19 ნოემბერი, 2022 , შაბათი
(ძვ. სტილით 06 ნოემბერი)
პავლე აღმსარებლისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (†350); ღირსისა ვარლაამ ხუტინელისა (†1192). ღირსი ლუკა ტრავნომიელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავის და მისი სხეულის შესახებდა მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული (ეფ. 1:22)უთავოდ მყოფ კაცობრიობას სათავეში ჩაუდგა მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე. თავს დაშორებულმა სხეულმა დაიწყო თავთან შეზრდა, ნაწილისა – ნაწილთან, წევრისა – წევრთან. სხეულია არა ყველა, არამედ მხოლოდ ის, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე; მოწოდებულია ყველა, მაგრამ თავს მხოლოდ ისინი უერთდებიან, ვინც პასუხობს ამ მოწოდებას. ისინი წარმოადგენენ სხეულს, რომელსაც ქრისტეს ეკლესია ჰქვია და რომლის თავიც არის ქრისტე. და როგორც აღმდგარი და განდიდებული კაცი იესო აღამაღლა ყოვლადწმიდა სამებამ ცაშიც და მიწაზეც ყველასა და ყველაფერზე მეტად, ასევე აღამაღლებს ყველასა და ყველაფერზე მეტად თავის ეკლესიას, რომელიც სხეულია ქრისტესი. სრულიად ეკლესია იდგება თავთან წმიდა სამების მარჯვნივ, რადგან სადაც არის თავი, იქვეა სხეული. ამგვარ დიდებასა და დიდებულებამდე ამაღლდება ყველა, ვინც მოინანია ცოდვები, ვინც ოდესღაც ღვთის მტერი იყო, გზააბნეული უძღები შვილივით და თავწაკვეთილი სიკვდილმისჯილი სხეული, ამჟამად კი ქრისტეს მიერ და ქრისტეს გამო შვილად მიღებული და ღვთაებრივი ცხოვრებითა და ბრწყინვალებით მოსილი. იმიტომ რომ, ძმებო, დიადი საქმეა ღვთის ძის განკაცება და მისი ჯვარცმა და ვნება ჩვენთვის. ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე უდიდესი ცვლილება მოახდინა ადამიანის ბედსა და ყველაფერზე. მან ყველაფერი შეცვალა და განაახლა. ამიტომ, ძმებო, ვიცხოვროთ არა როგორც ძველმა, არამედ როგორც ახალმა ადამიანებმა. ვიცხოვროთ არა ცოდვის, არამედ სიმართლის მიხედვით, მოვიქცეთ არა სხეულის, არამედ სულის მიხედვით, რათა ღირსი გავხდეთ იმ სიმაღლისა, დიდებისა და პატივისა, რომლისკენაც ჩვენი თავის მიერ ვართ მოწოდებული. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, თავო ეკლესიისაო, გაგვხადე შენი უწმინდესი სხეულის წევრობის ღირსი! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011