18 ნოემბერი, 2022 , პარასკევი
(ძვ. სტილით 05 ნოემბერი)
გალაქტიონისა და მეუღლისა მისისა ეპისტიმიასი, ემესელტა (†III). გრიგოლ ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა; იონა ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა(1470). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება აღმდგარი ქრისტეს მიერ ადამიანის ამაღლების შესახებ ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა (ეფ. 1:21-22)აი, სიმაღლეები, რომლებამდეც ღმერთი ადამიანს აამაღლებს! ჩვენ აქ ვსაუბრობთ ქრისტეს ღვთაებრივ და არა – ადამიანურ ბუნებაზე; ვსაუბრობთ არა ღვთის მარადიულ სიტყვაზე, რომელიც დასაბამიდან იყო ღმერთთან (ინ. 1: 1–2), არამედ განკაცებული იესოს შესახებ, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა და აღამაღლა არა მხოლოდ ხილულ სამყაროზე, არამედ უხილავსა და უკვდავზეც - „ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც“, ყველა ქმნილებაზე, ცნობილსა თუ უცნობზე, ორსავე სამყაროზე – მატერიალურსა თუ სულიერზე. ხედავთ, ძმებო, როგორ შეასრულა ჩვენმა დიდებულმა შემოქმედმა თავისი პირობა, რომელიც სამოთხიდან განდევნილ ადამს აღუთქვა და გაუმეორა აბრაამს, და კიდევ უფრო ნათლად ცხადყო ის წინასწარმეტყველებისა და დავით მეფის მიერ! ხედავთ, როგორ იწყო უფალმა ადამის მოდგმის განდიდება იმით, რომ განადიდა კაცი იესო, განხორციელებული ძე ღმერთი! პირველად ის განადიდა, როგორც ღვთაებრივი პირმშო, შემდგომ კი – თანმიმდევრობით ყველა, ვინც მას შეუერთდა, სულიწმიდის მადლით აღიბეჭდა მარადიული დიდებისთვის და ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში. შემთხვევითი არაა, რომ ეკლესია ამგვარად უგალობს ღვთისმშობელს: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა“... სადაც აღმდგარი უფალი ამაღლდა, იქ ამაღლდა მისი ყოვლადწმიდა დედაც, ისევე როგორც მისი წმიდა მოციქულები, მისივე სიტყვების შესაბამისად, რომლებიც წარმოთქვა ზეციური მამის წინაშე: მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი... (ინ. 17:24). ასეთია ღვთის დედამიწაზე გარდამოსვლის შეუფასებელი შედეგი. ასეთია გამოუთქმელი ნაყოფი მისი ვნებებისა. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, თანასწორო მამისა და სულისა წმიდისაო, შეგვეწიე ჩვენ, რათა დავაღწიოთ თავი ცოდვათა სიმყრალისა და უგუნური ავხორცობის უფსკრულს. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011