეცამდე და ყველაფერი საკუთარ თავსა და გონებაში მოაქცია ანუ ყოველივე ზეციურსა და მიწიურს თავი მოუყარა ქრისტეში. ქრისტემ შეგვარიგა ყოვლადწმიდა სამებასთან, ღვთის ანგელოზებთან, ერთმანეთთან და ხილულ სამყაროსთან. მოძებნილ იქნა დაკარგული თავი და მის მიერ ყველაფერი ჰარმონიულად მოწესრიგდა. ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს - აცხადებს მოციქული. და რაც თავია ხორციელი კაცისათვის, იგივეა გონება სულიერისათვის. თუ ჩვენ ქრისტესი ვართ, მაშინ ქრისტეთი – როგორც თავით – უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ, ანუ უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ მისით და მხოლოდ მის მიერ. და მაშინ, ქრისტეს მიერ ფიქრითა და განსჯით, ადამიანებთან და ანგელოზებთან ერთად თავს ვიგრძნობთ ერთი სხეულის ნაწილებად, რომელთა თავიც ქრისტეა. ამგვარად ცოცხლდება ჩვენი სიყვარული ღვთის მიმართ, ძლიერდება ჩვენი რწმენა და ნათდება ჩვენი იმედი. მხოლოდ მძინარე სხეული ვერ გრძნობს კავშირს თავთან. მოდით, გამოვიღვიძოთ, ძმებო, დროულად გამოვიღვიძოთ.ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, ჩვენო ყოვლადბრძენო თავო, შეგვაერთე შენთან. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011