17 ნოემბერი, 2022 , ხუთშაბათი
(ძვ. სტილით 04 ნოემბერი)
ღირსისა იოანიკე დიდისა, ულუმბოელისა (†834/846); წმიდათა და მართალთა მოღვაწეთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე სტეფანე და ესაია ქართველთა (†XI-XII); მღვდელმოწამეთა: ნიკანდრე მირონელი ეპისკოპოსისა, და ერმე ხუცისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს მიერ სასუფევლის მემკვიდრეთა შესახებ ქრისტეში გავხდით მემკვიდრენი... (ეფ. 1:11)ყველაფერი უფალ იესო ქრისტესგანაა, ყველაფერი უფალ იესო ქრისტეს მიერ არის, ყველაფერი უფალ იესო ქრისტესთვის არის. მის გარეშე ჩვენ არ გვაქვს სწორი კავშირი და ჯანსაღი ურთიერთობა არც ღმერთთან, არც ადამიანებთან და არც სხვა ქმნილებებთან. ის ჩვენი თავია, ის ჩვენი გონებაა. მის მიერ ჩვენ მემკვიდრეები გავხდით. მაგრამ რისი? ცათა სასუფევლის! მართლაც, ქრისტიანები ხშირად იწოდებიან მემკვიდრეებად ახალ აღთქმაში. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მემკვიდრეობა ყოველთვის ვინმეს სიკვდილთანაა დაკავშირებული. როდესაც ერთი კვდება, მეორე მემკვიდრე ხდება. ქრიასტიანები კი ამ სოფელშივე იქცევიან მემკვიდრეებად, რადგან მათში კვდება ძველი ადამიანი და მის ადგილს, როგორც მემკვიდრე, ახალი ადამიანი იკავებს. ვინც ცხოვრებას აგრძელებს, მემკვდრეც ის არის. როდესაც სხეული კვდება, ცოცხალი რჩება სული; მაშასადამე, სული იღებს მემკვიდრეობით იმ ყველაფერს, რაც ადამიანმა სხეულში ყოფნისას შეკრიბა - იქნება ეს კეთილი საქმეები საცხოვნებლად თუ ბოროტი საქმეები – დასასჯელად. უფალ იესო ქრისტეს მიერ ჩვენ გვებოძება ის მემკვიდრეობაც, რომელიც თვით უფლის კუთვნილებაა –მარადიული ზეციური სამყოფელი ანუ სასუფეველი. ამ ზეციური სამეფოს მემკვიდრენი გავხდებით მაშინ, როდესაც დავტოვებთ მიწიერ სამეფოს. როდესაც მოვკვდებით მიწისთვის, მემკვიდრეობით მივიღებთ ზეცას. როდესაც კავშირს გავწყვეტთ ეშმაკთან, თანამემკვიდრენი გავხდებით ქრისტესი. ო, ძმებო, იფიქრეთ, რაოდენ დიდებული მემკვიდრეობა გველის ჩვენ! მთავარია, თავად ჩვენ არ გავყიდოთ ის ისე იაფად, როგორც ესავმა გაყიდა თავისი პირმშოობა.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო და მაცხოვარო ჩვენო, მოწყალე გვეყავ ბოლომდე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011