20 ნოემბერი, 2022 , კვირა
(ძვ. სტილით 07 ნოემბერი)
33-თა მელიტინელ მოწამეთა, ღირსისა ლაზარე სასწაულმოქმედისა, დალისიონის მთასა შინა მმართველისა (†1053). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ადამიანთა ბნელი გზების შესახებ ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგრომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი (ეფ. 2:2)ეს ერთი და იგივე გზაა - გზა უფსკრულისაკენ. ამ წუთისოფლის წესისამებრ – ნიშნავს ცოდვილი მისწრაფებების მიხედვით სიარულს; ჰაერის ძალთა მთავრის ნებით სიარული კი – იმ დემონების ნებით სიარულს, რომლებიც ჰაერში ბინადრობენ; სული, რომელიც ამჟამად მოქმედებს ურჩობის შვილებში - ნიშნავს იმას, რომ როგორც ამჟამად ცხოვრობენ ღვთის მოწინააღმდეგენი და ღვთის მბრძონლი, ისე ცხოვრობდა ყველა ქრისტეს მოსვლამდე იმათი ჩათვლით, ვისაც მოციქული მიმართავს ეპისტოლით. ძმებო, რა არის ეს ჰაერის ძალთა მთავრის ნება, რომელიც ბატონობს ჰაერში? ესაა ქმედებები იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც გამუდმებით ჰაერში იმყოფებიან და მოძრაობენ. ისინი აბინძურებენ ჰაერს და აჩერებენ ზეცისკენ მიმავალ მიცვალებულთა სულებს. ისინი აცდუნებენ ადამიანის სულებს ყოველგვარი ბოროტებით, ისინი აღძრავენ სულებს ყოველგვარი ცოდვის ჩასადენად, მაგრამ არ აიძულებენ - რადგან არ აქვთ ამის ძალა, არამედ მხოლოდ აცდუნებენ და აღძრავენ. წარმართებზე ისინი ბევრად ძლიერად და პირდაპირ მოქმედებნდნენ, ვიდრე ისრაელიანებზე. წარმართებს ისინი თავს ესხმოდნენ, როგორც ბუზები ლეშს, ხოლო ისრაელიანებზე ზემოქმედებდნენ შორიდან – ცდუნებითა და წაქეზებით. საქმე ისაა, რომ ისინი ისრაელისგან შორს იყვნენ ღვთის სახელის გამო, რომელიც მათ წიაღში ინახებოდა და წარმოითქმოდა. ქრისტემ დაამარცხა ბოროტი სულები და ამოგლიჯა მათი შხამიანი ნესტარი, ამიტომაც განიარაღებულ საფრთხობელებად იქცნენ, საბრალო აჩრდილებს დაემსგავსნენ და მყისიერად ქრებიან ქრისტეს სახელის ხსენებაზე ან მისი ჯვრის გამოსახვისას.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, წინამძღვარო და განმათავისუფლებელო ჩვენო, შეგვეწიე ჩვენ ვიცხოვროთ შენ მიერ ბოძებული თავისუფლებით! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011